მიშელ პლატინიმ და კარლ ჰაინც რუმენიგემ "ურთიერთგაგების მემორანდუმზე" მოაწერეს ხელი
ჩვენი გაზეთი ამ საკითხზე უკვე წერდა და ახლა, როცა დოკუმენტი ოფიციალურად უკვე გაფორმებულია, მას ცოტა ხნით მივუბრუნდებით.

სტამბულში უეფას კონგრესზე მიშელ პლატინიმ და ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ "ურთიერთგაგების მემორანდუმზე" მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა კიდევ უნდა გაღრმავდეს. უეფა მნიშვნელოვან ვალდებულებებს იღებს თავის თავზე. ეს ორგანიზაცია ივნისიდან სანაკრებო თამაშებისას ფეხბურთელების ჯანმრთელობის რისკებს დააზღვევს.

დაზღვევა იმოქმედებს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ და ამხანაგურ თამაშზე, რომელიც საერთაშორისო კალენდრით იქნება გათვალისწინებული.

ამას გარდა, კლუბები ევროპის ჩემპიონატის შემოსავლებიდან დამატებით 100 მილიონ ევროს მიიღებენ. ევრო 2016-ის შემდეგ ეს თანხა 150 მილიონამდე გაიზრდება. შემუშავებულია ახალი საერთაშორისო კალენდარი, რომელიც დასამტკიცებლად მალე ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეცემა. გრაფიკი ითვალისწინებს ცხრა ორმატჩიან სანაკრებო დაპირისპირებას, რომელიც 2 წელიწადზეა გადანაწილებული.

სერიოზული "სეკვესტრი" ელოდება ამხანაგურ სანაკრებო შეხვედრებს. მაგალითად, აგვისტოში ასეთი ფანჯარა საერთოდ გაუქმდება. ამას გარდა, კლუბებს ამიერიდან უეფას გადაწყვეტილებებზე მეტი ზეგავლენის მოხდენის საშუალებაც მიეცემათ.

უეფას შესაბამისი კომიტეტი მომავალში მხოლოდ მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და უფლება მიეცემა, უეფას კლუბებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაუბრუნოს ხელახლა განსახილველად.

"დღეს ევროპული საკლუბო ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. ამ მემორანდუმში უეფა ცნობს კლუბების უდიდეს როლს, რომელიც ჩვენ სანაკრებო ფეხბურთის განვითარებაში შეგვაქვს. ამიერიდან კლუბებსა და ნაკრებებს შორის მეტი ბალანსი იქნება, რაც, ვფიქრობ, ზოგადად ევროპული ფეხბურთის დიდი გამარჯვებაა.

მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ პლატინის, რომელიც თავადაც იყო დაინტერესებული ამ შეთანხმებაზე ხელისმოწერით," - განაცხადა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად