დღეიდან კანადის ქალაქი კვებეკი WTA-ს სერიის ტურნირ "ბელ ჩელენჯს" მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც...

კალაშნიკოვას ორი ნახევარფინალი

დღეიდან კანადის ქალაქი კვებეკი WTA-ს სერიის ტურნირ "ბელ ჩელენჯს" მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. ძირითად ბადეში საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილია (146), რომლის პირველი მეტოქე 29 წლის ავსტრალიელი ალისია მოლიკი (90) იქნება. მსოფლიოს ყოფილმა მე-8 ჩოგანმა პროფესიული კარიერა 2008 წელს დაასრულა იდაყვის ქრონიკული ტკივილის გამო, თუმცა შარშან სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა ჩოგბურთს. სახელი სახელად, მაგრამ მოლიკი არცთუ კარგ ფორმაშია, რაც ანას შანსია - ავსტრალიელმა ბოლოს უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში იმარჯვა, მას მერე კი ერთი სეტიც ვერ მიიყვანა მოუგია.

მაკა ჩახნაშვილმა (219) ბიელას ტურნირში (იტალია, 100 ათასი დოლარი) იასპარეზა. ერთეულებში მარცხზე უკვე ვწერდით, წყვილებში კი მან პოლონელ მარტა დომაჩოვსკასთან (190) ერთად მეოთხედფინალში გააღწია, სადაც უკრაინელი მარია კორიცევასა (128) და რუმინელი იონა-ლარუკა ოლარუს (164) დუეტთან წააგო - 2:6, 2:6. ეს ტურნირი სწორედ უკრაინელმა და რუმინელმა მოიგეს.

ოქსანა კალაშნიკოვა (189) პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 25-ათასიან ტურნირში ასპარეზობდა, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი. ამ შეჯიბრების შესახებ თხრობა მერვედფინალზე შევწყვიტეთ, სადაც ჩვენებური სლოვაკ მიხაელა პოჩაბოვას (270) ხვდებოდა. კალაშნიკოვამ სამ სეტში მოიგო - 6:2, 4:6, 6:4. მეოთხედფინალში ოქსანას "უაილდ ქარდით" მიწვეული 17 წლის პაულა კანია (557) შეხვდა. პოლონელს ქართველმა იოლად ძლია - 6:2, 6:3. კალაშნიკოვას ტრიუმფული სვლა სხვა პოლონელმა შეაჩერა, ნახევარფინალში მას მე-6 ნომრად განთესილმა მაგდა ლინეტმა (239) მოუგო - 6:1, 6:3. ოქსანა წყვილთა ბადეშიც ნახევარფინალში დამარცხდა, მან და უკრაინელმა ტეტიანა არეფიევამ (311) მასპინძლებთან (პიტერი, ზობაშკიევიჩი) წააგეს - 3:6, 6:3, 5:10.

დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 100-ათასიანი ტურნირი იწყება, რომლის ძირითად ბადეში 22 წლის თათია მიქაძე (291) ითამაშებს, მისი მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ავსტრიელი ივონ მოიზბურგერი (99) იქნება, რომელმაც ახლახან დიდი ბრძოლა გაუმართა "იუ ეს ოუფენზე" რუს მარია კირილენკოს (25). სოფიო შაფათავა (284) კვლავ წარუმატებლად თამაშობს, მესტრეს ტურნირის (იტალია, 50 ათასი დოლარი) პირველ საკვალიფიკაციო წრეში იტალიელ ანასტასია გრიმალდასთან (424) ორ სეტში წააგო - 2:6, 4:6, არადა, მე-3 ნომრად იყო განთესილი. ამ ტურნირის ძირითად ბადეში ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი ჩაებმებიან.

ბოლოს ერევანში გამართულ ახალგაზრდულ "პრეზიდენტის თასზეც" ვთქვათ - 19 ქართველიდან 2 გავიდა ერთეულთა ნახევარფინალში. ნიკა დოლიძემ ესტონელ დანილ პროსკურასთან წააგო - 6:7 (2), 0:6, ხოლო ბარბარე ერისთავმა ეს ეტაპიც გადალახა, რუს პოლინა ნოვოსელოვას აჯობა - 6:1, 6:3. ფინალში ბარბარემ ვერაფერი მოუხერხა მასპინძელ ანი ამირაღიანს - 0:6, 3:6.

ლელო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე