მაიამი-მასტერზე უდიდეს ინტერესს იწვევდა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და ამერიკელი სერენა უილიამსის დაპირისპირება
ქალთა სათამაშო დღე ორი შეხვედრით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევდა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და ამერიკელი სერენა უილიამსის დაპირისპირება. სკანდინავიელი წელს ძალიან ცუდად გამოიყურება. კაროლინის აქტივში მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში გასვლას თუ შევიტანთ.

დანიელმა რამდენიმე ტურნირში ვერ შეძლო შარშან მოპოვებული ქულების დაცვა და მაიამის ტურნირის წინ რეიტინგში მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

სერენა უილიამსის სათამაშო ფორმაზე კი გარკვეულად რაიმეს თქმა ჯერ რთულია. მას გამოსვლებში თვენახევრიანი პაუზა ჰქონდა, ფლორიდაში კი სამი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ კარგ დონეზე თამაშობდა, განსაკუთრებით, სამანტა სტოსურთან მატჩში. დებ უილიამსებს სჩვევიათ სწრაფად ფორმაში შესვლა. ამიტომაც ვოზნიაცკისთან მატჩში ფავორიტად სწორედ სერენა მიიჩნეოდა.

მაგრამ ვოზნიაცკიმ შეძლო მეტოქის დამარცხება. ყოველ გეიმში დიდი ბრძოლა მიდიოდა. დანიელს უჭირდა, თუმცა უპირატესობა მის მხარეს იყო. გასაგებია, რომ სერენა უფრო აქტიურად მოქმედებდა. სამაგიეროდ, დანიელმა კარგი დაცვა დაუპირისპირა ამერიკელს - ეს სწორედ ის არის, რაც ბოლო დროს აკლდა მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს. უმცროს უილიამსს ძალიან უჭირდა ამ "კედლის" განგრევა.

პირველ სეტში, მონდომების მიუხედავად, სერენამ ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა, თავად კი საკუთარი მოწოდება მესამე გეიმში წააგო. იგივე მოხდა მეორე სეტში - უილიამსმა ისევ მისცა ბრეიკი მეტოქეს. ამასთან, ამერიკელს, სტოსურთან მატჩისგან განსხვავებით, მოწოდება ვერ შველოდა - თუ ავსტრალიელს 20 ეისი ჩაუწოდა, ვოზნიაცკისთან მხოლოდ ოთხი ასეთი ჩაწოდება ჰქონდა.

კაროლინმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და 5:1 დაწინაურდა. და სწორედ ამ მომენტში სერენამ შეძლო მომატება. ამერიკელმა კონცენტრაცია მოახერხა, ყურადღებით ათამაშებდა კომბინაციებს და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მაგრამ ვოზნიაცკი არ გატყდა და მეორე ცდაზე შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

დანიელი ფინალში გასასვლელად მარია შარაპოვას შეხვდება. ისინი მეექვსედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ჯერჯერობით რუსი წინ არის - 3:2. მარიამ მეოთხედფინალში ჩინელი ნა ლი გაანადგურა - 6:3, 6:0. როლან გაროსის ჩემპიონი შორს არის თავისი ოპტიმალური ფორმისგან. ამიტომაც ამ მატჩის მიხედვით შარაპოვას ფორმაზე მსჯელობა არ შეიძლება. ნა ლიმ სამი გეიმი აიღო და აქედან ორი ბრეიკი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსს ისევ უჭირს საკუთარ მოწოდებებზე. სამაგიეროდ, მარიამ შვიდი ბრეიკის აღება შეძლო და 6:3, 6:0 გაიმარჯვა.

1/4 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-ნა ლი (ჩინ, 8) 6:3, 6:0; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-სერენა უილიამსი (აშშ, 10) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო