ტოკიოს პარალელურად, გრძელდება ჩვენი უმედლობა მოსკოვშიც, სადაც მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ მასში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ...

ტოკიოს პარალელურად, გრძელდება ჩვენი უმედლობა მოსკოვშიც, სადაც მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ მასში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ - მხოლოდ 55-ის ფალავნები და ბესარიონ გოჩაშვილმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა. მან პირველ შეხვედრაში ჩინელი მუდე ქი დაამარცხა, მაგრამ მერე ვერაფერს გახდა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონთან, ირანელ ჰასან რაჰიმისთან და გავარდა.

გუშინვე გაიმართა წილისყრა იმ სამ წონით კატეგორიაში, რომლებიც დღეს იჭიდავებენ - 60, 84 და 96-ში. ცხადია, ჩვენს უმთავრეს ინტერესს 96 კილოგრამი იწვევს და ამით დავიწყოთ. გიორგი გოგშელიძეს მასპინძელი ოთხგზის მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება, აზერბაიჯანელი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი - ფინალამდე. გოგშელიძე პირველ შეხვედრას ბერძენ იოანის პაპადოპულოსთან ჩაატარებს, მომდევნო მეტოქე კი ჩადელი მაურის აბატამის და პოლონელი რადოსლავ ბარანის ორთაბრძოლაში გაირკვევა.

ორივე შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალია, სადაც, სავარაუდოდ, გაცალოვი ნამდვილად გავა - იქ არავინ ჩანს მისი შემჩერებელი, რუსი კი პირველად სომეხ ედგარ იენოკიანს ეჭიდავება. ჩვენი ნაკრების დებიუტანტი დავით მარსაგიშვილი (84) ჩემპიონატს უნგრელ იშტვან ვერებთან შეხვედრით იწყებს, მალხაზ ქურდიანი (60) კი პუერტორიკოელ ფრანკლინ მატოს გომესს ეჭიდავება. ამათში მოგებულს უკვე სოლიდურ ფალავანთან მოუწევს პაექრობა - ან უკრაინელ ევროპის სამგზის ჩემპიონ და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ვასილ ფედორიშინთან, ან - უზბეკ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დილშოდ მანსუროვთან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ორივემ ბრინჯაო მოიპოვა, ფედორიშინი კი წლევანდელ ევროპაზე მესამე იყო.

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი