ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაგალითი ძიუდოისტებს: სამივე სუმოისტმა მოიგო

მაგალითი ძიუდოისტებს: სამივე სუმოისტმა მოიგო

კვირას ტოკიოში სულ შვიდმა ქართველმა იჭიდავა, ოთხმა ძიუდოისტმა და სამმა სუმოისტმა. თუკი ძიუდოისტთა კვარტეტმა ჯამში 6 ორთაბრძოლა მოიგო...

კვირას ტოკიოში სულ შვიდმა ქართველმა იჭიდავა, ოთხმა ძიუდოისტმა და სამმა სუმოისტმა. თუკი ძიუდოისტთა კვარტეტმა ჯამში 6 ორთაბრძოლა მოიგო, 5 წააგო და კვლავ გააწბილა ჩვენი გულშემატკივარი, სუმოისტებმა რიხით დაიწყეს შემოდგომის (აკი) ბაშო - უმაღლესი დივიზიონის სამივე ქართველი ბინადარი მოგებით შეუყვა 15-დღიანი სუპერტურნირის გრძელ გზას...

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მიუხედავად, სუმოს მექა "რიოგოკუ კოკუგიკანი", რომელიც 13 ათას მაყურებელს იტევს, თითქმის პირთამდე გაივსო. ქართველთაგან დოჰიოზე პირველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ავიდა. ელიტის უმძიმესი რიკიში (ორ ცენტნერს იწონის) მე-15 მაეგაშირაა, ანუ "ფეხბურთის ენით" რომ ვთქვათ, გასავარდნ ზონაშია. მისი მეტოქე ასევე მე-15 მაეგაშირა (ოღონდ დასავლეთის) კაკიძოე იყო, ვეტერანი ყოფილი კომუსუბი. ჩვენებური იაპონელზე 63 კილოგრამით მძიმეა, ამიტომაც მან იოლად მოიგერია მეტოქის შეტევა კოტონაგეს ილეთით, მავაში ხელთ იგდო და იორიკირი შეასრულა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ პუბლიკის წინაშე კოკაი (ლევან ცაგურია) წარდგა. მე-8 მაეგაშირას ტოსაიუტაკა (მე-7 მაეგაშირა) დაეჭიდა და ჯიქურადაც შეუტია. "შავმა ზღვამ" ბოლო წამს მოასწრო ცაციათი ეფექტური გდების (სუკუინაგე) განხორციელება.

მესამე ქართველს კარგა ხანს ველოდეთ, რადგან მისი მეტოქე სეკივაკე იყო, მე-3 რანგის ფალავანი სუმოში. უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოს არანს დაუპირისპირდა. კავკასიური ჯახი ღონის დემონსტრირება გამოდგა ორივე მხრიდან. მეტოქეებმა მავაშში ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და მხოლოდ ამ ტაქტიკით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მიუხედავად ამისა, ბრძოლა მოსაწყენი არ ყოფილა, ხან ტოჩინოშინი ასწევდა მეტოქეს და შეუტევდა, ხან — არანი. ბოლოს ქართველი უფრო ღონიერი გამოდგა, მან სამჯერ მიიყვანა კიდემდე ოსი და მესამე ცდაზე მის გარეთაც გადაადგმევინა ფეხი.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოგებით გახსნა აკი ბაშო, თუმცა მისი მეტოქე, კომუსუბი კაკურიუ ბევრს ეცადა, ძლიერი შეტევაც განახორციელა, მაგრამ რაღაც მანქანებით მონღოლმა თავი შეიმაგრა, შემდეგ კი ორთაბრძოლის კონტროლი ხელთ იგდო. იოკოძუნამ ბოლოს იანვარში წააგო, მას მერე კი 48 შეხვედრა მოიგო ზედიზედ! ბაშო მოგებით დაიწყო ოთხივე ოძეკიმ (ჰარუმაფუჯი, კაიო, კოტოოშუ და ბარუტო), თუმცა ყველა სეკივაკე და კომუსუბი დამარცხდა (არანი, ტოჩიოძანი, კისენოსატო, კაკურიუ).

დღეს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავას ეჭიდავება, 27 წლის მონღოლს, რომელიც ასე მაღლა რეიტინგში არასოდეს ყოფილა. ლევანი ამ რიკიშის მხოლოდ ერთხელ შეხვდა, ისიც სამი წლის წინათ და მოუგო. "შავი ზღვა" მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის გადაეყარა, 27 წლის სუმოისტს ქართველი 3:2-ს უგებს (პირველი სამი ორთაბრძოლა მოუგო, ბოლო ორი დათმო). გაგამარუს მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტოიოძაკურაა, რომელსაც უმაღლესის საგზური არაფრით ეკუთვნოდა — ძურიოს მე-11 ნომერი იყო და ნაგოიას ბაშო მხოლოდ 8-7 ბალანსით დაასრულა, მაგრამ სუმოს ასოციაციამ სკანდალში შემჩნეული ყველა რიკიში დაბალ ლიგაში გადაისროლა (ამიტომაც აკი ბაშოზე ძურიოს დივიზიონი ლამის არაფრით ჩამოუვარდება უმაღლესს) და მათ მაგივრად ვიღაც უნდა დაწინაურებულიყო. გაგამარუ ტოიოძაკურას კარიერაში პირველად ეჭიდავება.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

I დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (შიტატედაშინაგე), კოტოოშუ-ტოკიტენკუ (უვატენაგე), ბარუტო-ვაკანოსატო (ცუკიდაში), კაიო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოკუსეგავა-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტაკამისაკარი-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰაკუბა-მოკონამი (უვატენაგე), კიტატაიკი-ასასეკირიუ (იორიკირი), კოკაი-ტოსაიუტაკა (სუკუინაგე), კიმურაიამა-ბუშუიამა (ცუკიჰიზა), შიმოტორი-ჰოკუტორიკი (იორიკირი), იოშიკაძე-კოტოკასუგა (იორიკირი), ტაკეკაძე-კორიუ (ოშიდაში), კასუგაო-სოკოკურაი (იორიკირი), ტოჩინონადა-ტამავაში (სუკუინაგე), გაგამარუ-კაკიძოე (იორიკირი), ტოსანოუმი-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), გოეიდო-ტოიოძაკურა (ჰიკიოტოში).

შენიშვნა: წყვილში პირველი გამარჯვებულია, ფრჩხილებში — შესრულებული ილეთი.

II დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, კოტოოშუ-კაკურიუ, ბარუტო-კისენოსატო, კაიო-ვაკანოსატო, ჰარუმაფუჯი-ჰომაშო, ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო, არანი-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ტოკუსეგავა, ამინიშიკი-ჰაკუბა, ტაკამისაკარი-მოკონამი, ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა, კოკაი-კიტატაიკი, ბუშუიამა-ჰოკუტორიკი, კიმურაიამა-შიმოტორი, იოშიკაძე-კორიუ, კოტოკასუგა-ტაკეკაძე, სოკოკურაი-ტოჩინონადა, კასუგაო-ტამავაში, კაკიძოე-კიოკუნანკაი, გაგამარუ-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ტოიონოშიმა.

ლელო

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს