პლოვდივში ჩვენებურებმა ევროპის ზაფხულის დროზე გადასვლა გვიან გაიგეს
ბულგარულ პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-13 ჩემპიონატზე 5 ტურის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელთა უმრავლესობას საკმაოდ ნორმალური შედეგები ჰქონდა.

25 მარტს შეხვედრათა შედეგებს რომ გადავხედე, გავოცდი - ექვსი ჩვენებურის გასწვრივ გრაფაში მინუსები ეწერა. უცებ ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო შეჯიბრებაზე ასეთი კოლექტიური გამოუცხადებლობის მიზეზი. მერე გამახსენდა, რომ შაბათს ღამით ევროპა ზაფხულის დროზე გადავიდა და, ეტყობა, ჩვენებმა ეს ვერ გაითვალისწინეს (თუმცა გასაკვირია, დღის სამ საათამდე (ტურის დაწყებამდე) ეს როგორ ვერ გაარკვიეს!).

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წევრებს - ბაადურ ჯობავას, ლევან ფანცულაიას და მიხეილ მჭედლიშვილს, ისინი ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით იმყოფებიან და იმ სასტუმროში ცხოვრობენ, სადაც ტურნირი ტარდება. 25 მარტს შედეგიანადაც ითამაშეს. დანარჩენებს კი, როგორც შევიტყვეთ, ბინა აქვთ ნაქირავები.

გინდ ასე თქვი, გინდ ისე, ფაქტია, რომ ჩვენმა ბიჭებმა დაუდევრობით მეტოქეებს მუქთა ქულები აჩუქეს. არადა, აზალაძე მეწინავეებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა.

25 მარტს მე-6 ტურში ბაადურ ჯობავა თეთრი ფიგურებით ლიდერთა სამეულის წევრ იური კუზუბოვს (უკრაინა) დაუზავდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ გავეინ ჯონსი (ინგლისი) და ლორენ ფრესინე (საფრანგეთი).

ლევან ფანცულაიამ შავი ფიგურებით ალექსანდრ არეშნიჩენკო (უკრაინა) დაამარცხა, რომელიც ქართველ დიდოსტატს რეიტინგში 93 პუნქტით უსწრებს.

მიხეილ მჭედლიშვილმა პეტერ მიხალიკს (სლოვაკეთი) აჯობა და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. შოთა აზალაძეს, დავით ლომსაძეს, დავით ბენიძეს, ლუკა პაიჭაძეს, გაიოზ ნიგალიძეს და გიორგი ხელაიას, შესაბამისად, ანტონ კორობოვთან (უკრაინა), ვიქტორ ლაზნიჩკასთან (ჩეხეთი), ივან სოლგადო ლოპესთან (ესპანეთი), ევგენი პოსტნისთან (ისრაელი), ქანან იზატთან (აზერბაიჯანი) და ვლადიმირ პეტროვთან (ბულგარეთი) წაგება ჩაეთვალათ.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით 10 მოჭადრაკე მეწინავეობს. მათ შორის არცერთი ქართველი არ არის. ჯობავას და ფანცულაიას 4,5-4,5 ქულა აქვთ, აზალაძეს, მჭედლიშვილს - 4-4, ლომსაძეს-3,5, ბენიძეს-3, პაიჭაძეს-2,5, ნიგალიძეს-2, ხელაიას-0,5 ქულა.

26 მარტს მოჭადრაკეები დაისვენებენ. 27 მარტს მე-7 ტურში ითამაშებენ: სერგეი აზაროვი (ბელარუსი,5)-არკადი ნაიდიჩი (გერმანია,5), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი,5)-გავეინ ჯონსი (5), ლორენ ფრესინე (5)-მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი,5), დენის ხისმატულინი (რუსეთი,5)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი,5), იური კუზუბოვი (5)-ანტონ კორობოვი (5), ივან ივანიშევიჩი (სერბეთი)-ჯობავა, ფანცულაია-ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი), იულიან რადულსკი (ბულგარეთი)-მჭედლიშვილი, აზალაძე-სანან სიუგიროვი (რუსეთი), სტელოს ჰალკიასი (საბერძნეთი)-ლომსაძე, ტორსტენ სარბიკი (გერმანია)-ბენიძე, პაიჭაძე-რობინ დრაგომირესკუ (რუმინეთი), სვეტლანა ჩერედნიჩენკო (უკრაინა)- ნიგალიძე, ხელაია-ბურჰანუდინ მისინი (ესკ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა