ბრიტანელ 17-წლამდელთა ნაკრებში გამოსარჩევი უილიამ ჰაგისი, აკპომი და ჯორდან გრემია
უკრაინელებსა და ინგლისელებსაც ახმახი ბიჭები ჰყავდათ, ფეხბურთის თამაშში კი ბრიტანელები აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეებს. უკრაინამ თავიდანვე დაუთმო ინიციატივა მეტოქეს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ იშტაზე არ იყო. საბოლოოდ გაიმარჯვა იმან, სადაც უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი დავინახეთ.

17-წლამდელთა ინგლისი არ ჰგავდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებს. ეს გუნდი სხვა მოდელია. კარგა ხანია, ინგლისელები აღარ თამაშობენ იმ ბრიტანულ სტილში, ჩაწოდებებს და თავურებს რომ ვეძახით. ინგლისელი თინეიჯერები კი სულაც უფროსებისგან განსვავებულ ფეხბურთზე ფიქრობენ. ასე ჩანდა 26 მარტს "დინამო არენაზე".

დღეს ესპანური მოდელია მოდაში და კონსერვატორული ინგლისიც ვინძლო იძულებულია, ამას ანგარიში გაუწიოს. საქმე კი მოზარდების სწორი განვითარებით იწყება და ინგლისელ ჭაბუკებსაც ეტყობოდათ, რომ ნასწავლ ფეხბურთს თამაშობდნენ.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ პეტრაკოვი ნამატჩევს მხოლოდ შედეგით როდი გახლდათ უკმაყოფილო. არბიტრი გააკრიტიკა, მოედანზე იუნიორები იყვნენ და მსაჯი ასეთ რამეებს რომ სჩადის, როგორ შეიძლებაო. პეტრაკოვმა ისიც კი თქვა, შესაძლოა, ამ არბიტრს, ზოგადად, უკრაინა არ უყვარსო. უკრაინელთა მწვრთნელმა მომდევნო შეხვედრისთვის იმედი გამოთქვა, ესპანეთთან ბულგარელი მსაჯი იქნება და ალბათ, ის აღარ გასწირავს უკრაინასო.

არბიტრმა მართლაც არ დაინდო ტარას კაჩარაბა, რომელიც მეტოქეს უკნიდან ეუხეშა და გააძევა. ინგლისი ისედაც უპირატესობას ფლობდა და როგორც კი კაცნაკლული მეტოქე მოიხელთა, უფრო თავდაჯერებულად ათამაშდა. თქმა რად უნდა, არბიტრის გადაწყვეტილებამ ბრიტანელებს საქმე გაუადვილა.

პირველი საგოლე შანსი კალუმ რობინსონს ჰქონდა - ახლო მანძილიდან ვერ გაახვია ბურთი ბადეში. არანაკლები შესაძლებლობა გაანიავა უკრაინელთა თავდამსხმელმა დმიტრო ბილონოჩმა, რომელიც კონტრშეტევაზე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მიზანი ვეღარ გაისწორა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სვიფტჯონმა ძელს გაარტყა - ასე იყო საქმე შესვენებამდე.

დაცვაში ჩამჯდარ უკრაინას სულ უფრო და უფრო უჭირდა იერიშების მოგერიება და მოსახდენიც მოხდა - კალუმ ჩამბერსმა ახლოდან იხეირა.

ბრიტანელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ჩუბა აკპომი მეკარესთან მარტო კი დარჩა, მაგრამ ბოგდან სარნავსკიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

კაცნაკლულმა უკრაინამ ორჯერ გაიბრძოლა, ორივეჯერ შორეული დატყმით სცადა ბედი, თუმცა უშედეგოდ.

ინგლისელების თამაშს ალბინოსი 11 ნომერი, უილიამ ჰაგისი წარმართავდა, ბურთს ჩინებულად ფლობდა, ნათელი გონებისა და ტექნიკის ხარჯზე ყველაფერს ფრიადზე ასრულებდა. 10 ნომერი აკპომი მოსვენებას არ აძლევდა მეტოქის დაცვას. ისეთი თავდამსხმელია, კაცის მოტყუებაც რომ იცის და კარზეც რომ არის დაგეშილი. 14 ნომერი ჯორდან გრემი ბრაზილიელივით ფინტაობდა. ამ სამეულს უკვე შეუძლია, რომ ხალხი სტადიონზე მიიყვანოს და ეს ალბათ ბევრს ნიშნავს.

ინგლისელთა დამრიგებელმა ჯონ პიკოკმა პრესკონფერენციაზე ზოგად ფრაზებს ისიც მიაყოლა, პირველი თამაში ყოველთვის რთულია და მოხარული ვარ, უკრაინისდარ მუშა გუნდთან რომ მოვიგეთო. საქართველოს ნაკრებზე კი პიკოკმა გვითხრა, ესპანეთთან ნათამაშები ფრეს გარეშეც ვიცით, რომ კარგი გუნდია და საერთოდ, ელიტრაუნდში ყველაზე ძლიერი ჯგუფი ჩვენი არისო.

უკრაინელთა ბრაზიანმა მწვრთნელმა კი, მსაჯობის გარდა, იმაზეც დაიჩივლა, უკრაინაში სეზონი 7 აპრილს განახლდება და ბუნებრივია, ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია; ამიტომაც ვითამაშეთ მეორე ნომრადო.

26 მარტი. თბილისი. "დინამო არენა". 2 000 მაყურებელი

ინგლისი-უკრაინა 1:0

1:0 ჩამბერსი (56, აკპომის პასით)

ინგლისი უკრაინა

4-2-3-1 4-2-3-1

უილისი სარნავსკი

გორდონი ბურდა

ჰაიდენი კაჩარაბა

ინისი ლუხტანოვი

შაუ სობოლი

კ. ჩამბერსი ლაზაროვიჩი

სვიფტჯონი ტანკოვსკი

გრემი ხარატიმი

ჰაგისი ბილონოჩი

აკპომი მირანიანი

რობინსონი რადჩენკო

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ჯ.პიკოკი ა.პეტრაკოვი

ინგლისი

65. რობინსონი - ჯები

65. ჰაგისი - ბენეტი

74. კ.ჩამბერსი - ვუდლანდი

სათადარიგოები: ანგუსი, ლ.ჩამბერსი, უოლესი, უები

უკრაინა

36. რადჩენკო - პოლეჩენკო

58. ლუხტანოვი - ტკაჩუკი

სათადარიგოები: სტავიცკი, ტიშენკო, გაბელოკი, ვეტროვი, იარემჩუკი

გაფრთხილება: კაჩარაბა(18,35), სობოლი (34), ლუხტანოვი (51), სარნავსკი (56), ჯები (80)

გაძევება: კაჩარაბა (35)

არბიტრი: მ. ჰამეტერი(ავსტრია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"