"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, რომის "ლაციოს" მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის ბრაზილიელი მცველის, ბრენოს გადაბირება უნდა
იტალიური გაზეთის, "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, რომის "ლაციოს" მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის ბრაზილიელი მცველის, ბრენოს გადაბირება უნდა.

აღსანიშნავია, რომ "ლაციალე" ამ უკანასკნელს ზაფხულშიც ეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა, რადგან მიუნხენელებმა რომაელთათვის მიუღებელი თანხა, 8 მილიონი ევრო მოითხოვეს.

ახლა ბრენოს "ბაიერნთან" კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლაციოს" მისი გადაბირება უფასოდ შეეძლება. მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რამაც ტრანსფერი შეიძლება მაინც ჩაშალოს. როგორც იცით, ბრაზილიელ მცველზე საქმეა აღძრული - მას მიუნხენის ვილის განგებ გადაწვას აბრალებენ (არსებობს ეჭვი, რომ ბრენოს სადაზღვევო კომპანიის გაცურება უნდოდა). თუ ბრაზილიელს დანაშაული დაუმტკიცდა, თავს "ლაციოში" კი არა, ციხეში ამოყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა