სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოსა და ევროპის ექვს-ექვსგზის გამარჯვებულის ოლიმპიადაზე გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
ბოლო ხანებში საჭიდაო სამყაროში ფრიად აქტუალური იყო თავისუფალ ჭიდაობაში სახელოვანი ჩეჩენი ძმების - ბუვაისა და ადამ საიტიევების სპორტში დაბრუნების საკითხი.

ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ადამ საიტიევი კიდეც დაბრუნდა და იარიგინის მემორიალზეც გამოვიდა, თუმცა ფინალში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონ დენის ცარგუშთან დამარცხდა.

ქომაგებისთვის უფრო აქტუალური უფროსი ძმის, 37 წლის სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოსა და ევროპის ექვს-ექვსგზის გამარჯვებულ ბუვაისა საიტიევის საკითხი იყო.

ის ალექსანდრ კარელინსა და ალექსანდრ მედვედთან ერთად სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთა ტრიოში შედის და ლონდონში რეკორდზე სურდა წასვლა, თუმცა, როგორც მისი პირადი ქართველი მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი ამბობს, ახლა ოლიმპიადაზე მისი გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"მას დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის რწმენა შეერყა. ბუვაისას მართლაც შეეძლო წარმატებით დაბრუნება, მაგრამ საამისოდ საჭირო იყო, ყველა დანარჩენ საქმეს - პოლიტიკას, ბიზნესს და სხვას ჩამოშორებოდა. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა. ამიტომ ოლიმპიადაზე მისი გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა" - განუცხადა ქართველმა მწვრთნელმა რუსულ მედიას.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საიტიევი ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ყოფილა, რამაც, მინდიაშვილის თქმით, დიდი დრო წაიღო. ერთბაშად ორი დიდი საქმის კეთება კი შეუძლებელიაო, - დასძინა მან.

მინდიაშვილმა არც ის დამალა, რომ პერსპექტივას ვერც საიტიევის რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლაში ხედავს, რომელიც იქაურებისთვის საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება და მაისში გაიმართება.

ჟურნალისტები მწვრთნელს ადამ საიტიევის შანსებზეც დაეკითხნენ და მინდიაშვილმაც ძმების საინტერესო შედარებითი დახასიათება გააკეთა: "ადამი მაღალი კლასის მებრძოლი, ენერგიული, ჭკვიანი, ტექნიკური, ფიზიკურად კარგად მომზადებული და მოწესრიგებული სპორტსმენია. ისინი ღვიძლი ძმები არიან, მაგრამ დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ადამი უფრო წყნარი, მოქნილია და უფრო გულმოდგინედაც ვარჯიშობს. ის ოთხი წლის შემდეგ წარმატებით დაბრუნდა და იარიგინის ტურნირზე ვერცხლიც მოიპოვა. ცხადია, ცარგუშთან კონკურენცია ძნელი იქნება, მაგრამ არ გამიკვირდება, რუსეთის ჩემპიონატზე მოუგოს მას".

შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საიტიევი სპორტიდან წავიდა, კრასნოიარსკიდან დაღესტნურ ხასავიურტში გადასახლდა, სადაც საკუთარი სახელობის საჭიდაო სკოლა გახსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა