ქართველ გარემარბს "შახტარში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას "ილიჩივეცში" თამაში ურჩევნია
დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით მყოფმა საქართველოს ნაკრების გარემარბმა დავით თარგამაძემ რუსულ საიტ "ჩემპიონატ.ქომ"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამიზეზებულ ტრავმაზე, უკრაინის ჩემპიონატში "ვორსკლასთან" მარცხსა და მომავალ მატჩში კიევის "დინამოსთან" დაპირისპირებაზე ელაპარაკა.

- დავით, "შახტართან" ტრავმის გამო არ ითამაშე. "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ლეონოვმა თქვა, რომ ყველაფერში დამნაშავე მარიუპოლის გუნდის სავარჯიშო სინთეტიკური მოედანი იყო. ეს მართალია?

- ძველი ტრავმა გამიმიზეზდა. დაახლოებით ერთი თვის წინ თურქულ შეკრებაზე ყოფნისას ბარძაყის კუნთი დავიზიანე, მაგრამ მოვირჩინე და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა სინთეტიკურ მოედანზე ვარჯიშის გამო კვლავ პრობლემები შემექმნა. სწორედ ამ მიზეზით მომიხდა "შახტარის" წინააღმდეგ თამაშის გამოტოვება.

- ამის შემდეგ სრულფასოვნად გაისარჯეთ "ვორსკლასთან" შეხვედრაში. ანუ პრობლემა უკვე უკან დარჩა?

- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვვარჯიშობ.

- ახალ კოლექტივს უკვე შეეწყვეთ?

- ჩემი თანამემამულე თორნიკე ოქრიაშვილის გარდა, მანამდე არავის ვიცნობდი, თუმცა ახლა უკვე ყველა გავიცანი.

- შეგიძლიათ საკუთარი თავი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ გამოაცხადოთ?

- გუნდთან ადაპტაცია დავასრულე და ამიტომ ვფიქრობ, ძირითადში თამაშს ვიმსახურებ.

- ამ სეზონში "ვორსკლასთან" ორჯერ - ჯერ "ოლექსანდრიში", ახლა კი "ილიჩივეცში" თამაშის დროს დამარცხდით. რით არის ეს გუნდი ძლიერი?

- ვიცოდით, რომ "ვორსკლა" ხელწამოსაკრავი მეტოქე არ იქნებოდა. პოლტავური გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში აქტიურად მოქმედებს და მსაჯის სასტვენამდე არ ეშვება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც თამაშის მიწურულს ორი გოლი გაგვიტანა.

პირველ ტაიმში "ილიჩივეცი" საკმაოდ მწვავედ და მრავალფეროვნად თამაშობდა, თუმცა არანაკლები მომენტები მეტოქესაც ჰქონდა.

არ ვიცი, რა მოხდა ბოლო 15 წუთში, მაგრამ ამ თამაშში გადამწყვეტი სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა. შედეგი შესაძლოა იმანაც განაპირობა, რომ მეტოქე კარგად შეთამაშებული გუნდია.

- კიევის "დინამოსთან" მატჩისთვის როგორ ემზადებით?

- განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ვემზადებით მომავალი თამაშისთვის, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩისთვის. სამზადისის ბოლო ორ დღეს ბაზაზე გავატარებთ.

- ამ თამაშისგან მაინც რას მოელით?

- უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებზე უნდა ვიფიქროთ, ისინი ხომ მთელი რეგიონიდან მოდიან. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერთან თამაშში ფარ-ხმალს არ დავყრით.

- მით უმეტეს, თქვენი გუნდის შემადგენლობაში "შახტარიდან" განათხოვრებული ბევრი ფეხბურთელია...

- დიახ, ჩვენი გუნდის მოთამაშეთა ნახევარი "შახტარის" ფეხბურთელია და ეს მომავალ თამაშში დამატებით სტიმულს გვაძლევს - "დინამოსთვის" ქულების ართმევაზე ვართ დაგეშილები.

- პრემიალურებს დაგპირდნენ?

- იმდენი შეგვიძლია, რომ ამ მატჩში ღირსეულად ვითამაშოთ და ამისთვის დამატებითი სტიმული არ გვჭირდება. პირველ რიგში, თამაშზე ვფიქრობთ, ხოლო იქნება თუ არა პრემიალური - ეს მთავარი არაა.

- "შახტარიდან" "ილიჩივეცში" იჯარით გაშვების შემდეგ ისევ დონეცკურ კლუბში დაბრუნდით და გუნდს შეკრებაზე ესპანეთში გაჰყევით. რატომ აღარ დარჩით?

- "ილიჩივეცის" შეკრებაზე ყოფნისას მაცნობეს, რომ მეორე შეკრებას ესპანეთში "შახტართან" ერთად გავივლიდი. მირჩა ლუჩესკუსთან ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი) ურთიერთობა არ მქონია, ხოლო მისმა თანაშემწემ ალექსანდრ სპირიდონმა სამი თვით "ილიჩივეცში" თამაში მირჩია. მე დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ასე აჯობებდა - ჯობს სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ვიდრე თადარიგში ვიჯდე.

- "ილიჩივეცში" მომავალი სეზონის გატარებას გამორიცხავთ?

- "შახტარის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ვარ, რომ მაისში დონეცკურ კლუბში დავბრუნდები. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა როგორ იქნება.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"