კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოვა
31 მარტ-1 აპრილს კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას:

ირაკლი კუპატაძე (50), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი, ერეკლე არხოზაშვილი, ირაკლი ლიპარტელიანი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა სეხნიაშვილი, დიმიტრი ცაბაძე, ბექა უდესიანი (60), ზაზა მეგრელიშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ვანო ჩურჩხელაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (81), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90), გიორგი ძებისაშვილი, ზაზა გოჯიაშვილი (+90).

ორი წარმომადგენელი გვეყოლება გოგონათა ტურნირშიც - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე, რომლებიც 57-ში ჭიდაობენ.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ამ ასაკის ნაკრებმა ანთალიაში იჭიდავა ასევე ევროპის თასზე, სადაც ნათათრალიშვილი და მეგრელიშვილი ჩემპიონები გახდნენ; არხოზაშვილი, მჭედლიშვილი, რამაზაშვილი და გოჯიაშვილი მეორეზე გავიდნენ; კუპატაძე, კაციაშვილი, მოველიძე, გველესიანი და ძებისაშვილი კი მესამე პრიზიორები გახდნენ; მესამეზე გავიდნენ ჯანაშვილი და შოთაძეც.

მწვრთნელები ახლაც თურქეთში ნაჭიდავებ შემადგენლობას დაეყრდნენ, რადგან ევროპაზე წასვლის პრეტენდენტთა ძირითადი ბირთვი მათ ხარჯზე გამოიკვეთა, თუმცა ამჯერად გამოცდილების მისაღებად გუნდს რამდენიმე მოზარდი დაამატეს.

სავარაუდოდ, კიევში უკვე ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება, ხოლო თუ რომელიმე წონაში მაინც ღიად დარჩება კონკურენციის საკითხი, მაშინ საამისოდ კანდიდატები კიდევ ერთ შეჯიბრებაზე გამოვლენ გერმანიაში.

დასკვნით ტურნირზე სტარტისთვის ისინიც გამოვლენ, რომლებიც კიევის შემდეგ უკვე საბოლოოდ გაინაღდებენ ადგილს ნაკრებში.

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია