მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საოცნებო ფინალისკენ
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები

მილანი-ბარსელონა 0:0 (იხილეთ ვიდეო)

მილანი (4-1-2-1-2): აბიატი - ბონერა, ნესტა (75. მესბა), მექსე, ანტონინი - ამბროზინი - ნოჩერინო, ზეედორფი - კ. პ. ბოატენგი (67. ემანუელსონი) - რობინიო (52. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.

ბარსელონა (4-1-2-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ბუსკეტსი - ჩავი, კეიტა - სანჩესი (76. პედრო), მესი, ინიესტა (65. ტელიო).

გაფრთხილება: ზეედორფი, ნესტა, ამბროზინი - კეიტა

კუთხური: 0-2; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 6(3)-18(3); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 79 169

მარსელი-ბაიერნი 0:2 (იხილეთ ვიდეო)

მარსელი (4-2-3-1): ელინტონ ანდრადე - ასპილიკუეტა, ფანი, ნკულუ, მორელი - ა. დიარა (71. შეირუ), მბია - ამალფიტანო (68. ბრანდაო), ვალბუენა, ა. აიუ - რემი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი (63. ტიმოშჩუკი) - რობენი, თ. მიულერი (71. შვაინშტაიგერი), რიბერი (78. პრანიჩი) - გომესი.

გოლები: 0:1 გომესი (44), 0:2 რობენი (69)

გაფრთხილება: ა. დიარა, მბია - ლამი, კროოსი, ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი, ალაბა

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10(4)-6(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 31 683

"მილანის" ფეხბურთი საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი უნდა იყოს იმ გუნდის ტაქტიკური დისციპლინა, ვინც "ბარსელონას" ეთამაშება და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ასეთ შეხვედრაში.

"როსონერიმ" სწორედ ტაქტიკური დისციპლინის უმაღლესი ხარისხით მიაღწია იმას, რომ კატალონიურ გრანდს გოლი არ გაატანინა. მეტიც: მართალია, ცოტა, მაგრამ მილანელებს ბარსელონელებზე უკეთესი მომენტები ჰქონდათ...

"როსონერის" ძირითადი შემადგენლობა 28 მარტს უმეტესად გამოცდილი, ვეტერანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ამ ფონზე "მილანის" მიღწევა უფრო დასაფასებელია. დაცვაში 36 წლის ალესანდრო ნესტა, ნახევარდაცვაში 34 წლის მასიმო ამბროზინი და კლარენს ზეედორფი, რომელიც 1 აპრილს 36 წლის ხდება - რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათ კატალონიელები შეაჩერეს!

განსაკუთრებით კაპიტან ამბროზინის უდიდესი თავდადება და პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავი და, რაც მთავარია, უშეცდომო თამაში უნდა აღვნიშნოთ - მასიმომ "მილანს" დისკვალიფიცირებული მარკ ვან ბომელის არყოფნა არ დაატყო.

ზემოთ ვთქვით, რომ "მილანს" უკეთესი მომენტები ჰქონდა და, პირველ რიგში, მესამე წუთზე შექმნილ სიტუაციას ვგულისხმობთ, როცა რობინიო ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ თავით გაკეთებული პასის შემდეგ მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ხუთი მეტრის მანძილიდან ააცილა - ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა.

მე-20 წუთზე ზეედორფმა ბრწყინვალე პასით იბრაჰიმოვიჩი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ შვედს ვიქტორ ვალდესმა აუღო...

მატჩის დეტალურ ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი მხოლოდ იმასღა დავამატებთ, რომ ამბროზინისთან ერთად, "მილანში" ძალიან კარგად ითამაშეს კრისტიან აბიატიმ და ლუკა ანტონინიმ - ორივემ ორ-ორჯერ იხსნეს "როსონერი". საბოლოოდ უგოლო ფრე, რაც "მილანს" ნახევარფინალში გასვლის არცთუ ურიგო შანსს უტოვებს....

რაც შეეხება მეორე მატჩს: საკუთარ მოედანზე დაგეგმილ ფინალში მოხვედრაზე მეოცნებე მიუნხენელებმა ნახევარფინალის საგზური პირველსავე რაუნდში, ფაქტობრივად, გაინაღდეს, რადგან მარსელში 2:0 მოიგეს. დიდიე დეშამის გუნდს კი ისეთი არაფერი ეტყობა, "ალიანს არენაზე" უკეთესი ანგარიშით კი არა, საერთოდ რომ მოიგოს...

"მარსელის" ერთ-ერთმა ფანმა მატჩის მიწურულს გადმოფინა ტრანსპარანტი, რომლის შინაარსი ბევრ რამეზე მეტყველებს: "დეშამ, წაიყვანე შენი ფეხბურთელები და წადი - აქ აღარ დაგინახოთ!" - ეწერა ტრანსფარანტზე.

კომენტარები

ზლატან იბრაჰიმიოვიჩი: "ბარსელონასთან" ფრე ცუდი შედეგი არაა

კლარენს ზეედორფი: "ბარსელონას" პატივს ვცემ, მაგრამ მგონი შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ

ხოსეპ გვარდიოლა: "მილანთან" საპასუხო თამაშში ქომაგის მხარდაჭერა დაგვჭირდება

ანტონიო ნოჩერინო: მსოფლიოს უძლიერეს გუნდს გასაქანი არ მივეცით

არიენ რობენი: ნახევარფინალზე საუბარი არ მინდა, რადგან წინ საპასუხო მატჩია

ადრიანო გალიანი: "ბარსელონას" ეშინოდა და დაძაბული თამაშობდა

ლიონელ მესი: გამარჯვებას ვიმსახურებდით

მასიმილიანო ალეგრი: ისღა დამრჩენია, ჩემი ფეხბურთელები შევაქო

ფრანკ რიბერი: მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ

ლუკა ანტონინი: ვამაყობ იმით, თუ როგორ ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi 001
აბა საკუთარ მოედანზე 9 კაცით დაცვაში იდგა და კონტრატაკებზე თამაშობდა:) მოედანიი იყო ყანასავით (ეტყობა სპეციალურად) თორე მილანშივე მოუყომარებდენ ისე ნესტა საღოლ რა ძმაო მაგარი მცველია კამპ ნოუზე შანსი არ ააქვთ დადეთ ატვიჩაი ვარ:)კუში ექნება ძაან დაბალი პროსტა:)
dato
გიორგი 1:0 მოუგებს მილანი ბარსას...გოლს პენალტით ზლატანი გაიტანს !
giorgi
სახლში ვერ გაიტანეს და ბარსელონაში უნდათ მოგება? ეტყობა პენსიონერებმა მართლა გაუბერეს.თუ ბარსელონაშიც ასე ითამაშეს ერთ ორ პენალტს მიიგებენ წითელ ბარათებზე ლაპარაკი აღარ არის.
jivsona
ისე წერთ ვითომ ბარსა თავის მოედანზე თამაშობდა და მილანმა ფრე გაუგორა.
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა