საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მეორე, უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ
28 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მეორე, უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

26 მარტს ესპანელთა წინააღმდეგ ნათამაშები ფრეს შემდეგ ჩვენმა გუნდმა აღდგენის პროცესი სრულად გაიარა და ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

27 მარტს, შუადღისას, ვასილ მაისურაძის გუნდმა 45-წუთიანი ვარჯიში გამართა "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. მანამდე კი იქ ინგლისელებმაც ივარჯიშეს.

საღამოს საქართველოს ნაკრები საკმაოდ დიდხანს გადიოდა თეორიულ მეცადინეობას. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ფეხბურთელები თავიანთი და მეტოქე გუნდის თამაშების ვიდეოანალიზით იყვნენ დაკავებულები.

როგორც U17-ის მცველმა, ნიკა ჭანტურიამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში განაცხადა, ინგლისთან მატჩის წინ გუნდი უფრო მეტად მობილიზებული და მოტივირებულია, რადგან ფეხბურთელებმა ე.წ. სასტარტო მღელვარება დაძლიეს და თავიანთი ძალების ირწმუნეს.

ნიკა ჭანტურია: "დღევანდელ ვარჯიშზე მხოლოდ მსუბუქად დავიტვირთეთ. გუნდში არსებულ განწყობაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ყველა საბრძოლველად ვართ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კარგი და შედეგიანი თამაშით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ამ მატჩში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ".

- საღამოს თეორიულ მეცადინეობაზე რაზე გააკეთეთ აქცენტი?

- უპირველესად, ესპანეთთან მატჩში დაშვებული ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვის ხაზში არსებულ პრობლემებს და იმედია, 28 მარტის შეხვედრაში იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ.

შემდეგ ვუყურეთ ინგლისისა და უკრაინის თამაშის ჩანაწერს. მოგეხსენებათ, ჩვენი პირველი მეტოქისგან განსხვავებით, ინგლისი სრულიად განსხვავებული სტილის გუნდია. ძალიან კარგად ასრულებენ სტანდარტულ სიტუაციებს. მათი ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ფლანგის მოთამაშეები, ძალიან სწრაფები არიან, მცველები კი - ძალისმიერები. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ესპანეთი მათზე უკეთესი გუნდია.

- შენი აზრით, ჩვენ რა პლუსები გვექნება მეტოქესთან?

- ვფიქრობ, უპირველესად, ეს არის მოტივაცია და გუნდური თამაში. დაცვიდან კონტრშეტევაზე თუ მაქსიმალურად სწრაფად გადავალთ, მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნით. როგორც გითხარით, მათ ძალიან კარგი ფლანგის მოთამაშეები ჰყავთ და ასევე, ცენტრფორვარდი. სიმართლე გითხრათ, მათი ცენტრალური მცველები ცოტა მოუქნელად გამოიყურებიან...

ახლა ისე არ გამომივიდეს, თითქოს გადავუარე ინგლისის ნაკრებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინიც ჩვენი ტოლი ბიჭები არიან, შეცდომები მათაც მოსდით და მინუსები მათაც აქვთ. სწორედ ეს მინუსები უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ამასთან, ჩემი აზრით, ერთი-ერთზე თამაშში უნდა ვაჯობოთ.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი გუნდის სახელით, უდიდესი მადლობა ვუთხრა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს თამაშზე მოვიდნენ და ასე გულით გვიგულშემატკივრეს. იმედი გვაქვს, რომ მათი თანადგომა ამ მატჩშიც არ მოგვაკლდება, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენი მხრივ კი, ვეცდებით, ბრძოლა და თავდადება დავანახოთ ყველას. ასეთი შანსი მოგვეცა, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და წარმატების მისაღწევად ვიბრძვით - ისეთი წარმატების, რომელიც რეალურია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთა მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასოა.

16:00 საათზე კი "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე" ჯგუფის მეორე შეხვედრა დაიწყება, სადაც ესპანეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.

gff.ge

ზვიადი
ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას, თუ შრომას მოუმატეს ეს ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს. მეკარე ადამია შესანიშნავი ფეხბურთელია და ერთერთი გამორჩეული იყო დღესაც, ეტყობოდა რომ ბიჭები მეკარეს ენდობოდნენ
enemi
კარგი გუნდია, შეტევაში განსაკუთრებით,,, ერთი რაც არ მომეწონა ართმევაზე თამაშია, ყოველთვის ცდილობენ ე.წ "პატკატებით" გაიდნენ ფონს და ფეხზე მდგარინი იშვიათად ახერხებენ ბურთის ართმევას.... არადა ფეხებში ვარდნა საშიშია ჯარიმის აკიდების კუთხითაც და ასეთ დროს წარუმატებელი მცდელობისას თამაშიდან ეთიშები დროებით, რითაც სივრცეები თავისუფლდება
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"