ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტმა ქართველ მწვრთნელზე საინტერესო ამბები გაამხილა
ცნობილია, რომ მცირე ხნის წინათ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და თბილისის "ამერის" ყოფილი დამრიგებელი გიორგი ჩიხრაძე ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

ბაქოს "ინტერის" ბულგარელმა პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა "აპასპორტ.აზ"-თან ინტერვიუში საინტერესო ამბები გაამხილა.

"დიდი ხანია, კახა ცხადაძის თანაშემწეს, გიორგი ჩიხრაძეს ჩვენი გუნდიდან წასვლა შეეძლო. ზაქათალელებმა მას წინადადებით ჯერ კიდევ მაშინ მიმართეს, როდესაც გუნდი გეიკო ხაჯიევსკიმ დატოვა. მაშინ ჩიხრაძემ "ინტერში" დარჩენა გადაწყვიტა.

სეზონის დასაწყისში "სიმურგის" მთავარ მწვრთნელად სერგეი იურანი იმიტომ დანიშნეს, რომ გიორგისთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. ამჯერად კი მას საბოლოოდ მიმართეს - ან მიიღე ჩვენი წინადადება, ან სხვა მწვრთნელს მოვძებნითო და ჩიხრაძე დათანხმდა.

საჭიროდ არ ვთვლით, რომ ახლა მის შემცვლელად ვინმე დავნიშნოთ. მიგვაჩნია, რომ ცხადაძე ჩიხრაძის გარეშეც იმუშავებს. ამავე დროს, ჩვენ სხვა მზარდი მწვრთნელებიც გვყავს. ასეთ დროს სხვა სპეციალისტის მიყვანა და მისი გუნდის სისტემასთან ადაპტირების საჭიროებას ვერ ვხედავთ. საამისოდ ნებისმიერ ახალს დრო დასჭირდება", - ამბობს ნიკოლოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
ვახ რა გაა..აკეთ ამ სიმურგით კაცო!!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"