ოთხი მოგება და ამდენივე ყაიმი ერთი მარცხის წილ - ასეთია ქართველთა მონაგარი მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში
ოთხი მოგება და ამდენივე ყაიმი ერთი მარცხის წილ - ასეთია ქართველთა გუშინდელი მონაგარი მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ბულგარული პლოვდივი მასპინძლობს.

ზედიზედ ორი სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა ბაადურ ჯობავამ - ხორვატი ვლადიმირ ბუკალი დაამარცხა.

მსოფლიოს რეიტინგში მასზე ბევრად მაღლა მდგომ დავიდ ჰოველს (ინგლისი, 2614) აჯობა შავი ფიგურებით შოთა აზალაძემ (2419) და ჩვენებურთა შორის დაწინაურდა. ლევან ფანცულაიას ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ბორის გრაჩევთან (რუსეთი, 2705) თეთრი ფიგურებით პაექრობისას გარკვეული დროის განმავლობაში მცირე უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა შეძლო პოზიციის გათანაბრება და საბოლოოდ - ყაიმი.

ასევე დაზავდნენ: ფრენკ ჰოლზკე (გერმანია)-მიხეილ მჭედლიშვილი, დავით ლომსაძე-დრაგან შოლაკი (თურქეთი), ნაიმ საჰითაჯი (ესკ)-ლუკა პაიჭაძე; ხოლო დავით ბენიძემ მასპინძელი გეორგი კიურჩისკი დაამარცხა, გაიოზ ნიგალიძემ ეპამინონდას კურუსისს (საბერძნეთი) აჯობა. ერთადერთი პარტია გიორგი ხელაიამ წააგო აზერბაიჯანელ ჯახანგირ აგარაგიმოვთან.

სამი ტურის შემდეგ ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: აზალაძე-2,5, ფანცულაია, მჭედლიშვილი, ლომსაძე, ჯობავა, ბენიძე-2-2, პაიჭაძე, ნიგალიძე-1,5-1,5, ხელაია-0 ქულა.

ფავორიტთა შორისაც არაერგვაროვანი სატურნირო მდგომარეობაა. დღეისთვის მხოლოდ ცხრა მოჭადრაკე დარჩა უდანაკარგოდ. მათ შორის - ნიკიტა ვიტიუგოვი, ბორის სავჩენკო (ორივე-რუსეთი), არკაიდი ნაიდიჩი (გერმანია), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), ლუკა ლენიჩი (სლოვენია) და კაიდო კულაოტსი (ესტონეთი). ნახევარ-ნახევარი ქულა დათმეს ჩემპიონატის რეიტინგფავორიტმა ფაბიანო კარუანამ (იტალია), დმიტრი იაკოვენკომ (რუსეთი) და ეტიენ ბაკრომ (საფრანგეთი), რომლებიც, შესაბამისად, ივან პოპოვს (რუსეთი), ალექსანდრ რახმანოვსა (რუსეთი) და რობერტ ჰოვანისიანს (სომხეთი) შეუთანხმდნენ ყაიმზე.

ქალთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი) სამ ტურში ქულა-ნახევარს მოუყარა თავი.

დღეს მე-4 ტურის პარტიები გაიმართება. ქართველები ასე დაწყვილდნენ: აზალაძე-ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია), ვასილი პაპინი (რუსეთი)-ჯობავა, მათეუშ ბარტელი (პოლონეთი)-ბენიძე, მჭედლიშვილი-რამ სოფერი (ისრაელი), ტრაჟკო ნედევი (მაკედონია)-ფანცულაია, ბრანკო დამლიანოვიჩი (სერბეთი)-ლომსაძე, პაიჭაძე-ანიშ გირი (ჰოლანდია), ილია სმირინი (ისრაელი)-ნიგალიძე, ხელაია-საბრი ჰალინი (ესკ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"