ახალ მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს "დილას" ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე დაეხმარება
თემურ მახარაძე "დილის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ფოთში "კოლხეთთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ 61 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია გადავამოწმეთ და სარწმუნო აღმოჩნდა.

თემურ მახარაძე დიდ ფეხბურთს 2011 წლის 14 ოქტომბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. მაშინ გორელებს ახალი პატრონი გამოუჩნდათ - შინაგან საქმეთა სამინისტრო. მახარაძემ ახალგაზრდა გია ცეცაძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც "დილამ" რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის მცირე შანსი დარჩა. თუმცა ვერავინ უარყოფდა, რომ "დილა" ლამაზ და აზრიან ფეხბურთს აჩვენებდა. გუნდის პროგრესიც აშკარა იყო და ახალი მოთამაშეები გამოაჩინა, მაგრამ ცეცაძე გამოუცდელობამ დააღალატა.

გამოცდილი მახარაძე მაშინ მდგომარეობის გამოსასწორებლად მიიწვიეს. მან გუნდი თასის ნახევარფინალში გაიყვანა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი "დილა" ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, შსს-მ გუნდს ანთალიაში ნაყოფიერი შეკრება მოუწყო, "დილაში" ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელები მიიწვიეს.

ძველი შემადგენლობიდან გუნდს მხოლოდ 5 ფეხბურთელი შერჩა, 18 კი ახალწვეული იყო - თბილისის "დინამოს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ზაგრების "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივის", ლვოვის "კარპატის", უნგრული "დიორ ეტოს", მახაჩყალის "ანჟის", რიგის "სკონტოს", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", ცხინვალის "სპარტაკისა" და ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები. ისინი ნებისმიერ კლუბს გააძლიერებდნენ: მარინ სკენდერი, მათე ვაწაძე, ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ზურაბ არზიანი, კახა ალადაშვილი, გიორგი ილურიძე, ლექსო ინწკირველი, გიგა ბეჭვაია, რევაზ ჯიქია, სანდრო გურული, რევაზ ბარაბაძე, გიორგი კახელიშვილი, ლაშა თოთაძე, შოთა კაშია, ირაკლი ლექვთაძე.

ეს იყო ნამდვილი სატრანსფერო რევოლუცია და ითქვა, რომ გორის "დილას" ამ გუნდით ჩემპიონატსა და თასზეც მაქსიმალური შედეგის მიღწევა სურდა.

მახარაძის მისვლა "დილას" თავიდან ნამდვილად დაეტყო, მაგრამ განახლდა სეზონი და ახალი გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა: პირველი შეხვედრა ზუგდიდის "ბაიასთან" ფრედ ითამაშა, 3:1 მოუგო რუსთავის "მეტალურგს", 1:0 – "გაგრას", 2:2 დაასრულა ცხინვალის "სპარტაკთან" და პლეი ოფში გავიდა. იქ კი 0:1 წააგო "მეტალურგთან", ზუგდიდში "ბაიასთან" 1:1 ითამაშა, ბოლო ტურში კი ფოთში "კოლხეთთან" 0:0 დაასრულა.

თემურ მახარაძის სასარგებლოდ უნდა ითქვას: მცირე დროში გუნდის შეთამაშება ძნელია, თანაც, "დილა" საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობდა და გორელი გულშემატკივრის მხარდაჭერას მოკლებული იყო. თუმცა, როგორც გვითხრეს, გუნდის ხელმძღვანელობა შედეგის გარდა, უკმაყოფილო იყო თამაშის ხარისხითაც.

მახარაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად დაინიშნა თემურ შალამბერიძე, რომელსაც "დილის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი... გია ცეცაძე დაეხმარება.

შალამბერიძე 90-იანი წლებში "დილაში" გამოდიოდა, 2011 წლამდე იყო თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი, ბოლოს - საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი.

"საბურთალოს" წარმომადგენელს მთავარ მწვრთნელად უმაღლესი ლიგაში პირველად არ იწვევენ: ამ სკოლაში მუშაობდნენ გიორგი დევდარიანი, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე, ზაზა ზამთარაძე, გია ცეცაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

footballfan
ქართული ფეღბურთის უბედურბა ისაა რო მახარაძე ძოძუაშვილი მაჩაიძე გუცაევი არაა დასაქმებული ქართულ ფეგბურთში მახარაძეს თუ უშვებ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოიკვანო რას ფიქრობთ ამაზე? მაინტერესებს თქვნი აზრიც ამის შესახებ.პოლიტიკური ნიშნით ფეღბურთში არ უნდა არჩევდნენ ვინ იმუშაოს და ვინარა
mimino
მარტო ფულით და სახელებით ჩელსი ვერ გახდა გრანდი-გორის დილა გუშინ არც არსებობდა.მახარაძე-კარგი მწვრთნელია,ფეხბურთის მცოდნე.ვანოს ვურჩევ-ახალაია,სანოძე,გეგეჭკორი დაუნიშნოს დილას მწვრთნელად-ყველაფერს მოიგებენ სხვათა დაჭერის ხარჯზე
maxsi
ეს რა კნეს ამათმა . ???????????
Dgebo
მაგარი კაცია მახარაძე და კაი ტრენერი.
j+oni
აქ ჟურნალიტს აქვს დაშვებული შეცთომა.მამუკა ჯუღელი არ იყო და არც არის კლუბის გენერალური დირექტორი.
vasiko basiladze
გეთანხმებით,ერთ წელიწადში კიარა აგერ სიტი რამდენი წელია წვალობს და ჩემპიონი ვერ ხდება მგონი წელსაც ვერ მიაღწევს მიზანს,ჩვენთან ესე გონიათ რაღამც ფული ჩაიდო გუნდში და ვიღაც მფარველობს მაშინვე ჩემპიონი უნდა გახდეს,ჩემი საქმე სულარაა ვინც უნდა ის იყოს პატრონი გუნდის რაც უფრო ბევრ გუნდს გაუჩნდება პატრონი და ფული ამით ქარტული ფეხბურთი მოიგებს,ზესტაფონი რამდენი ხანია შენდება და ეტყობა გუნდს ,მახარაძის ნაირი მწვრთნელები საქართველოში დასაკარგი არაა ესეთი ხალხი უნდა გამოვიყენოთ
zura
ვინც გინდა მიიყვანონ შემცვლელად,ესე მალე კლუბს მაინც ვერავინ ამოქაჩავს.რა ჩემი საქმეა,მაგრამ მახარაძე მაინც არ უნდა გაეშვათ.
chala
როგორი დაფინანსებაც არ უნდა ქონდეს ერთ წელიწადში გუნდის შექმნა ძნელია- (საქართველოშიც) ამდენი ერთი დონის ფეხბურთელი ერთ გუნდში საჭირო არ არის.
vasiko basiladze
მახარაძე კარგი მწვრთნელია,წელს დილამ ნეტა რას უნდა მიაღწიოს,გუნდი ეხლა იქმნება და ეგრევე ჩემპიონობა უნდა ნეტა?წელს ჩემპიონობას ზესტაფონი იმსახურებს და გახდება კიდეც,დილა თასის ფინალში თუ გავიდა მიღწევა იქნება,მეტი რა უნდათ ნეტა წელს?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად