"ჩიკაგოში" თამაშისას ჯორდანის მონაგარი 29 277 ქულა იყო, კობიზე "ლეიკერსში" 29 283 ქულა მოდის
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა განვლილ სათამაშო დღეს. "დალასის" 39 წლის გამთამაშებელმა ჯეისონ კიდმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1307-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ბაკ უილიამსს, რომელიც ლიგის ყველა დროის შესაბამის სიაში მეათე ადგილს იკავებს.

კიდმა "ჰიუსტონის" წინააღმდეგ მატჩში 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა, "დალასმა" კი თავისი მეტოქე 90:81 დაამარცხა.

მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა "ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს – მან თვით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. ლაპარაკია ერთ გუნდში დაგროვილი ქულების რაოდენობაზე.

"ჩიკაგოში" თამაშისას ჯორდანის მონაგარი 29 277 ქულა იყო, კობის ანგარიშზე კი "ლეიკერსში" 29 283 ქულა მოდის. 28 მარტს "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" 104:101 დაამარცხა, ბრაიანტმა კი 30 ქულა დააგროვა.

ერთ გუნდში მოპოვებული ქულების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენია კარლ მელოუნი. მან "იუტაში" 36 374 ქულა მიითვალა.

ორ კალათბურთელს მოუწევს სეზონის ნაადრევად დასრულება. ერთ-ერთია "ნიუ ჯერსის" გამთამაშებელი ჯორდან ფარმარი. მცველს საზარდულის ტრავმის გამო ბოლო ათი დღის განმავლობაში არ უთამაშია და მის აღდგენით პროცესს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

"ტრავმა თამაშის შემადგენელი ნაწილია. მთავარია, ჯანმრთელი დავრჩე და თამაში გავაგრძელო, რისი იმედიც მაქვს. მე მხოლოდ 25 წლის ვარ", - განაცხადა ფარმარმა.

სეზონის ბოლომდე გამოაკლდა "ტორონტოს" მცველი ჯარედ ბეილესი. ამის მიზეზი "ორლანდოსთან" მატჩის დროს კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტა გახდა.

"რეპტორზის" რიგებში თავის მეორე სეზონში ბეილესი საშუალოდ 11.4 ქულასა და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

როგორც ამერიკული პრესა წერს, ზაფხულში "ნიუ ჯერსი" შეეცდება კონტრაქტის გაფორმებას "ბოსტონისა" და "მილუოკის" ფორვარდებთან – კევინ გარნეტსა და ერსან ილიასოვასთან. ორივე მოთამაშე ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ფილადელფია-კლივლენდი 103:85

29:21, 28:22, 25:25, 21:17

ფ: მიქსი (31), ჰოლიდეი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), ტერნერი (12+7 მოხსნა), უილიამსი (11+7 მოხსნა+7 პასი), ჰაუსი (10+8 მოხსნა+5 პასი).

კ: პარკერი (14), ჯეიმისონი (13+6 მოხსნა), გი (13+9 მოხსნა), ირვინგი (12+7 პასი), ჰარისი (10).

მემფისი-მინესოტა 93:86

24:22, 20:19, 24:26, 25:19

მემ: გეი (21+5 მოხსნა), სპეიტსი (18+7 მოხსნა), კანინგემი (13+14 მოხსნა+4 დაფარება), ალენი (13+5 მოხსნა), კონლი (12+5 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა).

მინ: ლავი (28+11 მოხსნა+4 დაფარება), ელინგტონი (15), უილიამსი (14+7 მოხსნა), უებსტერი (9+10 მოხსნა).

ფინიქსი-სან ანტონიო 100:107

28:29, 29:33, 26:22, 17:23

ფ: ბრაუნი (32), გორტატი (21+14 მოხსნა), ნეში (16+5 მოხსნა+8 პასი), ტელფეირი (11).

ს-ა: დანკანი (26+11 მოხსნა), პარკერი (24+7 პასი), ლეონარდი (14+7 მოხსნა), ჯინობილი (13+5 მოხსნა+5 პასი), ბონერი (10+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 101:104

16:25, 32:30, 24:24, 29:25

გ-ს: ლი (23+9 მოხსნა), რაში (23), ტომპსონი (20+5 მოხსნა+7 პასი), რაიტი (13), ჯენკინსი (12).

ლ: ბრაიანტი (30+5 მოხსნა+5 პასი), გასოლი (19+17 მოხსნა), ბარნსი (18+10 მოხსნა), ბინუმი (11+5 მოხსნა), უორლდ პისი (11+5 მოხსნა).

მილუოკი-ატლანტა 108:101

31:23, 24:23, 23:33, 30:22

მ: ელისი (33+8 პასი), ჯენინგსი (18+6 პასი+3 ჩაჭრა), გუდენი (16+5 მოხსნა+5 პასი), დანლივი (13), მბა ა მუტე (12+5 მოხსნა), უდო (8+10 მოხსნა+3 დაფარება).

ა: სმიტი (30+18 მოხსნა+5 პასი), ა. ჯონსონი (17), ტიგი (15+7 პასი), ჯონსონი (11+8 პასი), უილიამსი (11+6 მოხსნა), ჰაინრიხი (10).

დალასი-ჰიუსტონი 90:81

19:30, 27:19, 23:12, 21:20

დ: ნოვიცკი (21+6 მოხსნა), ბობუა (14+5 პასი), რაიტი (13+7 მოხსნა), ტერი (12), მერიონი (4+11 მოხსნა).

ჰ: სკოლა (22+8 მოხსნა), დრაგიჩი (17+7 პასი+4 ჩაჭრა), პარსონსი (15+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლი (10).

პორტლენდი-ოკლაჰომა 95:109

18:32, 29:33, 28:19, 20:25

პ: ჰიქსონი (21), ოლდრიჯი (20+8 მოხსნა), მეტიუზი (17+4 ჩაჭრა), ბატუმი (13), ფლინი (10+5 პასი).

ო: უესტბრუკი (32+8 პასი+3 ჩაჭრა), დურანტი (25+6 მოხსნა), ჰარდენი (21+5 პასი), იბაკა (8+12 მოხსნა+6 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო