ამას სიკვდილი, იმას შეწყალება - სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის "რეალს" განაჩენი გამოუტანა
ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნდა - მთავარ კითხვას, ვინ გახდება ჩემპიონი, ერთმნიშვნელოვნად ვეღარ პასუხობენ - "რეალი" 6 ქულით წინ არის, მაგრამ ჩემპიონის სასარგებლოდ "კამპ ნოუზე" გასამართავი კლასიკო (აპრილში) და "ბარსას" შედარებით იოლი კალენდარი მეტყველებს.

თუმცა ხოსეპ გვარდიოლა მაინც მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აუტსაიდერია: "რა თქმა უნდა, 6 ქულა 10 ქულა არ არის, თუმცა "რეალის" უპირატესობა მაინც შესამჩნევია. მართალია, მათ ზედიზედ ორი ფრე ითამაშეს, მაგრამ ასე ხომ არ გააგრძელებენ?

როგორც წესი, "რეალი" ლა ლიგაში იგებს ხოლმე მატჩებს. ამიტომაც ვთქვი ადრე, რომ ჩემპიონატი წაგებული იყო".

სხვათა შორის, გვარდიოლამ თავი აირიდა "ვილიარეალისა" და "რეალის" მატჩის მსაჯობის შეფასებისგან - "რეალის" ბევრი მატჩი ვნახე, მაგრამ ეს არა, მხოლოდ ანგარიში შევიტყვეო.

ამას სიკვდილი, იმას შეწყალება

ამასობაში გაიმართა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც "რეალის" ფეხბურთელებს და მწვრთნელებს სასჯელი განუსაზღვრეს, ზოგს დაუმძიმეს, ზოგიც შეიწყალეს. სერხიო რამოსს წითელი ბარათი გაუუქმდა და მას დღეს "რეალ სოსიედადთან" თამაშის უფლება მიეცა. სამაგიეროდ, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს პეპე და ჟოზე მოურინიოს ასისტენტი რუი ფარია. თავად მოურინიოს, ისევე, როგორც მესუთ იოზილს - ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

"რეალ სოსიედადთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლასანა დიარაც გამოტოვებს, მას 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

სავარაუდოდ, ფაბიო კოენტრაოსაც მიეცემა თამაშის საშუალება, რომელიც "რეალის" ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ვიხილეთ "ვილიარეალთან" მატჩში. ესპანური მედია კი ამტკიცებდა, რომ ის მოურინიომ დაბადების დღის აღნიშვნისას დისციპლინის დარღვევისთვის ("მარკამ" ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოენტრაო სიგარეტს ეწევა) დასაჯა.

ბასკებს არ ეყოლებათ გორკა ელუსტონდო, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ყვითლები დაუგროვდა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ ვიხილავთ დანი ესტრადას. კარლოს მარტინესი და მარკელ ბერგარა ტრავმირებულები არიან. ბასკებს ძალიან გაუჭირდებათ სტუმრად 4-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა.

დიდი ხვრელი დაცვაში

"ბარსელონა" ბალეარის კუნძულებზე მიდის, დღეს "ბლაუგრანა" "მალიორკას" გამოცდის. მასპინძლებს დისკვალიფიკაციამოხდილი ტრიო უბრუნდება: ივან რამისი, მიშელ პერეირა, ჩორი კასტრო. სამივე "მალიორკას" ლიდერია. ახლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელია დისკვალიფიცირებული - პედრო ბიგასი.

"ბარსელონამ" 1-2 კვირით ადრიანო დაკარგა, რის გამოც გუნდს დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული საკადრო პრობლემა შეექმნა. დაცვაში მართლაც რთულად აქვს საქმე პეპს - დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ თამაშს. ჯანმრთელი განაპირა მცველი ჩემპიონს უბრალოდ არ ჰყავს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტური

24 მარტი

მალიორკა-ბარსელონა 21:00

დისკვალიფიკაცია: ბიგასი - დანი ალვეში, მასკერანო

ტრავმა: ოგუნჯიმი, ტეხერა - ვილია, ფონტასი, აბიდალი, აფელაი, ადრიანო

რეალი-სოსიედადი 23:00

დისკვალიფიკაცია: იოზილი, პეპე - ესტრადა, ელუსტონდო

ტრავმა: კარვალიო, დი მარია, ალბიოლი - მარტინესი, ბერგარა

ხეტაფე-ვალენსია 01:00

დისკვალიფიკაცია: კოსტა (ვალ)

ტრავმა: პედრო ლეონი, ლოპო, უსტარი, ბარადა, ლოპესი - ბანეგა, კანალესი, ალკასერი, კოშტა, მიგელი

25 მარტი

სარაგოსა-ატლეტიკო 14:00

დისკვალიფიკაცია: რუბენ მიკაელი, პოშტიგა (სარ)

ტრავმა: და სილვა, ლაკრუსი - ტიაგო, სილვიო, ლოპესი, დიეგო

ესპანიოლი-მალაგა 18:00

დისკვალიფიკაცია: ვერდიუ (ესპ)

ტრავმა: ალვარესი, მატიონი, სანჩესი, ს. გარსია - ბაპტიშტა, როსარიო, ხუანმი, ტულალანი

ლევანტე-ოსასუნა 18:00

დისკვალიფიკაცია: ვალდო (ლევ)

ტრავმა: ხუანლუ - სოლა, ლოლო, იბრაჰიმა, მასუდი, სერხიო

ბილბაო-სპორტინგი 20:00

დისკვალიფიკაცია: ირაოლა (ბილბ)

ტრავმა: ოსიო, მარტინესი, ლორენტე, კასტილიო, გურპეგი - სუარესი, გრეგორი

ბეტისი-რასინგი 21:45

დისკვალიფიკაცია: ფრანსისი, გულონი (რას)

ტრავმა: უსტარიცი, მარიო, სერხიო - აკოსტა, ტონიო

ვალეკანო-ვილიარეალი 21:45

დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)

ტრავმა: მიჩელი, ლაბაკა - კატალა, ვალერო, როსი

26 მარტი

გრანადა-სევილია 23:00

ტრავმა: რობერტო, დიახატე, რომერო, რიკო, იებდა - სპაჰიჩი

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 28 23 3 2 90-25 72

2. ბარსელონა 28 20 6 2 82-22 66

3. ვალენსია 28 13 8 7 44-33 47

4. ლევანტე 28 13 5 10 41-38 44

5. მალაგა 28 13 5 10 42-40 44

6. ესპანიოლი 28 11 7 10 36-37 40

7. ოსასუნა 28 9 13 6 32-41 40

8. ატლეტიკო 28 10 9 9 39-34 39

9. ბილბაო 28 9 10 9 43-39 37

10. ვალეკანო 28 11 4 13 42-47 37

11. მალიორკა 28 9 9 10 31-35 36

12. სევილია 28 9 9 10 30-31 36

13. ხეტაფე 28 9 9 10 28-35 36

14. სოსიედადი 28 9 6 13 31-40 33

15. ბეტისი 28 9 4 15 32-42 31

16. გრანადა 28 9 4 15 27-43 31

17. ვილიარეალი 28 6 10 12 28-42 28

18. რასინგი 28 4 12 12 22-43 24

19. სპორტინგი 28 6 6 16 27-53 24

20. სარაგოსა 28 5 7 16 24-51 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

michael
ავტ აშკად ბასას ფან
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს