ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ენდი როდიკის მარცხი ხუან მონაკოსთან
სრულად გაიმართა გუშინ მერვედფინალური ეტაპი მამაკაცებს შორის. ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ენდი როდიკის მარცხი ხუან მონაკოსთან. მოულოდნელი იმიტომ, რომ წინა წრეში ამერიკელმა თვით როჯერ ფედერერის დამარცხება მოახერხა. იმ შეხვედრაში ენდიმ მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, როდიკს ფიზიკური მომზადება მხოლოდ შვეიცარიელთან მატჩისთვის ეყო.

ენდიმ აღიარა, რომ ახლა სრულიად ჯანმრთელია და მხოლოდ ფიზიკური ფორმის აღდგენა სჭირდება. ასეა თუ ისე, მონაკომ ძალიან იოლად გაიმარჯვა, თანაც აჯობა ამერიკელს არა მხოლოდ დარტყმების სიზუსტით, არამედ აქტიურობით. მეორე სეტი არგენტინელმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

შემდეგ ეტაპზე ხუანს ელის შეხვედრა კიდევ ერთ ამერიკელთან, მერდი ფიშთან. აშშ-ის პირველი ნომერი სამ სეტში გაუსწორდა ნიკოლას ალმაგროს - 6:3, 6:7(2), 6:3. დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები შეადგინეს: ნოვაკ ჯოკოვიჩმა და დავიდ ფერერმა, იანკო ტიპსარევიჩმა და ენდი მიურეიმ, ჟო-ვილფრიდ ცონგამ და რაფაელ ნადალმა. მერვედფინალში ყველა მათგანმა ორ სეტში გაიფორმა გამარჯვება, არადა, სერიოზული დონის მეტოქეებთან უწევდათ შეხვედრა.

მაგალითად, ფერერს უპირისპირდებოდა ხუან მარტინ დელ პოტრო. ესპანელმა ღრმა დარტყმებითა და სტაბილურობით 6:3, 6:3 გაიმარჯვა.

დაახლოებით ერთნაირი სცენარით მოიგეს თავიანთი მატჩები მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა.

მათ მეტოქეებს ბრეიკით წინა გასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ შეძლეს მატჩის ბედის შემობრუნება და ლოგიკური შედეგის დაფიქსირება.

ნადალს ორ საათზე მეტი დასჭირდა კეი ნიშიკორის დასამარცხებლად. სხვათა შორის, რაფამ მეორე სეტში 5:3-ზე მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო.

ფერერისა და დელ პოტროს მატჩის გარდა, პრაქტიკულად, ერთ წყვილში იყო რთული გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. იანკო ტიპსარევიჩი ტომაშ ბერდიხის მძლეველ გრიგორ დიმიტროვს ხვდებოდა, თუმცა ტოპ-ათეულის წევრმა სერბმა დაამტკიცა კლასში უპირატესობა - 7:6(3), 6:2.

როგორც მოსალოდნელი იყო, გაწელილ მატჩში ენდი მიურეიმ 6:3, 6:4 მოუგო ჟილ სიმონს, ხოლო ჟო-ვილფრიდ ცონგა იოლად გაუსწორდა ფლორიან მაიერს - 6:3, 6:2.

1/8 ფინალი

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:6(3), 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:4; მერდი ფიში (აშშ, 10)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12) 6:3, 6:7(2), 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 17) 7:5, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟილ სიმონი (საფ, 13) 6:3, 6:4; ხუან მონაკო (არგ, 21)-ენდი როდიკი (აშშ, 31) 7:5, 6:0; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ფლორიან მაიერი (გერ, 19) 6:3, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11) 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფერერი (5); მონაკო (21)-ფიში (10); ტიპსარევიჩი (9)-მიურეი (4); ცონგა (6)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

revazi
ოკ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის