მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ჰავბეკზე "სოვეტსკი სპორტის" მკითხველთა რუბრიკაში საინტერესო წერილი გამოქვეყნდა
"სოვეტსკი სპორტში" არის რუბრიკა, სადაც მკითხველი ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. ახლახან ამ რუბრიკაში მოსკოვის "სპარტაკზე" საინტერესო წერილს წავაწყდით.

ერთ-ერთი მკითხველი წერს მისეულ ვერსიას, თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებებს ბოლო წლებში მოსკოვის "სპარტაკი". ავტორი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის უთამაშებლობასაც შეეხო და გუნდის ხელმძღვანელობის შეხედულებები იუმორით განიხილა.

"გუნდის შემადგენლობაში კოვალჩუკის, მაიდანისა და შეშუკოვის მსგავსი საშუალო დონის ფეხბურთელების თამაში ნორმად იქცა. ანაქრონიზმად ჩანს არა მხოლოდ "სპარტაკის", არამედ მთელი თანამედროვე ფეხბურთის სქემა, რაც მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელითა და ორი საყრდენით თამაშს გულისხმობს.

ერთხელ გაბედეს და ორი თავდამსხმელით ითამაშეს. ამიტომაც გაყიდეს გამთამაშებელი ალექსი, რადგან არსებობს "საფრთხე", რომ გუნდი ასე შემდგომშიც მოიგებს.

არის კიდევ ჯანო ანანიძის საკითხი, რომელსაც თითქმის აღარ ათამაშებენ. ეტყობა, ეშინიათ, საგოლე გადაცემა არ გააკეთოსო. ალბათ, მასაც მალე სადღაც გაუშვებენ. სხვათა შორის, გუნდი მშვიდად შეხვდა იმ ფაქტს, რომ დედით რუს ანანიძეს ლეგიონერის სტატუსი მიანიჭეს და უცხოელებზე ლიმიტის გამო სკამზე დასვეს. გაუგებარია, რითია მასზე უკეთესი მახმუტოვი.

დიდი შანსია, ჯანო ფსიქოლოგიურად გატყდეს და ყურები ჩამოყაროს. თქვენ იტყვით, რომ ეს შეთქმულების თეორიაა? მაგრამ ფაქტია. გაიხსენეთ ვიღაცის გაუგებარი გადაწყვეტილება, როდესაც 2007 წელს "სატურნთან" გადამწყვეტ მატჩში სათადარიგოებში დასვეს ტორბინსკი. შედეგად მივიღეთ 0:0 და ჩემპიონი სხვა კლუბი გახდა. რა თქმა უნდა, შემდეგ ტორბინსკი წავიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა