ველოსპორტი. ვუელტა

ვუელტას მე-12 ეტაპზე სპრინტერებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. მართალია, ანდორადან ლერიდამდე ორი მეორე კატეგორიის სირთულის მთა და რამდენიმე ამაღლება იყო გადასალახი, მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეტაპის ბედი ფინიშის სწორზე გაირკვეოდა.

ვუელტას მე-12 ეტაპზე სპრინტერებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. მართალია, ანდორადან ლერიდამდე ორი მეორე კატეგორიის სირთულის მთა და რამდენიმე ამაღლება იყო გადასალახი, მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეტაპის ბედი ფინიშის სწორზე გაირკვეოდა.

სპრინტერული გარჩევის გმირი ბრწყინვალე ბრიტანელი მარკ კევენდიში აღმოჩნდა. ეს იყო ამ ველომრბოლის პირველი გამარჯვება ვუელტაზე, რითაც ტურ დე ფრანსზე 16 ეტაპის მომგებმა ბრიტანელმა ერთგვარი ჰეთ-თრიკი გააფორმა. კევენდიში მეორე ბრიტანელია რობერ მილარის (80-90-იან წლებში გამოდიოდა) შემდეგ, რომელსაც მინიმუმ ერთი ეტაპი აქვს მოგებული სამივე გრანდ-ტურზე - ტურ დე ფრანსზე, ჯირო დ'იტალიასა და ვუელტაზე.

"სამივე პრესტიჟულ ველომარათონში გამარჯვება დაუჯერებელია მიღწევაა. ძალიან ბედნიერი ვარ", - ემოციებს ვერ მალავდა 25 წლის ბრიტანელი.

ამ გამარჯვებით კევენდიშმა ყველაზე აქტიური მრბოლელის მწვანე მაისურა ჩამოართვა იგორ ანტონს, ამ უკანასკნელმა კი ლიდერის წითელი მაისურა შეინარჩუნა.

XII ეტაპი

ანდორა-ლერიდა. 172,5 კმ

1. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, HTC-Columbia) - 4.00,30; 2. ტაილერ ფარარი (აშშ, Garmin) - იგივე დრო; 3. მეტიუ ჰარლი ჰოსი (ავსტრა, HTC-Columbia) - იგივე დრო; 4. დენის გალიმზიანოვი (რუსეთი, "კატიუშა") - იგივე დრო; 5. ტორ ჰუშოვდი (გორვეგია, Cervelo Test Team) - იგივე დრო; 6. ოსკარ ფრეირე (ესპანეთი, Rabobank) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Euskadi) - 51.37,45; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - +0,45; 3. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +1,04; 4. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +1,17; 5. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - +1,29... 6. მარციო ბრუსეგინი (იტალია, Caisse d’Epargne) – 1,57... 10. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - +2,30... 13. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +3,03... 28. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +9,25... 40. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - +20,43...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა