მაიამის ქალთა ტურნირზე წარმატებული სტარტი ჰქონდა სერენა უილიამსს, რომელმაც შუაი ჟენგი დაამარცხა
მაიამიში ქალთა ტურნირზე განთესილები ჩაებნენ ბრძოლაში. ერთ-ერთმა პირველმა მესამე წრეში თამაშის უფლება ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა მოიპოვა, რომელმაც ახალგაზრდა რუსის ვალერია სავინიხის წინააღმდეგობა დაძლია.

ეს უკანასკნელი მხოლოდ პირველ პარტიაში ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს და ერთადერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზებაც შეძლო, მაგრამ ავსტრალიელმა ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა. მეორე სეტში რუსის თამაში მთლიანად მოიშალა. მან საკუთარ მოწოდებაზე ხუთი ქულა აიღო, მიღებაზე - ექვსი.

ზუსტად იგივე შედეგი დაფიქსირდა კაროლინ ვოზნიაცკისა და ბარბორა ზახვალოვას მატჩში. პირველ სეტში ჩეხი აქტიურად მოქმედებდა და ორი ბრეიკის გაკეთება მოასწრო, მაგრამ ვოზნიაცკის ანგარიშზე მეტოქის სამი მოწოდება მოდის. მეორე პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა - დანიელმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ორი გათამაშება დათმო და თავის გეიმებში შანსი არ მისცა მოწინააღმდეგეს.

ასევე წარმატებული სტარტი ჰქონდა მაიამიში სერენა უილიამსს - მან შუაი ჟენგი დაამარცხა. რეიტინგში ამ ჩოგბურთელებს შორის 160 საფეხურია. ჟენგმა პირველ სეტში ერთი თავისი და ერთიც მეტოქის მოწოდება აიღო. მეორე სეტში ამერიკელმა საკუთარი მოწოდება შეინარჩუნა, თავად კი ერთი ბრეიკი გააკეთა და გამარჯვება გაიფორმა.

განუთესავმა ვარსკვლავმა კიმ კლაისტერსმა ტურნირის მე-14 ნომერი იულია გორგესი შეაჩერა. კიმი პირველად გამოჩნდა კორტზე ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სადაც მან ნახევარფინალი წააგო ვიქტორია აზარენკასთან.

ბელგიელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო ეს შეხვედრა - ბრწყინვალედ მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე და გერმანელს მხოლოდ სამი ქულა აჩუქა. გარდა ამისა, ორი ბრეიკის გაკეთებაც შეძლო. თუმცა მეორე სეტში გორგესმა დაუბრუნა შეხვედრას ინტრიგა. მან უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში, განსაკუთრებით მიღებაზე. შედეგად, იულიამ 14 (!) ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ ოთხი გამოიყენა. კლაისტერსი არ აპირებდა პოზიციების დათმობა და ბოლო მომენტში აიცილა თავიდან ტაი-ბრეიკი და შესაძლო მესამე სეტი.

ბრძოლით გავიდა შემდეგ რაუნდში მარია შარაპოვა. მას სამი სეტი და თითქმის ორსაათნახევარი დასჭირდა შაარ პეერის დასამარცხებლად. რუსმა კარიერაში მეექვსედ მოუგო ისრაელის წარმომადგენელს. პირველ სეტში პეერი მიღებაზე შესანიშნავი თამაშით გაიჭრა წინ, მაგრამ შარაპოვამ მეორე პარტიაში შეძლო რეაბილიტირება. მან გაასწორა მოწოდების სიზუსტე, ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მიღებაზე ერთი გეიმი აიღო.

გადამწყვეტ სეტში რუსი აგრძელებდა სიტუაციაზე კონტროლს. პეერს ჰქონდა თამაშის სურათის შეცვლის მცდელობა, მაგრამ მისი სუსტი წერტილი აღმოჩნდა მეორე მოწოდება, რომლითაც მან 11-დან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. ასე რომ, შარაპოვამ გართულებების გარეშე მოამთავრა საქმე და მესამე რაუნდში გადავიდა.

ბრწყინვალედ გამოიყურება გერმანული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი მონა ბარტელი. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა 6:0, 6:3 გაანადგურა ელენა იანკოვიჩი. ერთ დროს მრისხანე სერბს ასეთი ანგარიშით 2010 წლის შემდეგ არ წაეგო მატჩი.

კაცები

I წრე

იგორ კუნიცინი (რუს)-ჯესი ლევინე (აშშ) 7:6, 7:6; ადრიან რამოსი (ესპ)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:3, 6:1; რაიან ჰარისონი (აშშ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:7, 6:4, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:3, 6:7, 7:6; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:1, 6:4; სედრიკ-მარსელ შტებე (გერ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:3, 7:5; სერგეი ბუბკა (უკრ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:4, 6:4; სემ კუერი (აშშ)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:1, 5:7, 7:5; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:7, 3:6; ბიორნ ფაუ (გერ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:2; ფრანკ დანჩევიჩი (კან)-ჟერემი შარდი (საფ) 7:5, 7:6; დავიდ გოფენი (ბელ)-დონალდ იანგი (აშშ) 7:5, 6:4; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:3; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 5:7, 6:3, 6:2; ალექს ბოგომოლოვი (რუს)-ჟილ მიულერი (ლუქ) 7:5, 4:6, 6:7; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ)-რაჯივ რამი (აშშ) 6:4, 7:6.

ქალები

II წრე

რობერტა ვინჩი (იტა, 21)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:5, 6:1; კიმ კლაისტერსი (ბელ)-იულია გორგესი (გერ, 14) 6:2, 7:5; საბინ ლისიცკი (გერ, 12)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:3, 6:2; მონა ბარტელი (გერ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 13) 6:0, 6:3; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ანაბელ მედინა გარიგესი )ესპ, 25) 1:6, 6:4, 6:0; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:3, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 17)-სტეფანი ფორეცი (საფ) 6:1, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 10)-შუაი ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:3; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26) 1:6, 7:6, 7:6; შაარ პეერი (ისრ)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:4, 3:6, 3:6; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 19) 6:1, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ვალერია სავინიხი (რუს) 6:4, 6:0; ნა ლი (ჩინ, 8)-მელინდა ჩინკი (უნგ) 7:5, 6:2; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 29)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 0:6, 7:5, 6:1; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 4:6, 0:6; სარა ერანი (იტა, 30)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:3, 2:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა