საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
ეს უქმეები გურული კლუბებისთვის უიღბლო გამოდგა. წინა დღეს "გურიის" წაგების შემდეგ საკუთარი მაყურებლის წინაშე მარცხი "მერცხალმაც" განიცადა. არადა, ოზურგეთელებს გვარიანი შანსი მიეცათ, გოლგაუტანელი და მოუგებელი სერია შეეწყვიტათ. მატჩის მიმდინარეობა კი იმას მაინც მოასწავებდა, გურულები პირველ ქულასთან ძალიან ახლოს რომ იყვნენ.

ეს მას შემდეგ, რაც სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა, ამირან მუჯირმა 15-წუთიან მონაკვეთში ორჯერ დაიმსახურა ყვითელი ბარათი, ორჯერვე სამართლიანად და უნდა ითქვას, უწყინარ სიტუაციაში: "მუმუმ" ჯერ ნერვები ვერ მოთოკა და მისი გუნდის კართან ჯარიმის დანიშვნისას მსაჯთან გვარიანად იდავა, მეორედ კი - ჯარიმას უკვე თავად ასრულებდა, როცა არბიტრს დაჟინებით მოსთხოვა 9-მეტრიანი დისტანციის დაცვა, მან კი სასტვენამდე შეიყვანა ბურთი თამაშში.

მართალია, სტუმრები უპირატესობას მანამდეც ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები თავს ორგანიზებულად და, შეიძლება ითქვას, უშეცდომოდ იცავდნენ. გურულთა თავკაცის გათვლა გამართლებული და კარგად მისახვედრი იყო - ხარიტონ ჩხატარაშვილი საიმედო დაცვისა და წინ გიორგი მეგრელაძის იმედზე იყო.

თითქოს კაცნაკლულ ბათუმელებს კიდევ უფრო უნდა გასჭირვებოდათ მასპინძელთა კარის დალაშქვრა და უფრო მეტი ყურადღება დაცვაზე უნდა გადაეტანათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ და უნდა ითქვას, მათმა ქმედებამ გაამართლა - 10 კაცით დარჩენილებმა უკეთაც კი ითამაშეს და მატჩის მოგებაც მოახერხეს. აშკარად გაუმართლა შეცვლებში სტუმართა თავკაცს - გოლი სწორედ შეცვლაზე შესულმა ვალერიან თევდორაძემ გაიტანა. მან კარგად ისარგებლა მასპინძელთა დაცვის მიუტევებელი შეცდომით და საჯარიმოში დაუცველად დარჩენილმა "მერცხლის" მეკარე უშანსოდ დატოვა.

ეს 77-ე წუთზე მოხდა. მანამდე წამებით ადრე კი გურულთა ვეტერანმა მეკარე გია გოგუამ ასევე შეცვლაზე შესული მიხეილ ჯორბენაძის მიერ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივ უკუაგდო. ორჯერ ბათუმელებმა კარის ძელს მოარტყეს, რამდენჯერმე კი საიმედოდ "მერცხლის" მეკარე გაისარჯა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ყველაზე რეალური შანსი 72-ე წუთზე მიეცათ, როცა ბურთის მოგერიებისას შეცდა "დინამოს" მეკარე შოთა მამინაშვილი, თუმცა შექმნილ არეულობაში ოზურგეთელებმა ორჯერ ვერ იხეირეს - პირველად ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდებას რომ ლამობდნენ და მეორედ, როცა უკვე კარისკენ ურტყამდნენ.

დასასრულ, მეორე წითელი ბარათის შესახებაც გეტყვით: თორნიკე ბერიძე არბიტრმა მეოთხე მსაჯის რეკომენდაციით სათადარიგოთა მოედნიდან მაშინ გააძევა, როცა შეცვლილი იყო: როგორც გაირკვა, გოლის გატანისას მსაჯებს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)

25.03.2012. ოზურგეთი. მეგობრობა. 2000 მაყურებელი

მერცხალი-დინამო (ბთ) 0:1

0:1 ვ. თევდორაძე (77)

მერცხალი დინამო

4-1-4-1 4-1-4-1

გია გოგუა მამინაშვილი

ზ. ტუღუში რამიშვილი

ქობულაძე ხუხია

ხაჩიძე კაჭკაჭიშვილი

ბაჯელიძე ქორიძე

ზ. ვარდუაშვილი ლობჟანიძე

ტაკიძე ცნობილაძე

ტყეშელაშვილი ა. მუჯირი

თ. ვარდუაშვილი ნასუაშვილი

ათუაშვილი ბერიძე

მეგრელაძე ბაციკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ხ. ჩხატარაშვილი ი. ნასუაშვილი

მერცხალი

46. ათუაშვილი-კალანდაძე

46. ზ. ვარდუაშვილი-ლორია

67. მეგრელაძე-ს. ჩიგოგიძე

სათადარიგოები: ხურციძე, ვაშაკიძე, ჩხატარაშვილი, მურუსიძე

დინამო

46. ნასუაშვილი-ვ. თევდორაძე

52. ბერიძე-დიასამიძე

65. რამიშვილი-ჯორბენაძე

სათადარიგოები: მ.ალავიძე, მაკარიანი, აბუსელიძე, თოდაძე

გაფრთხილება: ხაჩიძე (3), რამიშვილი (45), ლობჟანიძე (47), ქობულაძე (63), მუჯირი (53, 68), ვ. თევდორაძე (78)

გაძევება: მუჯირი (68), ბერიძე (78)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი (ქუთაისი)

მათე გურული ოზურგეთიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა