ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა "შარლერუაში" მეორე შეხვედრა ჩაატარა
თორნიკე შენგელია მოედანს უშინაურდება. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა "შარლერუაში" მეორე შეხვედრა ჩაატარა.

თუკი ის პირველ შეხვედრაში მხოლოდ 4 წუთს გაისარჯა, ამჯერად, "ოკაპისთან" მატჩში, მწვრთნელმა ის 13 წუთით დატვირთა. ეს გახლდათ ბელგიის ჩემპიონატის გადადებული მატჩი, რომელიც შენგელიას "შარლერუამ" სტუმრად გამართა და დაძაბულ ბრძოლაში - 90:91 წააგო.

შენგელიამ 13 წუთში 5-იდან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

შარლერუელთაგან ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დუეინ ბროილესი გახლდათ 23 ქულით. "ოკაპიში" კი კრის კოუპლენდმა პირადად გადაწყვიტა მატჩის ბედი. მან 36 წუთში 45 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ამერიკელმა ლიდერმა 9-იდან 7 ორქულიანი, 9-იდან 6 სამქულიანი და 14-იდან 13 საჯარიმო ჩააგდო.

მოედანზე შენგელიას მორიგ გამოჩენას მომავალ შაბათს უნდა ველოდოთ. "შარლერუა" ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტს" მასპინძლობს.

gbf.ge

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს