არსენ ვენგერი ის მწვრთნელია, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად უწევს თავის გუნდში იძულებითი შეცვლების განხორციელება...

არსენ ვენგერი ის მწვრთნელია, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად უწევს თავის გუნდში იძულებითი შეცვლების განხორციელება. დღეს მისი "არსენალი" "ბოლტონს" მასპინძლობს და "მეთოფეთა" თავკაცმა ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სწორედ ხსენებული პრობლემის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი გუნდის წევრები თავთავიანთი ქვეყნების ნაკრებებში რეგულარულად თამაშობენ და სხვა რა გზაა – ამას უნდა შევეგუოთ. გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ჩვენს ფეხბურთელებს მცირე ქვეყნების არცთუ ხარისხიან მოედნებზე უწევთ თამაში და ნაკრებებში საწვრთნელი სისტემაც ჩვენსას არ ჰგავს. ხომ გახსოვთ, რომ ისინი სანაკრებო მატჩებზე "ბლექბერნთან" ურთულესი შეხვედრის შემდეგ გაემგზავრნენ? ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი კლუბს ტრავმირებული უბრუნდება...

ზოგადად, ამ ტრავმების ახსნა რთულია, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვება დიდი კლუბების ცხოვრების ნაწილია.

თეო უოლკოტის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. გადავრჩით - თეოს ნაოპერაციები მყესები არ დაუშავებია. თუმცა ბიჭი ტრავმირებულია და გუნდს ვეღარ ეხმარება. სტატისტიკის თვალსაზრისით, როცა ნაკრებებიდან ყველა საღსალამათი ბრუნდება, ეს პატარა სასწაულია.

თეოსთვის ეს ტრავმა უფრო დიდი დარტყმა, ვიდრე კლუბისთვის. არავინ იცის, როგორ აისახება ეს ინციდენტი მოთამაშის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი იყო და ითამაშო. ტრავმა პროგრესს ყოველთვის აფერხებს, უფრო მეტიც – ეს უკუსვლაა, რადგან ასეთ სიტუაციაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა გაკლდება და ფორმას კარგავ. დასვენება სასარგებლოა, მაგრამ იძულებითი უქმობა სულ სხვაა.

რობინ ვან პერსისთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა. გავიხენოთ გასული სეზონი – ვან პერსიმ მისი უდიდესი ნაწილი გააცდინა და ტრავმა ახალი სეზონის პირველივე მატჩში მიიღო. რა გაეწყობა, ამასთანაც მოგვიწევს შეგუება..." – სინანულით თქვა "არსენალის" ფრანგმა დამრიგებელმა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა