იყო დრო: ლუკაშ პოდოლსკი-სანდრო იაშვილი 1:1
ზამთარს ვინ ჩივის, მარტიც ცივი გამოდგა. ხეხილის ყვავილობამაც დააგვიანა. ჩემს ბაღში ჯერჯერობით მხოლოდ შინდი გაყვავდა.

რომ არ ვიცოდე, სად რა ხე დგას, გამოგიტყდებით, გამიჭირდებოდა ყვავილის მიხედვით ხეხილის ცნობა. შემოდგომაზე კი გამოცნობა იოლია: ყველა მცენარე განსხვავებულ (ზომის, ფორმის თუ ფერის მიხედვით) ნაყოფს მოისხამს.

მაგალითად, შინდი ბევრით არ გაიზრდება; სამაგიეროდ, ასეთივე ფორმის მსხალი შინდზე ათჯერ მეტად გასუქდება...

რა შუაშია ხეხილი და სპორტული გაზეთის გვერდი? - იკითხავთ.

საქართველოში ნოყიერი ნიადაგია არა მხოლოდ ხილის მოსაყვანად, არამედ სპორტსმენში ნიჭის აღმოსაჩენად. ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ - 16-17 წლის მოზარდები სახელოვანი საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელ თანატოლებს არაფერში ჩამოუვარდებიან. შორს წასვლა რად გვინდა: 26 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთთან 1:1 ითამაშა, ხოლო 28 მარტს ინგლისს 1:0 მოუგო.

შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ თითო მატჩში თითო გოლი "დარაჯის ტყვიასავით" გაგვივარდა, მაგრამ ძალიანაც შეცდება - ქართველმა ბიჭებმა დაგვანახეს, რომ არც ესპანელებს ჩამოუვარდებიან და არც ინგლისელებს. რაში? - თუნდაც ბურთის ფლობაში, სისწრაფეში, ტექნიკურობაში, აზროვნებაში, ღონეში.

სასიამოვნო სანახავია ქართველთა თამაში, რომლებსაც ერთი მეტოქის (ესპანელისა თუ ინგლისელისა) მოტყუება იოლად შეუძლიათ. ასეთ სანახაობას თითქოს გადავეჩვიეთ კიდეც...

ერთს უნდა გავუსვათ ხაზი - დღეს არც ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებია ჩვენზე უკეთესი და არც ინგლისის. ბრიტანელთა ძლევას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა: მილოცვა, დალოცვა, ამაყი ფრაზები... ერთმა კი შენიშნა:

"საღოლ ბიჭებს, ნეტავ ეგრე განაგრძონ. გავა დრო და ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრები "ბარსელონასა" და "რეალის" ფორმას ჩაიცვამენ, ინგლისელები - "მანჩესტერ იუნაიტედისას", ქართველები?.. "

ისევ ხეხილის თემას მივადექით. როგორც გაზაფხულზე გაყვავებული ხეების ერთმანეთისგან გარჩევაა რთული, ასევე დიდად არ განსხვავდებიან 17 წლის ფეხბურთელები.

მოვა შემოდგომა, 22-23 წლისანი გახდებიან (საქართველოს ნაკრებს ფორმის მორგების დრო დაუდგება). აღმოჩნდება, რომ, ვთქვათ, გერმანელ თანატოლებს კლასით ჩამორჩებიან. არადა, 17 წლისანი ალემანებსაც თანაბრად ეთამაშებოდნენ...

არც ამ ჩამორჩენის მიზეზია რთული საპოვნი. მოწესრიგებულ საფეხბურთო ქვეყნებში "ხეხილის მოვლა" კარგად იციან: აქვთ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური დანადგარები, რომლებითაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამოწმებენ, რამდენად მოსავლიანია მიწა, მოსალოდნელი ხომ არ არის გამოფიტვა; შეწამვლასაც დროულად ასწრებენ, ზედმეტი ჭიაღუის მოსაცილებლად; არც მორწყვას აკლებენ და არც - სასუქს. შემოდგომით კი უხვ მოსავალს იღებენ. მაგალითად, თითო თაობის ახალგაზრდული გუნდიდან ეროვნულ ნაკრებში 2-3 ფეხბურთელი ხვდება. ცხადია, არც დანარჩენები ჩამორჩებიან კლასით და უმაღლეს ლიგებში (ბუნდესლიგა იქნება თუ პრემიერლიგა) მყარად იკიდებენ ფეხს.

რა ხდება საქართველოში? მოდით, ეს კითხვა წარსულ დროში დავსვათ, რადგან ძალიან მინდა, საქართველოს ამჟამინდელი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებიც ისევე გაიზარდონ (პროფესიულად), როგორც მათი ესპანელი და ინგლისელი თანატოლები. ამისთვის თითოეულ მათგანს დიდი ყურადღება სჭირდება არა მხოლოდ მწვრთნელებისგან. მათი სათანადოდ აღზრდისთვის არაფერი უნდა დავიშუროთ. თავადაც თავდაუზოგავად უნდა იშრომონ.

მაშ ასე, კითხვა: რა ხდებოდა საქართველოში? სახარბიელო არაფერი - დიდი ხანია ველით ფეხბურთელს, რომელიც ევროპის უმაღლესი დონის ლიგაში გამოჩნდება, მაგრამ ასეთი მხოლოდ ორი გვყავს, ორივე 30 წელს გადაცილებული: კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი.

ბოლო წლებში გამოანათეს ჯანო ანანიძემ, ლევან ყენიამ, მაგრამ ლევანს ტრავმა ძალიან ცუდ დროს მოუვიდა - როცა "შალკეში" ფეხს იკიდებდა. პირველ რიგში, სწორედ მათგან ველით თუნდაც ბუნდესლიგაში თამაშს, სერია A შემდეგ იყოს.

ამ სტატიაზე მუშაობისას 2002 წლის ფოტოებს მივაგენი. სამწუხაროდ, ისინი ერთგვარად დაშიფრულია, მაგრამ იმდენად ღირებულია, რომ გადავწყვიტე უკლებლივ ყველა შემომეთავაზებინა.

2002-ში საქართველოს 17-წლამდელთა გუნდმა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ჯგუფში ქართველებმა გერმანელ თანატოლებთან 1:1 ითამაშეს და ალემანებთან ერთად მეოთხედფინალშიც გავიდნენ, თუმცა იქ შვეიცარიასთან 0:3 დათმეს.

დღეს სწორედ საქართველო-გერმანიის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ვაქვეყნებთ. მეტოქის რიგებში თამაშობდნენ რენე ადლერი, მარიო გომესი და ლუკაშ პოდოლსკი. ეს დუეტი სულაც ბუნდესნაკრების მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა.

საქართველოს 2002 წლის 17-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში ზაალ ელიავაც მოხვდა, ალექსანდრე გურულიც, აკაკი ხუბუტიაც, გოჩა ხოჯავაც, მაგრამ პირველ გუნდში ვერ დამკვიდრდნენ. რატომღაც მჯერა, რომ ისინი გერმანელ თანატოლებზე არანაკლებ ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ რაღაც დააკლდათ...

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (2002 წელი)

გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრები

კაპიტნები: დანიელ ციმანი და გოჩა ხოჯავა

ბესო მიქიაშვილი და პოლ ტომიკი

ანზორ კალაძის მაკრატელა

გოლის ავტორი სანდრო იაშვილი

სებასტიან ვესტერჰოფი და მარიო გომესი (16)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
რას ნიშნავს "შინდი გაყვავდა"? ნიშნავს ეს იმას რომ შინდი ყვავად გადაიქცა, თუ იმას რომ შინდი გაყვავილდა? შინდი გაყვავდა კი არა შინდი აყვავდა:)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად