ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტურის წინ: მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ დაგეშილია

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტურის წინ: მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ დაგეშილია

მიუნხენელები ბოლო დროს მაგრად ერთობიან, რა იქნება ჰანოვერში?

ამ კვირაში გერმანიის თასის ფინალისტები გამოვლინდნენ: 12 მაისს ბერლინში ერთმანეთის წინააღმდეგ დღეისთვის საუკეთესო გერმანული კლუბები, დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" წარსდგებიან.

მანამდე კი ორივე გრანდი ბუნდესლიგაზე იქნება კონცენტრირებული: "დორტმუნდსაც" და "ბაიერნსაც" დუბლის შესრულების შანსი აქვს - რეკორდმაისტერი სულაც ჰეთ-თრიკზე ოცნებობს. მიუნხენელები სატურნირო ცხრილში დორტმუნდელებს ხუთი ქულით ჩამორჩებიან და დღეს, "ჰანოვერთან" საშინაო მატჩში გამარჯვება და ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირება სურთ.

"ბორუსია" კი 25 მარტს თამაშობს (კიოლნში) და თუ "ბაიერნმა" "ჰანოვერი" დაამარცხა, ცხადია, რომ იურგენ კლოპის გუნდი წნეხის ქვეშ მოექცევა.

24 მარტს საინტერესო მატჩებია მიონხენგლადბახსა (ჰოფენჰაიმი ჩადის) და გელზენკირხენშიც ("შალკე" "ლევერკუზენს" მასპინძლობს).

ბაიერნი ჰანოვერსაც გადაურბენს?

"ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და ლოგიკურად "ჰანოვერსაც" შავი დღე უნდა დაადგეს. ბოლო ორ ტურში მიუნხენელებმა "ჰოფენჰაიმს" (7:1) და "ჰერტას" (6:0) იოლად გადაურბინეს. მართალია, "ჰანოვერი" ამ ორივე გუნდზე ძლიერია, მაგრამ ბავარიელებს "წითლების" დამარცხება მინიმუმ არ უნდა გაუჭირდეთ. თანაც, "ჰანოვერი" სტუმრად ცუდად თამაშობს ხოლმე - მირკო სლომკას გუნდს მიმდინარე სეზონის 13 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნმა" გერმანიის თასის ნახევარფინალში "გლადბახთან" 120-წუთიანი მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ფინალში პენალტების სერიით (4:2) გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდები გადაღლილები არიან. თანაც, ოთხშაბათს "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელის მარსელში.

თუმცა ამ მხრივ იდენტურ მდგომარეობაშია "ჰანოვერიც": სლომკას ბიჭები ხუთშაბათს მადრიდში ჩადიან, სადაც ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელით "ატლეტიკოსთან". აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ პირველ წრეში "ჰანოვერმა" "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა.

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" წინა ტურში ჩემპიონთა ლიგისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, დაამარცხა რა უშუალო კონკურენტი "ლევერკუზენი" 2:1. ამასთან, "გლადბახს" საკუთარ "ბორუსია პარკზე" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგია.

შუა კვირაში ლუსიენ ფავრის ბიჭები გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნთან" დამარცხდნენ და 24 მარტს "ჰოფენჰაიმთან" ექნებათ საქმე. ამ უკანასკნელს წაგების უფლება არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში მარკუს ბაბელის გუნდი გასავარდნ ზონას მიუახლოვდება.

ბალაკოვის დებიუტი უშუალო კონკურენტთან

გადარჩენისთვის ბრძოლის თვალსაზრისით უმძაფრესი დუელი გაიმართება ბრაისგაუში, სადაც "ფრაიბურგი" ბოლოადგილოსან "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლებს.

თუკი "ფრაიმ" წინა ტურში ჰამბურგში მოიგო (3:1) და გასავარდნი ზონიდან სარელეგაციო მე-16 ადგილზე აინაცვლა, "კაიზერსლაუტერნში" "შალკესთან" განადგურების (1:4) შემდეგ, სერიოზული ცვლილება მოხდა: პფალცური კლუბის ბოსებმა მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ბულგარელი სპეციალისტი კრასიმირ ბალაკოვი დანიშნეს.

სწორედ ამიტომ, "ლაუტერნის" ფანებს იმედი აქვთ, რომ ბალაკოვის სადებიუტო მატჩში 1. FCK 16-მატჩიან მოუგებელ სერიას შეწყვეტს. საინტერესო ის არის, რომ ამ სეზონში "კაიზერსლაუტერნმა" ბოლო გამარჯვება სწორედ "ფრაიბურგთან" (პირველ წრეში, 1:0) იზეიმა.

"ვერდერს" არასახარბიელო დროება უდგას. დორტმუნდში განცდილი მარცხის შემდეგ ბრემენელები კონკურენტების სუნთქვას გრძნობენ - "ჰანოვერი" და "შტუტგარტი" "მუსიკოსებს" ძალიან მიუახლოვდნენ და ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაწნეხეს. ამასთან, თომას შააფის გუნდს სერიოზულ საკადრო პრობლემებთან უწევს გამკლავება.

ასეთ დროს, "ვერდერისთვის" ერთი შეხედვით მისწრებაა "აუგსბურგისთვის" მასპინძლობა, რადგან ბუნდესლიგის დებიუტანტს სტუმრად "ვოლფსბურგთან" ერთად ყველაზე ცოტა, მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული. თუმცა ბრემენელებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ "აუგსბურგი" გადარჩენისთვის იბრძვის და ბოლო დროს ძალიან კარგად გამოიყურება - იოს ლუჰუკაის ბიჭებს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და "მაინცთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ.

ჰერტას მაინცთან კობიაშვილი უბრუნდება

თავის მხრივ, "აუგსბურგთან" წაგების შემდეგ გამარჯვებას გეგმავს "მაინციც" და კარნავალელთა მეტოქე ამჯერად ბერლინის "ჰერტაა". მოგების შემთხვევაში მაინცელები შვებით ამოისუნთქავენ. ბერლინელებისთვის კი ახლა ყველა მატჩს ფინალის სტატუსი აქვს, რადგან "ჰერტა" ბოლოსწინა ადგილზეა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მატჩი ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა (თომას ტუხელი 38 წლისაა) და ყველაზე ხნიერი (ოტო რეჰაგელი 73) მწვრთენელების დაპირისპირებაა. დედაქალაქელთა ქართველმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება.

ლევერკუზენის უკანასკნელი შანსი ჩემპიონთა ლიგისთვის

ტურის ცენტრალური მატჩი დღეს საღამოს, გელზენკირხენში გაიმართება, სადაც მეოთხეადგილოსანი "შალკე" მეხუთეადგილოსან "ლევერკუზენს" მიიღებს. რაკი "ბაიერი" გელზენკირხენულ კლუბს ათი ქულით ჩამორჩება, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს მატჩი "ფარმაცევტებისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უკანასკნელი შანსია.

მეტიც: "შალკე" სულაც მესამე ადგილს უმიზნებს, რაც ლევან ყენიას გუნდისთვის პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტია იქნებოდა, "ლევერკუზენს" კი თავისი მეხუთე ადგილიც დასაცავი აქვს.

ასე რომ, რობინ დუტის ბიჭებს სიფრთხილე მართებთ - ემანდ, ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებისას ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ.

ლიდერი კიოლნში ჩადის

25 მარტს პირველი მატჩი ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი "შტუტგარტისა" და ამ ეტაპზე უმოტივაციო "ნიურნბერგის" დაპირისპირებაა. შვაბები ამ შეხვედრაში მთავარ გოლეადორ ვედად იბიშევიჩს მოისაკლისებენ, "ნიურნბერგში" კი დაცვის ბურჯ ფილიპ ვოლშაიდის თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

საღამოს კი ბუნდესლიგის ლიდერს ვნახავთ: დორტმუნდის "ბორუსია" კიოლნში ჩადის. აღსანიშნავია, რომ შუა კვირაში, გერმანიის თასზე "ბორუსიამაც" 120-წუთიანი დამღლელი ბრძოლა გადაიტანა და მეორე ბუნდესლიგის ლიდერი "ფიურტი" სწორედ 120-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ BVB-ს გასვლით მატჩებში ყველაზე მეტი, 25 ქულა აქვს მოპოვებული და სტუმრად ყველაზე ცოტა, მხოლოდ ორი მატჩი წააგო.

"კიოლნს" ამ თამაშის წაგება გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დახევს - "თხები" სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "ფრაიბურგს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ. ამასთან, "დორტმუნდი" "კიოლნისთვის" ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქეა: პირველ წრეში "ბორუსიამ" სტალე სოლბაკენის გუნდი 5:0 გაანადგურა და საერთოდ, კიოლნელებს დორტმუნდელებთან ათი თამაშია, არ მოუგიათ (1 ფრე, 9 მარცხი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური

23 მარტი

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 2:1

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (46), 1:1 ბერგი (47), 2:1 შაფერი (75)

24 მარტი

ბაიერნი-ჰანოვერი 18:30

პირველ წრეში: 1:2

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი, შვაინშტაიგერი - ანდრეასენი

ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი 18:30

პირველ წრეში: 0:1

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბართი, ჰიონი, ფლუმი, პუცილა, ს. ბრანდშტეტერი - შიმუნეკი, იორგენსენი, კუემაა, ვაგნერი

ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 18:30

პირველ წრეში: 0:1

დისკვალიფიკაცია: ნორდტვეიტი (ბორუსია /მ/)

ტრავმა: იაისლე (ჰოფენჰაიმი)

ვერდერი-აუგსბურგი 18:30

პირველ წრეში: 1:1

დისკვალიფიკაცია: პისარო (ვერდერი)

ტრავმა: ვიზე, ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ჰანტი, არნაუტოვიჩი - დე იონგი, ბა, გოგია

მაინცი-ჰერტა 18:30

პირველ წრეში: 0:0

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე - ფრანცი, მიატოვიჩი, ლუსტენბერგერი, რონი

შალკე-ლევერკუზენი 21:30

პირველ წრეში: 1:0

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფერმანი, უნერშტალი, ჰიოვედესი, მეტცელდერი - ადლერი, ჩორლუკა, ბალაკი, ლ. ბენდერი, სემი

25 მარტი

შტუტგარტი-ნიურნბერგი 18:30

პირველ წრეში: 2:2

დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი (შტუტგარტი)

ტრავმა: ბულარუზი, აუდელი, ოკაზაკი (ყველა შტუტგარტი)

კიოლნი-ბორუსია (დ) 20:30

პირველ წრეში: 0:5

დისკვალიფიკაცია: იაიალო (კიოლნი)

ტრავმა: ბუხტმანი, ჩიჰი, უთი - კოხი, გიოტცე

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 26 18 5 3 53:16 59

2. ბაიერნი 26 17 3 6 64:17 54

3. ბორუსია (მ) 26 15 6 5 39:16 51

4. შალკე 26 16 2 8 58:34 50

5. ლევერკუზენი 26 11 7 8 39:34 40

6. ვერდერი 26 11 6 9 40:39 39

7. ჰანოვერი 26 9 11 6 34:36 38

8. ვოლფსბურგი 27 11 4 12 36:48 37

9. შტუტგარტი 26 10 6 10 43:34 36

10. ნიურნბერგი 26 9 4 13 25:37 31

11. მაინცი 26 7 9 10 38:41 30

12. ჰოფენჰაიმი 26 7 9 10 29:37 30

13. კიოლნი 26 8 4 14 33:50 28

14. ჰამბურგი 26 6 9 12 31:50 27

15. აუგსბურგი 26 5 11 10 27:40 26

16. ფრაიბურგი 26 6 7 13 33:53 25

17. ჰერტა 26 5 8 13 26:47 23

18. კაიზერსლაუტერნი 26 3 11 12 17:36 20

ბომბარდირები

22 - გომესი (ბაიერნი); 20 - ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 12 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს

პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა