ბელარუსი 2012 წელს წაუგებლად თამაშობდა და მისი მოგებათა სერია 26 მატჩს ითვლიდა
მაიამიში მკვეთრად შემცირდა ერთეულთა თანრიგში მატჩების რაოდენობა. გუშინ განრიგში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ეწერა: ქალები ასრულებდნენ მეოთხედფინალურ სტადიას, მამაკაცები კი ამავე რაუნდს იწყებდნენ.

ცენტრალურ კორტზე დღის პროგრამას ვენუს უილიამსი და აგნიეშკა რადვანსკა ხსნიდნენ. ერთი დღით ადრე უმცროსმა უილიამსმა - სერენამ ფავორიტის რანგში დათმო შეხვედრა კაროლინ ვოზნიაცკისთან. ამ შემთხვევაში კი უფროსი უილიამსი აუთსაიდერად იყო მიჩნეული.

ვენუსი მხოლოდ ახლა ბრუნდება ტურში და ჯერ შორს არის ოპტიმალური ფიზიკური და სპორტული ფორმისგან. რაც შეეხება აგნიეშკას, მეოთხედფინალამდე ყველაზე დამაჯერებელი გზა, ალბათ, მან გაიარა.

აგნიეშკამ დასაწყისშივე გააკეთა ბრეიკი, თუმცა ვენუსმა იქვე აჩვენა, რომ სერიოზულად არის განწყობილი და ანგარიში გაათანაბრა. პოლონელი ბევრს არბენინებდა მეტოქეს, მოძრაობა კი დღეს ამერიკელის ყველაზე სუსტი წერტილია. თუმცა ვენუსს თამაშზე საკუთარი გეგმა ჰქონდა. სეტის შუაში მან მოუხშირა ბადესთან გასვლას, რამაც პოლონელს შესამჩნევი პრობლემები შეუქმნა.

მაგრამ ცნობილია, რომ რადვანსკა ტაქტიკურად კარგად არის მომზადებული, ამიტომაც გარკვეული დროის შემდეგ გასაღები მოუნახა მეტოქის თამაშს და დაიბრუნა ინიციატივა. აგნიეშკას სეტზე ჩაწოდებისას ვენუსს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა სამი ბრწყინვალე მოწოდება შეასრულა, რომელთაგანაც ორი ეისი იყო. მეორე სეტში ბრძოლა არ გამოვიდა, რისი მიზეზიც ამერიკელის მხრიდან ბევრი შეცდომა იყო. აგნიეშკამ კი თავისი დონე შეინარჩუნა - 6:4, 6:1.

ამ სეზონში პოლონელს მხოლოდ ერთ ჩოგბურთელთან - ვიქტორია აზარენკასთან აქვს წაგება, თანაც ოთხჯერ. თავად ბელარუსი კი 2012 წელს წაუგებლად თამაშობდა და მისი მოგებათა სერია 26 მატჩს ითვლიდა. რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩის შარშანდელ შედეგამდე (სეზონის სტარტზე ზედიზედ 43 მოგება) ჯერ შორი იყო, თანაც, ქალთა ჩოგბურთში ლიდერებს უფრო ხშირად აქვთ ჩავარდნები, ვიდრე მამაკაცებს.

ვიქტორიასთვის საგანგაშო სიგნალი იყო წინა წრის მატჩი დომინიკა ციბულკოვასთან, რომელიც აზარენკამ 1:6, 0:4-იდან მოიგო. იმ თამაშში იგრძნობოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობა.

მეოთხედფინალში აზარენკა მარიონ ბარტოლის ეთამაშებოდა, რომელმაც მხოლოდ სამი გეიმი დათმო მარია კირილენკოსთან მატჩში. ფრანგმა პირველივე გეიმებიდან კარგი თამაში აჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით აზარენკაზე. ბელარუსი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, სუფთად მოგებული ქულები კი მინიმალური ჰქონდა.

ბელარუსი თამაშში მხოლოდ 0:4-ის შემდეგ შევიდა. შეამცირა ანგარიშში სხვაობა და მეტოქეს სერიოზული ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ბარტოლიმ სტარტზე მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბოლომდე არ გაფლანგა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე სეტში ვიქტორიამ ბრეიკით წინ გასვლა შეძლო, მაგრამ დიდი ხნით უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მარიონმა 1:3-ზე ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო - 6:3, 6:3.

შეწყდა 26-მატჩიანი მოგებათა სერია. გარდა ამისა, ვიქტორიამ ვერ შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა. თუმცა რეიტინგში მის პირველ ადგილს ჯერ არაფერი ემუქრება. სამაგიეროდ, შვებით ამოისუნთქა აგნიეშკა რადვანსკამ. ახლა მას აღარ მოუწევს სეზონში მეხუთედ აზარენკას წინაღმდეგ თამაში.

1/4 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ვენუს უილიამსი (აშშ) 6:4, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

ბარტოლი (7)-ა. რადვანსკა (5); ვოზნიაცკი (4)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა