მამაკაცებს შორის ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში რეიტინგის პირველი სამი ნომერი ითამაშებს. ამ კომპანიაში მოულოდნელად რუსი მიხაილ იუჟნი მოხვდა, რომელმაც გაიმეორა 2006 წელს ნაჩვენები შედეგი და "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მეორედ ითამაშებს ნახევარფინალს.

მამაკაცებს შორის ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში რეიტინგის პირველი სამი ნომერი ითამაშებს. ამ კომპანიაში მოულოდნელად რუსი მიხაილ იუჟნი მოხვდა, რომელმაც გაიმეორა 2006 წელს ნაჩვენები შედეგი და "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მეორედ ითამაშებს ნახევარფინალს.

მეოთხედფინალში იუჟნი სტანისლას ვავრინკასთან არკვევდა ურთიერთობას. შვეიცარიელმა "დიდ სლემის" ტურნირებზე პირველად გააღწია ასე შორს. ამისთვის მას ბრიტანელი ენდი მიურეისა და ამერიკელთა მთავარი იმედის - სემ კუერის დამარცხება დასჭირდა.

ეს შეხვედრა ნაკლებად ჰგავდა მამაკაცთა მატჩს - ჯამში 13 (!) ბრეიკი დაფიქსირდა. ვავრინკა სეტებს შორის ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე სეტიდან დაღლა დაეტყო. ეს მისთვის ზედიზედ მეორე ხუთსეტიანი მატჩი იყო, თანაც ვავრინკამ მეოთხედფინალამდე უფრო რთული გზა გაიარა, ვიდრე იუჟნიმ. ამ ყველაფერმა მატჩის ბოლო ნაწილზე აშკარად იმოქმედა და მეოთხე და მეხუთე სეტების შედეგი ლოგიკური იყო - 4:6, 7:6 (9:7), 3:6, 6:3, 6:3 რუსის სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, არავინ არ აკნინებს იუჟნის წარმატებას, მაგრამ მისი ნახევარფინალში მოხვედრა მაინც შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ - წინა ხუთ მატჩში მისი მეტოქეებიდან ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი (18) ამერიკელ ჯონ ისნერს ჰქონდა.

ამიტომაც, იუჟნის რეალურ ძალას ნახევარფინალში გავიგებთ, როცა ის მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდება. რაფას ზედიზედ მეორე ესპანური დერბის თამაში მოუწია. ფელისიანო ლოპესის შემდეგ მისი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო იყო, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ნადალს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - 10:0. ამ ათი შეხვედრიდან ერთში (ავსტრალიის ღია პირველობაზე) მეტოქეებს ხუთი სეტის თამაში მოუწიათ, სხვა შემთხვევებში რაფაელი იოლად უგებდა თანამემამულეს. ასე მოხდა გუშინაც.

მატჩის დასაწყისში ნადალს ქართან შეგუება გაუჭირდა, ამიტომაც მისთვის უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებდა. მაგრამ, როგორც კი ამინდს მოერგო, თამაშმა მისთვის საჭირო განვითარება მიიღო. პირველ სეტში რაფამ სტარტზე წაგებული ბრეიკი დაიბრუნა და ბოლოს კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. სეტი თითქმის საათი გაგრძელდა, რამაც ვერდასკოს დიდი ენერგია გამოაცალა, მით უმეტეს, რომ ფერნანდომ ორი დღის წინ უმძიმესი ხუთსეტიანი მატჩი ითამაშა თანამემამულე დავიდ ფერერის წინააღმდეგ. ამასთან, ფერნანდო ფსიქოლოგიურად გატეხილი ჩანდა - დარწმუნებული არ იყო, რომ ამჯერად მაინც შეძლებდა რაფას დამარცხებას. ვერდასკომ შეცდომებს უმატა, მისმა მეტოქემ კი პირიქით, ორი პარტიის განმავლობაში მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა. პირველმა ნომერმა თითო ბრეიკი იკმარა მეორე და მესამე პარტიების მოსაგებად, რადგან საკუთარ მოწოდებაზე არანაირ შანსს არ უტოვებდა ვერდასკოს. ამ უკანასკნელს მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც პირველი სეტის დასაწყისში. მოკლედ, რაფაელმა იოლად გააღწია ამერიკის ღია პირველობის ზედიზედ მესამე ნახევარფინალში - 7:5, 6:3, 6:4. თუმცა ფინალში მას არასოდეს უთამაშია, მაგრამ ნავსი სავარადოდ წელს გატყდება - იუჟნი არ ჩანს ის ჩოგბურთელი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ესპანელს შეაჩერებს. შეგახსენებთ, რომ რაფას ჯერჯერობით სეტი არ აქვს წაგებული. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იუჟნის აშშ-ის ღიას ცენტრალურ კორტზე ერთხელ უკვე ჰყავს დამარცხებული ნადალი.

ამასობაში, ამერიკის ღია პირველობის პირველი გამარჯვებული გამოვლინდა - შერეულ წყვილთა თანრიგში ამერიკელებმა - ლიზელ ჰუბერმა და ბობ ბრაიანმა გაიმარჯვეს. მათ ფინალში კვეტა პეშკესა და პაკისტანელი აისამ ქიურეშის დუეტს სძლიეს. ქიურეში და ბობ ბრაიანი კაცების წყვილთა ფინალშიც შეხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად პაკისტანელის მეწყვილე ინდოელი როჰან ბოპანა იქნება, ბობისა, რა თქმა უნდა, მისი ტყუპისცალი მაიკ ბრაიანი.

ცენტრალურ კორტზე კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საჩვენებელ შეხვედრაში რუსი ანა კურნიკოვასა და შვეიცარიელი მარტინა ჰინგისის წყვილმა ვეტერანი მამაკაცების - ავსტრალიელი პატ კეშისა და შვედ მატს ვილანდერის წინააღმდეგ ითამაშა. უთანასწორო ბრძოლაში ძლიერმა სქესმა იმძლავრა - 7:5.

კაცები

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 8) 7:5, 6:3, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 25) 3:6, 7:6(7), 3:6, 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

ნადალი (1)-იუჟნი (12); ჯოკოვიჩი (3)-ფედერერი (2).

ლელო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა