17 წლის ნიგერიელ საყრდენ ნახევარმცველს, ბენჯამინ ტეიდს, გუნდში ბიჭებმა სახელი შეუცვალეს და ბეჟანს ეძახიან
"გაგრა" მდიდარი კლუბი არ არის, მაგრამ მისი სატრანსფერო პოლიტიკა ბევრისთვის მისაბაძია: საგარეო კავშირებზე, კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძესთან ერთად, "პროსპორტ მენეჯმენტ ინტერნაციონალი" ზრუნავს, მოძიებით კი "გაგრა" ეძებს და პოულობს საინტერესო მოთამაშეებს - საქართველოშიც და უცხოეთშიც.

2009 წლის თებერვალში "გაგრამ" ნიგერიაში მოქმედ ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ მიზნით თბილისს აკადემიის პრეზიდენტი ალეგბულეკბე კოლაბოლე ჩარლზი ეწვია. მემორანდუმით ქართულმა კლუბმა აკადემიის აღზრდილი მოთამაშეების ტრანსფერზე პრიორიტეტული უფლება მიიღო.

ეს თანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც "გაგრაში" ბრაიტონის აკადემიიდან ოვონიკოკო აბაიომი სეუნი ჩაირიცხა. თავდამსხმელმა თავი არა მხოლოდ "გაგრას" მოაწონა, ქართველ სპეციალისტებზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ზამთარში საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" აიყვანა. ახლახან კი საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს და შესაძლოა, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშოს.

ბრაიტონის აკადემიიდან გამოგზავნილმა მისმა შემცვლელმა ჯონი ჯერემიამაც გაამართლა: 18 წლის თავდამსხმელი დღეს "გაგრას" ლიდერია.

როგორც შევიტყვეთ, ნიგერიიდან "გაგრამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ამბავი კლუბშიც დავაზუსტეთ და ახალწვეულის ვინაობაც დაგვიკონკრეტეს.

"ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიასთან ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ შეგვიძლია კონკრეტულ პოზიციაზე ვთხოვოთ მოთამაშე. მათი შერჩეული ფეხბურთელი კი ჩვენს იმედებს ამართლებს. ამჯერად ამ აკადემიიდან საყრდენი ნახევარმცველი ბენჯამინ ტეიდი მოვიწვიეთ.

უკვე ორი კვირაა, რაც ეს 17 წლის მოთამაშე "გაგრაში" ვარჯიშობს. ტეიდმა 15 მარტს სტუ-სთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ზვიად ჯელაძეს მოეწონა და 5 მაისის შემდეგ, როდესაც 18 წლის შესრულდება, განაცხადში შევიყვანთ. მისი დიდი იმედი გვაქვს, რადგან ნიჭიერი და კომუნიკაბელური ადამიანი ჩანს.

ბიჭებმა უკვე სახელი ჩვენებურად შეუცვალეს და ბეჟანს ეძახიან", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ.

გარდა იმისა, რომ "გაგრას" ნიგერიელი მოთამაშეები ნიჭიერები აღმოჩნდნენ, ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციის მშვენიერ უნარს ავლენენ, ქართულად ლაპარაკობენ და, რაც მთავარია, თავის ამპლუაში ბარე ბევრი ქართველი თანატოლი ვერ აჯობებს.

ფოტოზე: ბრაიტონის აკადემიიდან გამოგზავნილი 18 წლის თავდამსხმელი ჯონი ჯერემია დღეს უკვე "გაგრას" ლიდერია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"