ქუთაისის "ტორპედოსთან" დაშავებულმა 19 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა უმარ მაგაჯიმ ოპერაცია წარმატებით გაიკეთა
ნიგერიელი თავდამსხმელი უმარ მაგაჯი "გაგრაში" ზაფხულში ჩამოიყვანეს. ის ძალიან მოეწონა ანატოლი პისკოვეცს და მისი დაჟინებული მოთხოვნით აიყვანეს, რადგან ნიგერიელში პერსპექტიული თავდამსხმელი შენიშნა.

მაგაჯი სექტემბერში გუნდის განაცხადში მოხვდა და საქართველოს თასზე და ჩემპიონატში სულ რვა შეხვედრა ჩაატარა.

მაგრამ ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში ჯვარედინი იოგი გაუწყდა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

"გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ აფხაზავას თქმით, მაგაჯიმ ორშაბათს "მედიკლაბში" წარმატებით გაიკეთა ოპერაცია. რეაბილიტაციის ეტაპი კი 7-8 თვეს გაგრძელდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება "გაგრას" 19 წლის თავდამსხმელი.

მაგაჯის გარდა, "გაგრაში" კიდევ ორი ნიგერიელი მოთამაშეა: ჯონი ჯერემია შეტევის ლიდერია. ახლახანს გუნდში მისი თანამემამულე და ჯერემიას მსგავსად, ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი, საყრდენი ნახევარმცველი ბენჯამინ ტეიდი ჩამოიყვანეს, რომელიც 5 მაისის 18 წლის შესრულდება და "გაგრას" განაცხადში შეიყვანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა