საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
"გაგრას" ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და მატჩის გადარჩენის შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ "სპარტაკმა" მაინც უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

პირველ ტაიმში გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთს არ ჰქონია. ორივე გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად ბურთს მასპინძლები ფლობდნენ.

საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: ლევან ყიფიანის გადაცემის შემდეგ შალვა კვანტალიანმა სცადა ფონს გასვლა, თუმცა მეკარე ადგილზე დაუხვდა მის დარტყმულს. სამიოდე წუთში იმავე კვანტალიანის გამჭოლ გადაცემას არავინ გამოეხმაურა; არადა, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუქროლა კარს.

ცოტა ხანში ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდების ჯერიც დადგა. ყველაზე დიდ პრობლემებს მეტოქეს გამოცდილი ლევან მელქაძე და ახალგაზრდა კონსტანტინე გაბაშვილი უქმნიდნენ. მშვენივრად გამოიყურებოდა ნოდარ მაჭავარიანიც, რომელიც ხშირად ერთვებოდა შეტევებში. ერთ-ერთ ეპიზოდში მან საჯარიმოს მისადგომებიდან ყუმბარისებურად გაისროლა, თუმცა გიორგი ბეგაშვილმა კვლავ იყოჩაღა.

ამის შემდეგ იყო საკამათო მომენტიც, როდესაც მიხეილ კობერიძემ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი, თუმცა წაიქცა. სტუმართა გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ კრიჭაშვილმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. სტუმრებმა მალე კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან: კობერიძის სახიფათოდ ჩამოწოდებულ კუთხურს "სპარტაკის" მცველმა სერგი ორბელაძემ შეუცვალა ბურთს მიმართულება, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა პირველივე შეტევა გოლად აქციეს: სპარტაკელთაგან გამორჩეულმა ლევან მელქაძემ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა თემურ შარაშენიძეს, რომელმაც მახვილი კუთხიდან ბურთი თავზე გადაუგდო მეკარე ბეგაშვილს.

57-ე წუთზე გაგრელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს: მოწინააღმდეგის კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი ტყეშელაშვილმა შეასრულა უნაკლოდ - 1:1.

ამას მასპინძლები სულაც არ გაუტეხია. განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მელქაძე, რომელმაც 61-ე წუთზე კუთხურიდან შექმნილი არეულობით ჩინებულად ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავისი გოლიც გაიტანა. ამით მან თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება მოუპოვა.

გაშვებული ბურთის შემდეგ "გაგრა" დროდადრო ამწვავებდა თამაშს. რეალური მომენტი ჯერ ჯერემიას ჰქონდა, ხოლო მოგვიანებით კი ირაკლი ხუციძეს.

საფინალო სასტვენამდე კიდევ იყო სახიფათო იერიშები, რომელსაც ძირითადად გაგრელი ფეხბურთელები ქმნიდნენ. და მაინც, უნდა გამოვყოთ ტყეშელაშვილის შორეული დარტყმა და ჯერემიას მახვილი კუთხიდან გასროლილი, რომელიც ძელმა აისხლიტა.

მატჩის შემდეგ

ვლადიმერ ხაჩიძე ("სპარტაკი"): "ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. "გაგრა" საკმაოდ კარგი გუნდია და მინდა წარმატებები ვუსურვო".

ზვიად ჯელაძე ("გაგრა"): "წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო. გვქონდა რეალური მომენტები, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. რაც შეეხება მსაჯობას, უკომენტაროდ!"

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)

25.03. თბილისი. ბენდელა. 300 მაყურებელი

სპარტაკი-გაგრა 2:1

გოლები: 1:0 შარაშენიძე (49.მელქაძის პასით), 1:1 ტყეშელაშვილი (57), 2:1 მელქაძე (61.ჭაფოძის პასით)

სპარტაკი (4-2-3-1) გაგრა (4-4-2)

ნადირაძე ბეგაშვილი

ჭაფოძე ხუციძე

მაჭავარიანი ტყეშელაშვილი

ლომაია კალანდაძე

ორბელაძე ნ.ჯიშკარიანი

ნ.მაისურაძე ყიფიანი

ჩივაძე ყურულაშვილი

შარაშენიძე ზვიადაძე

ლ.მელქაძე კობერიძე

ჩაფიძე კვანტალიანი

გაბაშვილი ჯერემია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ვ.ხაჩიძე ზ.ჯელაძე

სპარტაკი

46.ორბელაძე-სამხარაძე

78.ჩაფიძე-თუხარელი

90.გაბაშვილი-გ.გურეშიძე

სათადარიგოები: ძაგანია, მერეჩკო, ტეტუნაშვილი, თ.შონია

გაგრა

55.ყიფიანი-სარდალიშვილი

65.ზვიადაძე-ხოჯაშვილი

72.კვანტალიანი-როსტიაშვილი

სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, ფალავანდიშვილი, სეთურიძე

გაფრთხილება: ჭაფოძე (5), გაბაშვილი (19), კობერიძე (50), კობერიძე (51), ტყეშელაშვილი (60), ლომაია (64), სარდალიშვილი (82), ჩივაძე (89), სამხარაძე (90+3)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Ann
ბატონმა ვოვამ აღნიშნა რომ სპარტაკმა "დამსახურებულად" მოიგო. მაგრამ იმის თქმა დაავიწყდა, რომ მსაჯების "დამსახურებაა" სწორედ მათი მოგება. არბიტრების ასეთი აშკარა მიდგომა რომელიმე გუნდისადმი გულშემატკივრების და ქართული ფეხბურთის შეურაცხყოფაა...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს