საქართველოს XXIII ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტურის წინათქმა
ეს ჩემპიონატი თავის "უცნაურობებით" კიდევ დიდხანს გვემახსოვრება: გათამაშების უჩვეულო სისტემამ ხომ ყველას თავგზა აუბნია, ამას არანაკლებ უჩვეულო უამინდობაც დაემატა და უკვე ის გვიკვირს, ესა თუ ის ტური... სრულად რომ ჩატარდება ხოლმე!

იმედი დავიტოვოთ, რომ პლეი ოფსა თუ პლეი აუტში ჩასატარებელ ამ ტურის რვავე შეხვედრას არც გადადება დაემუქრება და ეს რვავე მატჩიც სპორტული პრინციპების სრული დაცვით ჩაივლის.

ჰო, სპორტული თუ პატიოსანი თამაშის პრინციპები შემთხვევით ნამდვილად არ გვიხსენებია: თურქეთში სულ ახლახან დასრულებულ უეფას კონგრესზე ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ "ხმამაღლა" და "ყველას გასაგონად" განაცხადა: ჩაწყობილ თამაშებს დაუნდობელ ბრძოლას გამოვუცხადებთ და ბინძურ გარიგებებში მონაწილეებსაც საკადრისად დავსჯითო.

საბედნიეროდ, უეფას პრეზიდენტს კონკრეტული მინიშნება არ გაუკეთებია და, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, "საეჭვო ქვეყნების სიაში" საქართველოც არ უხსენებია. ანდა, რატომ ან ვინ უნდა დაეჭვებულიყო? პლატინი რამდენჯერმე არის საქართველოში ნამყოფი და აქედან მუდამ ემოციებით აღსავსე მიდიოდა: ჩვენი კეთილმოწყობილი (ვერანაირი უამინდობა პრობლემას რომ ვერ უქმნის) სტადიონებითაც, ალბათ, აღფრთოვანებული რჩებოდა და რამდენჯერმე გახსნილი (თანაც, ყოველთვის - საზეიმო ვითარებაში) სანაკრებო ბაზ(ებ)ითაც. ერთადერთი, რაზეც პლატინი სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ვერ ფლობდა, საქართველოს ჩემპიონატი იყო: თავისი დაძაბულობით, ინტრიგითა და, რაღა თქმა უნდა, "პატიოსანი თამაშის პრინციპების" სრული დაცვით!

ისე, უეფას პრეზიდენტი არც არის ვალდებული, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა ქვეყნის ჩემპიონატს თვალი მიადევნოს ან კიდევ, სად როგორი რეგლამენტით ატარებენ პირველობას, ამით იყოს დიდად დაინტერესებული. თუმცა, ვინმეს "ქართული მოდელი" რომ შეეთავაზებინა, შესაძლოა, დაფიქრებულიყო კიდეც უეფას პატივცემული პრეზიდენტი და "რვიანებად" დაყოფის პრინციპი, არ არის გამორიცხული, საერთოდ, ევროპულ კონტინენტზეც ყველასათვის სავალდებულო გამხდარიყო!

მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს საკმაოდ გავლენიანი და უნარიანი ფუნქციონერი მიშელ პლატინი თავის დროზე არანაკლებ ჩინებული ფეხბურთელიც გახლდათ. ანუ, ვეჭვობთ, რომ "ნანსის", "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს ძალიან მოსწონებოდა ჩემპიონატებში ქულების... ქართულად დათვლა!

ისე, წარმოგვიდგენია უეფას პრეზიდენტის სახე, როცა ასეთ ინფორმაციას შეიტყობდა: საქართველოს ჩემპიონატი არის მართლაც განსაკუთრებული, გამორჩეული და დამაინტრიგებელზე-დამაინტრიგებელი გათამაშება, რადგანაც მხოლოდ აქ შეიძლება მოხდეს უნიკალური აღმოჩენები; აი, მაგალითად, "ზესტაფონი" პირველი ეტაპის შემდეგ რუსთავის "მეტალურს" 21 ქულით უსწრებდა, მაგრამ დაიწყო მეორე ეტაპი და ეს სხვაობა ამჟამად ორ ქულას შეადგენს! არადა, "ზესტაფონმა" ორი მატჩი ჩაატარა და 3 ქულა მოიპოვა, "მეტალურგმა" კი ერთით მეტ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის აღება შეძლო.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დაიბნეოდა, ალბათ, უეფას პატივცემული პრეზიდენტი, როცა შეიტყობდა, რომ საქართველოში კარგი ღვინისა ("ევროპულიც" და "ტანინიანიც") და არანაკლებ ჩინებული თამადობის ინსტიტუტის გარდა, გამორჩეულად განსაკუთრებული საფეხბურთო ჩემპიონატიც მიმდინარეობდა თავის "ჩვეულებრივი" თუ "ვირტუალური" ცხრილებით!

ისე, ვინ იცის, იქნებ "ქართული მოდელი" არამხოლოდ სხვა ქვეყნებში, არამედევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თუ ფინალურ ტურნირებზეც "გადაიტანოს". ოღონდ, ამ ზაფხულს უკრაინა-პოლონეთში ჩასატარებელ ევროპირველობაზე ნამდვილად ვერაფრით მოესწრება; სამაგიეროდ, ხომ არის იმის შანსი, რომ უკვე მომდევნო გათამაშებაში სწორედ "ქართული მოდელით" იხელმძღვანელონ, - თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ევრო-2016-ის ფინალურმა ტურნირმა პლატინის სამშობლომ, საფრანგეთმა უნდა უმასპინძლოს. თუმცა, ჩვენი აზრით, ბევრად უფრო უპრიანი იქნება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თუ ფინალური ტურნირების "ქართული მოდელით" ჩატარება - მით უფრო, იმის შანსიც ხომ არის, ამ მნიშვნელოვან საფეხბურთო ფორუმს ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად საქართველომაც უმასპინძლოს!..

P.S. აზერბაიჯანელებთან თანამასპინძლობაზე რა პრეტენზია უნდა გვქონდეს, მაგრამ შორს არ არის ის დღე, როცა დამოუკიდებლად შევძლებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობასაც და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ფინალებს რომ ვუმასპინძლოთ. ოღონდ, არავინ თქვას, ამისათვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა არა გვაქვსო - პირიქით, რადენიც გნებავთ, იმდენია, უბრალოდ... ამ ყველაფერს ხომ დანახვა უნდა!

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური.

პლეი ოფი

25.03. ფოთი. ფაზისი. 15:00

კოლხეთი-დილა

25.03. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 15:00

ბაია-მერანი

25.03. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 15:00

ზესტაფონი-მეტალურგი

25.03. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

ტორპედო-დინამო

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 16 10 4 2 29-13 34

2.მეტალურგი 17 10 2 5 25-19 32

3.დინამო 16 7 4 5 30-23 25

4.ტორპედო 15 7 3 5 17-13 24

5.ბაია 16 4 5 7 12-20 17

6.დილა 16 4 4 8 17-19 16

7.კოლხეთი 16 3 6 7 9-20 15

8.მერანი 16 4 2 10 14-26 14

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 13

ჩისკო (დინამო) 12

ტატანაშვილი (მეტალურგი) 10

პლეი აუტი

24.03. ოზურგეთი. მეგობრობა. 15:00

გურია-ჩიხურა

25.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00

ვიტ ჯორჯია-სიონი

25.03. ოზურგეთი. მეგობრობა. 15:00

მერცხალი-დინამო (ბთ)

25.03. თბილისი. ბენდელა 15:00

სპარტაკი-გაგრა

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ვიტ ჯორჯია 3 2 1 0 3-0 7

2.გაგრა 3 1 2 0 4-2 5

3.გურია 3 1 2 0 7-6 5

4.სპარტაკი 3 1 1 1 3-3 4

5.სიონი 2 1 0 1 5-4 3

6.ჩიხურა 2 0 1 1 1-3 1

7.დინამო (ბთ) 2 0 1 1 0-2 1

8.მერცხალი 2 0 0 2 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
ეს პლატინი გაყიდულ და ჩაწყობილ თამაშებს ებრძვის და გვაბოლებს თუ რაა როდესაც ხმამაღლა აცხადებს და თურქეთს ვუჭერ მხარსო,ხომ ფაქტია თურქის ბუნებიდან გამომდინარე რომ პლატინი გამაზულია
dudu
ეგრე, რა! კაია! მიაწექით ბოლომდე! თქვით, დაწერეთ, ამხილეთ, დასცინეთ და ყველამ ერთად გავაგებინოთ ამ ძალით მენეჯერებს, რო პროფანები და უნამუსოები არიან და სანამ ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ სუნთქვს, იქნებ დაახვიონ ბოლო-ბოლო და გადარჩეს ეს საცოდავი ფეხბურთი.
gfhfgjh
არა ნამდვილად ჯობია ესეთი სისტემა, და ევროპულ წამყვან ჩემპიონატებშიც რომ იყოს კარგი იქნებოდა, მეტი კარგი თამაში და ჩემპიონი გაირკვეოდა მილანი, ინტერი ,იუვეს შეხვედრებში და არა იმაში ვინ უფრო აწვალებდა სიენას და ნოვარაას
beqnu
ვაა, როგორ მოხდა რომ ოპზიციური სტატია დაწერეთ! მე მომეწონა, იმიტომ რომ ფეხბურთს ანგრევენ მისი მმართველები გიგა ბოკერიას მეთაურობით! ნუ ხართ მონები ეს ჟურნალისტები და წერეთ ს ი მ ა რ თ ლე! და ნურავისტებ იქნებით. თორე ჩვენ ყველფერს ვხედავთ, თქვენი სახელბიც ვიცით, და თქვენ შVილებს ყოველთვის გავახსენებთ მონების შვილები რომმ არიან.
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს