სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა, სადაც სამედიცინომ "ქუთაისს" უმასპინძლა და 84:92 მარცხი განიცადა
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც სამედიცინომ "ქუთაისს" უმასპინძლა და 84:92 მარცხი განიცადა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული "მედიკოსთა" უპირატესობით წარიმართა, რომლების პერიოდის დასრულებამდე 2:15 წუთით ადრე 19:12 დაწინაურდნენ. საინტერესო გამოდგა მეორე მეოთხედი, რომელიც კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა ქუთაისელებმა იძალეს და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 35:33 გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი მცირე უპირატესობა "ქუთაისმა" მოიპოვა და ტაიმში 44:38 იმარჯვა.

მესამე მეოთხედში "ქუთაისი" უფრო აქტიურად ათამაშდა, თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და დასკვნითი მეოთხედის მე-5 წუთზე 15 ქულიან უპირაესობასაც უწია - 80:65. დარჩენილ დროში "სამედიცინომ" ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და მატჩის დასრულებამდე 25:9 წამით ადრე 5-ქულიანი სხვაობა (84:89) დააფიქსირა, თუმცა დარჩენილ დროში ვეღარაფერი გააწყო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

"ქუთაისელებს" 20 ქულით რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა, ხოლო თსსუ-ს მხრიდან ყველაზე მეტი 26 ქულა კოკა ტომარაძემ მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა აკაკი დვალიშვილმა რომელმაც 20 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისისა და სამედიცინოს გუნდების მწვრთნელემბმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ველოდებოდით, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა, რადგან თსსუ საკმაოდ კარგი გუნდია. სამედიცინომ მეორე წრეში გამოასწორა თამაში და არაერთ პრინციპულ მატჩში იმარჯვა, რომლებიც 8 გუნდში მოსახვედრად მნიშვნელოვნად წაადგება. ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში მაგრამ შევძელით დაცვაში თამაშის გამოსწორება და მატჩში გარდატეხის შეტანა.

რაც შეეხება ჩვენი შემადგენლობის გაძლიერებას, ზუსტად არვიცი დავიმატებთ თუ არა მოთამაშეებს. ვფიქრობ, მწვრთნელმა იმ გუნდით უნდა ითამაშოს, რაც ჰყავს. ჯერჯერობით, ამ შემადგენლობით გარკვეულ შედეგს ვიღებთ და მთლიან ჯამში კმაყოფილი ვარ. მარცხი განვიცადეთ, "დინამოსთან" და "არმიასთან", დანარჩენ შეხვედრებში კი ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს და გავიმარჯვეთ. ორი თამაში დაგვრჩა ქუთაისში - "ბათუმთან" და სტუს-თან. შემდეგ კი უკვე პლეოფებისთვის დავიწყებთ მზადებას.

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): მივულოცავ "ქუთაისს" ამ გამარჯვებას და მივულოცავ ჩემს გუნდსაც, რომელმაც ასეთი გუნდური თამაში პირველად აჩვენა. დღევანდელ მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებთ. და კიდევ უფრო დავხვეწავთ. მადლობა ჩემს ბიჭებს ასეთი ბრძოლისთვის.

"ქუთაისი" ჩვენზე ძლიერი გუნდია და გამოცდილი მოთაშეებითაა დაკომპლექტებული. სამწუხაროა, რომ ასეთი თამაში დავთმეთ. ძალიან გულდასაწყვეტია წაგება, როდესაც ახლოს ხარ გამარჯვებასთან, თუმცა მთავარია რომ ღირსეულ გუნდთთან ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდით. ეს ალბათ გადაღლილობის ბრალია. არაერთხელ აღვნიშნე რომ არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელი, ამიტომაც არ შევცვალე ის ოპტიმალური შემადგენლობა რომელმაც კარგად დაიწყო თამაში. ვფიქრობ, გუნდის შეცდომები ხშირად დაღლილობას მოჰყვება.

ზაურ ფაშაევი: ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მადლობა მათ ასეთი შესანიშნავი მატჩისთვის.

მიხეილ ჭოჭუა: ჩვენ ბევრად მეტი ხარვეზი გქვონდა, ვიდრე მეტოქეს. მწვრთნელის "ქუთაისმა" შორეულ ტყორცნებში გვაჯობა, რასაც 3-ქულიანების პროცენტიც მეტყველებს. სწორედ ეს გახდა ჩვენი წაგების მთავარი მიზეზი.

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად