როგორც ცნობილია, ჰოლანდიას ბელგიასთან ერთად მსოფლიოს 2018 ან 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.

როგორც ცნობილია, ჰოლანდიას ბელგიასთან ერთად მსოფლიოს 2018 ან 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. ლეგენდარულ ფეხბურთელ რუდ გულიტს დიდი იმედი აქვს, რომ ჰოლანდიურ-ბელგიური საფეხბურთო კოოპერაცია წარმატებით გაართმევს თავს ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობას.

"ათი წლის წინათ ჰოლანდია და ბელგია პირველები იყვნენ, როცა ევროპულ პირველობას ერთობლივად უმასპინძლეს. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების სურვილი გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მცირე სახელმწიფოებსაც უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ცალ-ცალკე მუნდიალის მოწყობას ვერ შევძლებთ.

ჰოლანდიამ მსოფლიოს უამრავი საფეხბურთო ტალანტები აჩუქა. ჩვენი ნაკრები სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. მართალია, ხშირად ისმის, "ჰოლანდიელები მუდამ მეორენი არიან"-ო, მაგრამ ჩვენ გვეამაყება, რომ 16-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნის ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩამდე მისვლა სამჯერ შეძლო. მეორე მხრივ, ბელგიის ახლანდელი ნაკრების ღირსებას საინტერესო ახალგაზრდები იცავენ და ეს გუნდი ბოლო ხანს მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.

ამას წინათ ფიფას საინსპექციო კომისიის წევრებმა ჰოლანდია-ბელგიის ხუთი ქალაქი დაათვალიერეს და ამისთვის მხოლოდ 360 კილომეტრის დაფარვა დაჭირდათ. სავსებით რეალურია, ჩვენს ქვეყნებში მსოფლიოს ჩემპიონატი ისე ჩაატარო, რომ თვითმფრინავებით საერთოდ არ ისარგებლო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა შეგვიძლია, ხოლო ქალაქების ქუჩებში გადასაადგილებლად, მზად ვართ, სტუმრებს ორი მილიონი ველოსიპედი უსასყიდლოდ გადავცეთ. სხვათა შორის, ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინაში საგანაცხადო წიგნის მისატანად, ჩვენმა დელეგაციამ - ანუ, იოჰან კროიფმა, თქვენმა მონამორჩილმა და ბელგიელმა პაულ ვან ჰიმსტმა - სწორედ ველოსიპედებით ისარგებლა და არა ლიმუზინებით, როგორც ჩვენმა კონკურენტებმა", - თქვა რუდ გულიტმა.

"სანამ ომი გრძელდება, ჩემს კლუბს ვერ მივატოვებ" - თურანმა "შახტარიდან" წასვლაზე და თურქეთის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში - მარესკა და "სიტი" შეუჩერებლები არიან
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
ქვიზი: გამოიცანი სპორტსმენი მისი წიგნის მიხედვით
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში