მაინცის 19 წლის თავდამსხმელს ბაიერნი, მანჩესტერი, ჰოფენჰაიმი და ლევერკუზენი უზმიზნებენ...

ერთი წლის წინ ანდრე შიურლეს გერმანიაში კი არა, მაინცშიც თითქმის არავინ იცნობდა, დღეს კი გერმანული ფეხბურთის უდიდეს ტალანტად მიიჩნევა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გასულ სეზონში მან 33 მატჩში 5 გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. ახალ სეზონში კი უკვე ერთი გოლის გატანა მოასწრო. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ 19 წლის თავდამსხმელს უკვე მსურველების რიგი დაუდგა.

"ჰოფენჰაიმს" შიურლეს ყიდვა აგვისტოში სურდა. "სოფლელები" "მაინცს" 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ "მაინცმა" უნიჭიერესი ფეხბურთელი არ დათმო, რითაც ბევრი გააკვირვა: 10 მილიონი ჯუჯა "მაინცისთვის" დიდი ფულია. "ბილდის" ინფორმაციით, შიურლეზე ლევერკუზენშიც სერიოზულად ფიქრობენ, რაც "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმაც დაადასტურა.

უფრო მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "მაინცის" თავდამსხმელის გადაბირებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ მიუნხენის "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეფებიც. მანკუნიანელთა სკაუტები შიურლეს გასულ სეზონში ხშირად აკვირდებოდნენ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"