მსოფლიოს მეორე ჩოგანმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (ATP) მოთამაშეთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვება გადაწყვიტა
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (ATP) მოთამაშეთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვება გადაწყვიტა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ურთიერთგაგების დეფიციტი სხვა მოთამაშეებთან, კერძოდ კი საბჭოს თავმჯდომარესთან.

ავსტრალიის ღია პირველობის დროს ნადალმა ღიად გააკრიტიკა მოთამაშეთა საბჭოს ხელმძღვანელი როჯერ ფედერერი, რომელიც, ესპანელის აზრით, არ ზრუნავს ჩოგბურთელების კეთილდღეობაზე.

რაფა კალენდრის შემცირებისა და სარეიტინგო ქულების დათვლის ახალი სისტემის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ნადალის იდეებს "მოსაწყენი" უწოდა.

"მე არ ვეთანხმები ფედერერს. მარტივია თქვა: "მე არაფერს ვიტყვი, ყველაფერი კარგად არის" და წარმოგვიდგეს ჯენტლმენად, რომელიც სხვებს აღიზიანებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა ჩვენთაგანს საკუთარი აზრი გაგვაჩნია. მას მოსწონს ტური, მეც მომწონს. ჩვენთან საქმეები უკეთაა, ვიდრე სხვა სახეობებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ის კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.

ფედერერს განსაკუთრებული ორგანიზმი აქვს და ის უვნებელი დაასრულებს კარიერას, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მიურეიზე, ჯოკოვიჩზე ან ჩემზე.

როდის დავასრულებთ ჩვენ თამაშს? 28, 29 თუ 30 წლის ასაკში? ამის შემდეგ კიდევ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ და მნიშვნელოვანია კარგ ფორმაში ყოფნა. მაგრამ ვშიშობ, ჩოგბურთის შემდეგ ვერ შევძლებ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს ან თხილამურებით სრიალს", - ამბობს ნადალი.

თავად ფედერერმა მშვიდად აღიქვა ნადალის დემარში და დაამატა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვალი იყო.

"შეუძლებელია, ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყოთ, - განაცხადა შვეიცარიელმა. – დღემდე არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ადრე რაფა უბრალოდ ამბობდა: "რასაც როჯერი იტყვის, მე თანახმა ვიქნები".

ახლა ნადალი გაიზარდა. მას საკუთარი აზრი გააჩნია და ეს შესანიშნავია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად