ფინალში ნამდვილი სამხრეთი VS ჩრდილოეთი გველის, რადგან ერთმანეთის პირისპირ "ნაპოლი" და "იუვენტუსი" წარსდგებიან
ფინალში ნამდვილი სამხრეთი VS ჩრდილოეთი გველის, რადგან ერთმანეთის პირისპირ ნეაპოლის "ნაპოლი" და ტურინის "იუვენტუსი" წარსდგებიან. ეს იქნება უდავოდ დიდი მატჩი, ემოციებით აღსავსე, რომლის პროგნოზირება და თუნდაც გარკვეული ვარაუდების გაკეთება, ურთულესი საქმეა. ფინალური მატჩი რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება, რომლის ტრიბუნებიც ორად გაიყოფა ტურინელი და ნეაპოლელი ტიფოზებით - მოკლედ, წინ დიდი თამაში გველის და მერე რა, რომ მხოლოდ იტალიის თასი დევს სასწორზე - გვერწმუნეთ, მარადიულ ქალაქში დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

რაც შეეხება "ნაპოლი"-"სიენას" ნახევარფინალურ წყვილს, გამარჯვება ფავორიტს დარჩა და თუ ამას ფინალური მატჩის ჭრილში შევხედავთ, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ამბავია. აბა, სად "ნაპოლი" -"იუვეს" ჯახი და სად "იუვე" - "სიენა"... ამ უკანასკნელის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად.

პირველი მატჩი "სიენას" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ფავორიტად მაინც "ნაპოლი" რჩებოდა და გამართლდა კიდეც საყოველთაო მოლოდინი - ნეაპოლელებმა პირველივე ტაიმში გაუტანეს ტოსკანელებს ორი გოლი და შესვენებაზე უკვე ფორით გავიდნენ.

ანტრაქტის შემდეგ სტუმრებმა სცადეს თამაშში გარდატეხის შეტანა, რამდენიმე მეტ-ნაკლებად მწვავე იერიშიც გამოაცხვეს, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია. რაც შეეხება გოლებს, ერთი ტოსკანელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მეორე კი ედინსონ კავანის ანგარიშზეა - ნეაპოლელთა მრავალსვიანი კომბინაცია მარეკ ჰამშიკის ჩაწოდებით და ურუგვაელი ფორვარდის უზუსტესი თავურით დაგვირგვინდა...

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "სტადიო სან პაოლოზე" ფანტასტიკური ატმოსფერო იყო შექმნილი და ფეხბურთელებმა ფინალში გასვლა გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე იზეიმეს. ნეაპოლელმა ტიფოზებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებს და აგრძნობინეს მათ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით ცხოვრება არ მთავრდება. მატჩის შემდეგ სამხრეთელები შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ და დროა, სიტყვა მათ გადავცეთ...

ვალტერ მაცარი: "შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და სრულიად დამსახურებულად გავედით ფინალში. ვამაყობ შეგირდებით, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ უმაღლესი პროფესიონალები არიან.

ბედნიერი ვარ, რომ ფინალში "იუვენტუსთან" მოგვიწევს შეჭიდება, რადგან ეს იქნება განსაკუთრებული, საოცარი დაპირისპირება, რომელშიც ღირსეული გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, რომის ოლიმპიური სტადიონის ნახევარს ნეაპოლელი ტიფოზები დაიკავებენ და მათ გასახარად ყველაფერს გავაკეთებთ.

დღეს გულშემატკივრებმა ნამდვილად მეთორმეტე მოთამაშის როლი შეასრულეს და მათთან დავალებულები ვართ. ამასთან, ფინალში გასვლით ჩვენ უკვე დავიბევეთ ევროსაგზური, რაც სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის".

ედინსონ კავანი: "მართალია, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი არ არის, მაგრამ გამარჯვებამ მაინც უზომოდ გაგვახარა. იტალიის თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო და მიხარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ფინალში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ერთი სული მაქვს, როდის გავალ რომის ოლიმპიური სტადიონის გაზონზე.

აქვე, მეტოქე მინდა შევაქო, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება "იუვენტუსთან" დაპირისპირებას, აქედანვე ცხადია, რომ ურთულესი ბრძოლა გველის, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".

აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლის პრეზიდენტი): "სეზონის წინ სამი რამ დავისახეთ მიზნად: 1. ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობა; 2. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება; 3. იტალიის თასის მოპოვება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და შესაბამისად, ძალიან გახარებული ვარ.

ვერავინ იტყვის, რომ "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაში ცუდად იასპარეზა, დარჩენილ ორ მიზანთან კი საკმაოდ ახლოს ვართ. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს გუნდს და სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შექმნეს - მინდა იცოდნენ მათ, რომ "ნაპოლის" პროგრესი უკვე შეუქცევადი პროცესია".

ნაპოლი-სიენა 2:0 (1:2)

გოლები: 1:0 ვერგასოლა (10-საკ. კარში), 2:0 კავანი (31).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება