ქართველები ვერ ითამაშებენ იტალიელებივით ან გერმანელებივით, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია...
ჩემპიონობის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე მისი შენარჩუნება - ეს ფეხბურთის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც ხანდახან აქსიომადაც იქცევა ხოლმე. "ზესტაფონის" ამოცანაც ასეთია - ჩემპიონობა უნდა შეინარჩუნოს და ვფიქრობ, ამისთვის კარგადაც მუშაობს.

"ზესტაფონი" თბილისში ესტუმრა "დინამოს" და ისეთ ფრეს მიაღწია, ხელს რომ აძლევდა. ამ დროისთვის "ზესტაფონს" "დინამოსთან" ის უპირატესობა აქვს, რომ ახლახან შექმნილი გუნდი არ არის, ჩამოყალიბებული ორგანიზმია და მისი დანგრევა ქართული გუნდებისთვის თითქმის შეუძლებელია.

"ზესტაფონს" ის უპირატესობაც აქვს, რომ ერთ მუშტად შეკრული კლუბია, სეზონის განმავლობაში არ ცვლის გეზს და განვითარების პოლიტიკა ადრევე შეიმუშავა.

"დინამოში" კი ასე არ იყო და ყველაფერიც წინ დაუხვდა. აკი თქვა კიდეც მატჩის შემდეგ დინამოელთა დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვსო.

"დინამომ" ძვირიანი ფეხბურთელები აიყვანა სეზონის წინ და საშუასეზონო პერიოდშიც, ფეხბურთელი მთავარია, მაგრამ კლუბისთვის და გუნდისთვის ყველაფერს არ ნიშნავს. ფეხბურთში არ არსებობს მალე საკეთებელი საქმე. მოიყვანე ფეხბურთელები და მოიგე - ყოველთვის ასე არ ხდება.

დევდარიანს რთულ დროს მოუწია "დინამოს" მწვრთნელობა, რადგან კლუბი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია - ჯერ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს განვითარების პოლიტიკა, "დინამოში" თითქოს გარდამავალი პერიოდია.

"ზესტაფონთან" "დინამოს" სათადარიგოებში ხუთი ლეგიონერი რომ ჰყავდა, ამაზე ადრეც ვწერდით და ეს არ უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტი. "დინამოს" პრობლემა მხოლოდ ალექს გარსია ვერ იქნებოდა, "დინამოში" ალბათ გაურკვევლობა იყო.

თუ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება, "დინამოსაც" კარგი პირი უჩანს, კარგი "დინამო" კი კარგი მეტრი იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ "დინამო" მაინც "დინამოა".

"ზესტაფონი" კი ნაბიჯით წინ არის. კლუბს ყველა დონეზე მოგვარებული აქვს საქმე - ასე ჩანს გარედან და ალბათ, ასეც არის. ფეროელთა პრეზიდენტი ილია კოკაია მართლაც ჭკვიანი კაცი გამოდგა. იოლად გასატანი დროება ახლა ნამდვილად არ არის და კოკაიამაც საქმეს თავი კარგად გაართვა.

რასაც ახლა ვწერ, ოდენ სუბიექტური აზრია და თუ საკამათოა, არგუმენტი და ფაქტიც გამოჩნდება. მთავარი კი სწორედ ის უნდა იყოს, რომ "ზესტაფონმა" იცის, როგორ იმუშაოს.

გიორგი ჭიაბრიშვილიც საინტერესო მწვრთნელი ჩანს. საყრდენი ზურაბ მენთეშაშვილი თავდამსხმელ რატი წინამძღრიშვილით რომ შეცვალა, სხვა არფერი იყო, თუ არა ავანტიურა. ADVENTURE STYLE - ამ ყველაფერს ასე ეძახიან ინგლისურად და თუ ზუსტად ვერ მოვთარგმნე, არც ეს უნდა იყოს დიდი დანაშაული. მთავარი აქ მწვრთნელის გაბედული, რისკიანი გადაწყვეტილებაა, იქნებ ეს ევროსარბელზე გამოადგეთ ჩვენს გუნდებს - ავანტიურის წამქეზებელი ალბათ ეს იყო.

ფეხბურთში გენეტიკაც ბევრს ნიშნავს. ქართველები ვერ ითამაშებენ იტალიელებივით ან გერმანელებივით, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია. თუ რამე მოგვიგია და თუ რაიმე წარმატებისთვის მიგვიღწევია, ფეხბურთის ქართულად თამაშით. წინა შესარჩევში ხორვატიას სხვანაირი თამაშით კი მოვუგეთ, მაგრამ ის მაინც ერთი 90 წუთი იყო.

"ზესტაფონში" მგონი ამაზეც ფიქრობენ და თუ ეს მართლა ასეა, კიდევ ერთი პლუსი უნდა დავუწეროთ.

"ზესტაფონში" გადასული 34 წლის დავით მუჯირი "დინამოსთან" ყმაწვილური შემართებით თამაშობდა და გოლიც მის ჩაუქობას მოჰყვა. ეს თავისებური მესიჯი იყო იმათთვის, ფეხბურთელის პასპორტში რომ იყურებიან.

გასულ უქმეებზე ალექსანდრე იაშვილმა მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა. მოკლედ, სასიამოვნო თავსატეხია ამ თაობის კარგი თამაში.

25 მარტს "ტორპედო" - "დინამოა". ეს დაპირისპირება ზოგისთვის დერბი იყო, ზოგისთვისაც ქართული ელ კლასიკო. ქუთაისში ფეხბურთის ხმები უნდა ისმოდეს და იქ ყოფნას განა რამე აჯობებს?! ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, ვინ არის ნაბიჯით წინ - "ტორპედო" - "დინამო" სულ სხვა ვნებაა, ასე იყო ათადან და ბაბადან.

ADVENTURE STYLE კი ჩვენთან პირველად მგონი იოჰან ბოსკამპმა ახსენა. ის ცოტა ხნით იყო საქართველოში, მაგრამ უცხოელი მწვრთნელებიდან ალბათ ვყველაზე უფრო მჭექი გახლდათ. ვფიქრობ, ავანტიურა ქართველებსაც გვიხდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად