დრო იყო, ზესტაფონელები სსრკ-ის ნაკრებისა და "სპარტაკის" ყოფილ ლიდერ იური გავრილოვს ბურთს ფეხებშუა უგორებდნენ
IV ტური

სატრანსპორტო კომპანია (თბ)-უნივერსიტეტი (თელავი) 2:3

თელასი (თბილისი)-იმერეთი (ქუთაისი) 8:1

თ.ს.უ. (თბილისი)-აჭარა (ბათუმი) 16:0

იბერია სტარი-ალგო (თბილისი) 8:1

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.იბერია სტარი 4 4 0 0 42-5 12

2.თ.ს.უ. 4 3 0 1 40-11 9

3.თელასი 4 3 0 1 29-10 9

4.იმერეთი 3 2 0 1 18-17 6

5.უნივერსიტეტი 4 2 0 2 14-22 6

6.ალგო 3 1 0 2 12-14 3

7.სატრანსპორტო 4 0 0 4 11-41 0

8.აჭარა 4 0 0 4 6-52 0

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი გახურდა და ლიდერთა შეხვედრებიც გაიმართა. თუმცა ჯერჯერობით ბოლო წლების უცვლელ ლიდერ "იბერია სტარს" ვერავინ ვერაფერს აკლებს: ბოლო ტურში საქართველოს 9-გზის ჩემპიონი ბოლო ორი სეზონის ვიცე-ჩემპიონს, "ალგოს" შეხვდა.

სანამ უშუალოდ მატჩზე მოგახსენებდეთ, გეტყვით, წმინდა სპორტული თვალსაზრისის გარდა, ეს შეხვედრა რატომ იყო პრინციპული ორივე გუნდისთვის: ბოლო დროს ქართულ ფუტსალში დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში სწორედ ამ ორი კლუბის თავკაცები აღმოჩნდნენ.

"ალგოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიზო ფხოველიშვილი ბოლო დრომდე ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი იყო, მეორე დამფუძნებელი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე კი ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. ფუტსალის ასოციაციაში ფხოველიშვილის პრეზიდენტობისა და ჩიტალაძის ნაკრების მწვრთნელობის წინააღმდეგ კი პირველად სწორედ "იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვატო წერეთელმა გაილაშქრა.

მოკლედ, ეს იყო ძალინ პრინციპული შეხვედრა: გუნდები აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 6 მატჩი "იბერიამ" მოიგო, ერთიც ფრედ დასრულდა.

კიდევ ერთი ინტრიგა ის იყო, რომ ბოლო დრომდე "ალგო" საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი იყო და ლეგიონერებით გადაჭედილ მეტოქესთან მოგების სტიმული ჰქონდა.

სპორტკომპლექს "არენაში" გამართულმა შეხვედრამ "იბერია სტარის" სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა - მათ მეტოქე 8:1 დაამარცხეს. აქამდე ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი ანგარიში 7:1 იყო...

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რაც ფუტსალს ეხება: გვითხრეს, თითქოს ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ფუტსალის გუნდის ჩამოყალიბებასაც აპირებს. შესაძლოა, ეს ჭორი იქიდან წამოვიდა, რომ ჩემპიონატის გახსნას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად, "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიაც დაესწრო. მაშინ ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა, მაგრამ კოკაიამ გვიპასუხა, რომ მატჩზე მხოლოდ ინტერესის გამო მოვიდა.

"ზესტაფონის" პრეზიდენტს ადრეც შესთავაზეს რაგბის, კალათბურთისა და სხვა სახეობის გუნდების ჩამოყალიბება, მაგრამ გარკვევით თქვა, რაც მაინტერესებს, საქმეს სულით და გულით იქ ვაკეთებო და ვერც გაამტყუნებ.

თუმცა ფუტსალს საქართველოში პერსპექტივა გააჩნია და მიხედვა სჭირდება. იგივე ზესტაფონში 90-იან წლებში იყო ძალიან კარგი გუნდი "ორნატი" (პირველი ხნული), რომელსაც თემურ ნიქაბაძე წვრთნიდა. ზესტაფონელებმა თამაში პირველი ლიგიდან დაიწყეს, მერე უმაღლესში გადავიდნენ და საერთაშორისო ტურნირებზეც ხშირად გამოდიოდნენ.

ფუტსალელებში დღემდე ლეგენდად დადის, მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ ლიდერს, იური გავრილოვს ზესტაფონელებმა ბურთი ფეხებშუა რომ უგორეს, მისი გუნდი კი დაამარცხეს.

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო "ორანტი", ისევე, როგორც ფუტსალის ბევრი კლუბი, დაიშალა. არადა, ფუტსალის კლუბის შენახვა საკმაოდ იაფი ჯდება და "ზესტაფონს" რადგან თავისი ხარჯები ისედაც მრავლად გააჩნია, ქალაქისთვის ძნელი არ უნდა იყოს ამ სახეობის გუნდის დაფინანსება.

იგივეს ვიტყვით სხვა იმ ქალაქზე, რომელიც უმაღლეს ლიგაშია: გუნდი არ ჰყავს რუსთავს (რომელიც ყოველთვის მოწინავე იყო ფუტსალის წინამორბედ მინი-ფეხბურთში), ზუგდიდს, მარტვილს, ფოთს, გორს, ბოლნისს. ამ სახეობის წამოწევა და განვითარება კი საკმაოდ ადვილი და იაფია. ამას ფეხბურთის ფედერაციის ერთი დირექტივა სჭირდება და საქმესაც მოევლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა