ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტთან ფრედ 1:1 დაასრულა
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდი

საქართველო (U17) - ესპანეთი (U17) 1:1 (1:0)

გოლები: 0:1 ჭეჭელაშვილი (2), 1:1 საესი (59)

გაფრთხილება: დვალი (23), ბელერინი (26), კაკაბაძე (37), მესხი (69), მხევაშვილი (72), კოტანი (76), ჭეჭელაშვილი (80+3)

არბიტრი: კრის რაიში

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჩეჩელაშვილი, აბურჯანია (გოროზია 32), პაპუნაშვილი, ახვლედიანი (მესხი 54), ჯიქია (წილოსანი 63), მზევაშვილი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ესპანეთი: ვეიგა, ბელერინი, გრიმალდო, საესი, სამპერი, კასტილეხო (იგლესიასი 53), მარტინესი (კოტანი 74), კალერო, სერანო (არგესი 41), ბუსტოსი, სანჩესი

მწვრთნელი: სანტი დენია

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანელ თანატოლებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლა.

შეხვედრის პირველივე წუთებზე ქართველი ფეხბურთელების შეტევას მეტოქის კარში პენალტის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც ზუსტად ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა. სტუმრებმა საქართველოს ნაკრების კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი ტაიმის თავის სასარგებლო ანგარიშით დასრულება შეძლო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. გოლის ავტორი საესი გახდა, რომელმაც ადამიას კარის დალაშქვრა კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ მოახერხა.

გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ალექსანდრე მზევაშვილს, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგით ჩამოიტოვა ესპანელი მცველები და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაარტყა, თუმცა ბოლო ეპიზოდში გამარჯვებული მეკარე დარჩა. გატანის კარგი შანსი მეტოქესაც ჰქონდა, მაგრამ ადამიამ ახლო მანძილიდან დარტყმული, თითქმის აუღებელი ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ელიტრაუნდის ჯგუფის დღის მეორე მატჩი, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ, ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რიგით მეორე შეხვედრას ინგლისის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 28 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ელიტრაუნდი. ჯგუფი III

1.ინგლისი 1 1 0 0 1-0 3

2.ესპანეთი 1 0 1 0 1-1 1

3.საქართველო 1 0 1 0 1-1 1

4.უკრაინა 1 0 0 1 0-1 0

vasiko basiladze
ძალიან მომეწონა თამაში,ვენაცვალე ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს,მაგრამ ერთი მინდა ვიკითხო,მარტო თბილისიდან რომ იყვნენ ნაკრებში ეს როგორ ავხსნათ?გასაგებია რეგიონებში არაა მაღალ დონეზე სკოლები,მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ყოფილიყვნენ ნაკრებში რეგიონებიდან 4 კაცი მაინც თუნდაც სათადარიგოში ყოფილიყვნენ არა აქვს მნიშვნელობა ,ეს პოლიტიკაა და ესე არ შეიძლება ,თოორემ მაგიტომაა რომ მიდის ფეხბურთელებში თავიდანვე შეზარება და შური,ნახეთ ესპანეთს თითქმის ყველა გუნდიდან ყავდა წარმომადგენელი ,ეს უნდა გაიგოს ჩვენმა მწვრთნელებმა და ფედერაციამ,საქართველოა მთავარი ერთიანობა და ამის შემდეგ მოვა შედეგიც და ყველაფერი,მარტო ერთი ქალაქით თუ სოფელით ვერაფერს გავხდებით
vova
მაგას რა მნისჰვნელობა აკვს?!დაძაბულ თამაშში დაზაბულობა მეტია და,,, მთავარი შედეგია!შეუძლებელია არაფერია კარგია რომ ბავშვებმა ეს დაინახეს და მეტად დარწმუნებულები გამოვლენ ინგლისთან,მაგარი იქნება რომ გავიმარჟვოთ ტურნირში 2 მოგება ცხალივით გვჭირდება,აწი ფრე წაგების ტოლფასი იქნება
ramo
ვულოცავ. ამდენი ყვითელი რატო მიიღეს? დრო გაყავდათ თუ უხეშობდნენ? სჯობს სიმართლე თქვათ, ისევ ჩვენებს გამოადგებათ.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად