ქართველმა მოხმალავეებმა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს და გუნდურ პირველობაში ჩვენებს მე-12 ადგილი ერგოთ
ამას წინათ ქართველმა მოხმალავეებმა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს: პირად პირველობაში სანდრო ბაზაძემ 165 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა, გუნდურში კი ჩვენებს მე-12 ადგილი ერგოთ.

- რუსეთის დედაქალაქში პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეები შეიკრიბნენ, რადგან ეს შეჯიბრება ლონდონის ოლიმპიადისთვის ჩასათვლელ ქულებს იძლეოდა.

ამდენად, ასეთ ტურნირში თითოეული გამარჯვება დიდად ფასობს, მით უმეტეს - ჩვენთვის, რადგან ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ. - მიხეილ მარდალეიშვილი 17 წლისაა, სანდრო ბაზაძე - თვრამეტისა, ბექა ბაზაძე და კახაბერ მაღრაძე, შესაბამისად, 22-23 წლისანი, მაშინ, როცა იტალიელთა ტიტულოვან გუნდში, რომელთანაც დავმარცხდით, ყველაზე უმცროსი 33 წლისაა.

ჰონგკონგის გუნდის ძლევის (45:34) შემდეგ აპენინელებთან 29:45 დავთმეთ. არადა, სტარტზე სანდრომ 38 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლუიჯი ტარანტინოს 5:1, ბექამ კი 9:4 მოუგო. არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, შესაძლოა, საბოლოო ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

მომდევნო ეტაპზე კორეელები კი დავჯაბნეთ 45:43, მაგრამ კანადელებმა და უნგრელებმა გვაჯობეს. ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 50 ქვეყანას შორის მე-20 ადგილზე ვართ, რაც საგრძნობი წინსვლაა.

პირად პირველობაში ჩვენი გუნდიდან სხვებზე უკეთ სანდრომ იასპარეზა: ქვეჯგუფში 6-იდან 5 შეხვედრა მოიგო, პლეი ოფებში ჩინელი ჰეი ვეი და უკრაინელი ევროპის პრიზიორი დმიტრი ჰუნდიკი დაამარცხა, მერვედფინალში კი 2010 წლის რუმინელ მსოფლიოს ჩემპიონ რარეს დიმიტრესკუსთან ვერაფერს გახდა და მე-14 ადგილს დასჯერდა. იგი 32 საუკეთესო მოხმალავეს შორის ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ.

- ალბათ, მოსკოვში მსოფლიოს პირველობაზე უკეთ გამოვა...

- რუსეთის დედაქალაქი 30 მარტიდან უმასპინძლებს ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას. ჩვენი სპორტსმენები ორ დისციპლინაში მოსინჯავენ ძალებს. კადეტ მოხმალავეებს გაეჯიბრება თბილისელი საბა სულამანიძე, იუნიორებში კი ქუთაისელები - სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და დავით უკლება იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის. გუნდურ პირველობაში ამ სამეულს სულამანიძე დაემატება. რაპირაში თეონა გოგლიძე და ლუკა ღაღანიძე ჯერ კადეტებს გაუწევენ მეტოქეობას, შემდეგ კი არჩილ უგულავასთან ერთად ახალგაზრდებში იასპარეზებენ. იმედია, ჩვენი გოგო-ბიჭები თავს არ შეირცხვენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა