ირლანდიის ნაკრების მგეზავის სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ
ირლანდიის ნაკრების მგეზავის, რონან ოგარას სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა "სამყურების" ერთ-ერთი ლიდერი ამაზე არც კი ფიქრობს. ოგარას წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. მან ვერ გაუძლო ბევრად უფრო ახალგაზრდა ჯონათან სექსტონის კონკურენციას და 2000 წლიდან მოყოლებული, ექვსი ერის მატჩებში ერთი ქულაც ვერ მოიპოვა.

"მომიწოდებენ, სანაკრებო კარიერა დავასრულო. რატომ? ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ როცა პენსიაზე გასვლის დრო მოვა, ამის თქმას ვერავინ დამასწრებს. გარწმუნებთ, რომ ჩემი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. მინდა კიდევ მინიმუმ ორი წელიწადი ვითამაშო. ძალიან მიყვარს "მანსტერი" და ირლანდია. ვფიქრობ, მათი ღირსების დაცვა კიდევ შემიძლია.

ასე კარგად თავი რაგბიში არასდროს მიგრძვნია. გამოცდილების ხარჯზე უფრო სწრაფადაც ვირჯები და ეფექტიც ჩემს თამაშში მეტია. დამიჯერეთ, მე თვითონ ვიგრძნობ იმ დროის დადგომას, როცა ნაკრებთან გამომშვიდობება მომიწევს. ეს დღე ჯერ ახლოს არ არის" - თქვა რონან ოგარამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს