ინდიან უელსში ნახევარფინალამდე ვერ მივიდა ენდი მიურეი, მაიამის მასტერსი კი ნაადრევად დატოვა როჯერ ფედერერმა
მამაკაცებს შორის გუშინ ორი მატჩი იყო დაგეგმილი ტოპ-ათეულის წევრთა მონაწილეობით. დღეს კაცების ჩოგბურთში ისეთი ტენდენციაა, რომ "დიდი ოთხეულის" უპირატესობა კატასტროფულად დიდი არ ჩანს.

ინდიან უელსში ნახევარფინალამდე ვერ მივიდა ენდი მიურეი, მაიამის მასტერსი კი ნაადრევად დატოვა როჯერ ფედერერმა. თუმცა ენდი მიურეიმ და რაფაელ ნადალმა შეძლეს ნახევარფინალში გასვლა, ოღონდ ამისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ.

რაფაელის მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იყო, რომელსაც ესპანელი ათიდან ოთხ მატჩში ჰყავდა დამარცხებული. მატჩის პირველ ნახევარში, კერძოდ კი სეტნახევრის განმავლობაში, ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ცონგა მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებდა კარგ თამაშს, ძირითადად კი შეცდომებს უშვებდა. რაფაელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი პარტია და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ სწორედ ამ მომენტში დაეუფლა ცონგა სათამაშო ინიციატივას.

ნადალმა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მატჩზე ჩაწოდებისას ფრანგმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ცონგამ თამაში დაიჭირა და გააგრძელა თავისი შეტევითი მოქმედებები, იმ დროს, როცა ნადალს თითქმის არაფერი გამოსდიოდა. მეორე ბრეიკის აღებით ფრანგმა მეორე სეტში გამარჯვება გაიფორმა.

მესამე სეტი დაძაბული და ლამაზი გამოვიდა, თუმცა უფრო ხშირად პუბლიკას ცონგა ართობდა. რაფაელმა ზედიზედ მეორე მატჩში ექიმი გამოიძახა კორტზე, რადგან მუხლს უჩიოდა. თუმცა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მისთვის სახვევი არ დაუდიათ. ესპანელი ცდილობდა მწვავედ თამაშს, მაგრამ ხშირად მის დარტყმებს სიღრმე არ ჰყოფნიდა და ეს ფრანგს შეტევის შანსს აძლევდა.

შესაძლოა, ცონგას თამაშში მეტი პრაგმატულობა და აკადემიზმი რომ გვენახა, მას მოეხერხებინა კიდეც ამ მატჩის მოგება, მაგრამ ჟო მუდმივად რაღაცას იგონებდა და ხშირად ეს მისთვის წარუმატებლობით მთავრდებოდა. ცონგამ რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სეტის ბოლოს კი საკუთარი მოწოდება წააგო. მეტოქის მოწოდებაზე ფრანგმა დიდი ბრძოლა მოაწყო, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც ნადალის დარჩა - 6:2, 5:7, 6:4.

მიურეისა და იანკო ტიპსარევიჩის შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა, მაგრამ დაძაბულობა აქაც იყო. პირველ პარტიაში რამდენიმე ბრეიკი ვიხილეთ, რაღაც მომენტში წინ ენდი გაიჭრა, მაგრამ შოტლანდიელმა ჩააგდო სეტის ბოლო ნაწილი. იანკო კარგად იყენებდა მეტოქის უზუსტობებს და თავადაც კარგად მოქმედებდა შეტევაში. პირველი სეტის მოგების შემდეგ სერბმა მეორე პარტია ბრეიკით დაიწყო.

ამ მომენტში მიურეიმ კორტზე ექიმი გამოიძახა და მცირე პაუზამ ბრიტანელს გონზე მოსვლის საშუალება მისცა. თანდათან ენდიმ იპოვნა თავისი თამაში, გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი რამდენიმე რთული გეიმი აიღო. მესამე სეტში სერბის მოქმედებაში დაღლილობა შეინიშნებოდა. მან დაკარგა კონცენტრაცია და მართალია, ბოლოს ბრეიკ-პოინტიც მიიღო, მაგრამ მიურეის გადამწყვეტ მომენტში მოწოდებამ უშველა - 4:6, 6:3, 6:4.

1/4 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9) 4:6, 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 6:2, 5:7, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"