ბუნდესლიგის აუტსაიდერმა "კაიზერსლაუტერნმა" 45 წლის ბულგარელი სპეციალისტი ოფიციალურად წარადგინა
22 მარტის ნომერში გაუწყეთ, რომ "კაიზერსლაუტერნის" მთავარ მწვრთნელად კრასიმირ ბალაკოვი ინიშნებოდა და აი, 22 მარტს, ნაშუადღევს, ბუნდესლიგის აუტსაიდერმა 45 წლის ბულგარელი სპეციალისტი ოფიციალურად წარადგინა.

კლუბისთვის სასურველ მწვრთნელებს შორის ბულგარელი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც სჯერა, რომ "კაიზერსლაუტერნის" გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. პრესკონფერენციაზე ბალაკოვმა თქვა, რომ "ლაუტერნში" იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება და 1. FCK-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა.

წინა დღეებში გერმანული პრესა წერდა, "კაიზერსლაუტერნმა" ბალაკოვის აწ უკვე ყოფილ კლუბ სპლიტის "ჰაიდუკს" ერთი მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 22 მარტს გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ პფალცელებმა ბულგარელი უფასოდ ჩაიგდეს ხელში. "ბილდის" და "კიკერის" ცნობით, "ჰაიდუკს" ბალაკოვთან სახელფასო დავალიანება ჰქონდა, რამაც გერმანულ კლუბს მისი უფასოდ გადაბირების საშუალება მისცა.

"ლაუტერნის" მენეჯერმა შტეფან კუნტცმა აღნიშნა, რომ ბალაკოვის დანიშვნა იდეალური გამოსავალი იყო და ბულგარელი სპეციალისტი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო. მონდომებული და მოტივირებულია თავად კრასიმირიც, რომელმაც "კაიზერსლაუტერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი დღის წინ გათავისუფლებული მარკო კურცი შეცვალა.

მთავარია, თავი არ დავკარგოთ!

"მთავარია, თავი არ დავკარგოთ! - თქვა ბალაკოვმა, - ახლა გუნდი ისეთ სიტუაციაშია, რომ შექმნილ ვითარებას მსუბუქად უნდა შევხედოთ. უნდა დავმშვიდდეთ, რადგან ზედმეტი ნერვიულობა არაფერს გვარგებს. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და დარჩენილ მატჩებში შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

მე მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩეს. ამიტომაც დავთანხმდი აქ მუშაობაზე. ვიცი, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ცდას არ დავაკლებთ."

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ლაუტერნი" მაინც გავარდა? ამ კითხვაზე ბალაკოვმა და კუნტცმა ერთხმად უპასუხეს, თანამშრომლობა გაგრძელდებაო. ბულგარელის თქმით, მას "კაიზერსლაუტერნში" ხანგრძლივი მისია აქვს, რაც ახალი გუნდის აშენებას და "ეშმაკებისთვის" ძველი დიდების დაბრუნებას გულისხმობს.

კრასიმირ ბალაკოვმა აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები "შტუტგარტში" გაატარა და სამწვრთნელო კარიერაც შვაბურ კლუბში 2003 წელს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე დაიწყო. ჯერ ფელიქს მაგათის ასისტენტი გახლდათ, მერე კი მათიას ზამერისა.

"შტუტგარტში" ასისტენტობის შემდეგ ის შვეიცარიულ კლუბებში: "სენტ გალენსა" და "გრასჰოპერსში" მუშაობდა, რის შემდეგაც ბულგარულ "ჩერნომორეცს" წვრთნიდა. ამ ხნის მანძილზე სერიოზული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ხოლო სპლიტის "ჰაიდუკი" კი მის ხელში ხორვატიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გახლდათ.

ფეხბურთელი ბალაკოვი, რომელსაც ბულგარეთის ნაკრებში 94 მატჩი აქვს ჩატარებული, მკითხველებს "შტუტგარტიდან" ეხსომებათ, სადაც 1995-იდან 2003 წლამდე ბუნდესლიგის ეგიდით 236 მატჩი ჩაატარა და ჯოვანი ელბერსა და ფრედი ბობიჩთან ერთად "მაგიური სამკუთხედის" ფენომენი შექმნა - 1996/97 წლების სეზონში ამ სამეულმა 49 გოლის გატანა შეძლო. ახლა კი ბალაკოვი ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.

მისი დებიუტი შაბათს შედგება: "კაიზერსლაუტერნს" ბუნდესლიგის 27-ე ტურში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალშიი" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
Golden Boy - დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო