ამერიკული ჩოგბურთის პირველი ნომერი მერდი ფიში დარწმუნებული არ არის, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს
ამერიკული ჩოგბურთის პირველი ნომრის მერდი ფიშის განცხადებით, ის დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში.

ფიშის სიტყვებით, მისი ყოყმანის მიზეზი კალენდარია: მას სურს სახლთან ახლოს ჩაატაროს ტურნირები, რათა უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი (ლოს ანჯელესისა და ვაშინგტონის ტურნირები თითქმის ოლიმპიადის პარალელურად ჩაივლის).

შეგახსენებთ, რომ ფიში ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.

"ოლიმპიური თამაშებისგან შესანიშნავი მოგონებები დამრჩა, მაგრამ არასასიამოვნოს გახსენებაც შემიძლია. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - ამბობს ამერიკელი.

ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე დაახლოებით სამი თვე დარჩა. ქალთა პრო-ტურის ბევრი წარმომადგენელი მოუთმენლად ელის ზაფხულის თამაშების დაწყებას. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი უიმბლდონის კორტებზე გაიმართება.

პირველად ოლიმპიადის პროგრამაში შეტანილია მიქსტის ტურნირი, რითაც ჩოგბურთელთა შეჯიბრმა დამატებითი ინტრიგა შეიძინა. მაიამის ტურნირის მსვლელობისას WTA-ის ტურის ტოპ-მოთამაშეებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გაამხილეს.

ვიქტორია აზარენკა: "ოლიმპიადაზე ვაპირებ ერთეულებსა და მიქსტში გამოსვლას მაქს მირნისთან ერთად. მოუთმენლად ველი ამ მოვლენას. ადრე მაქსთან ერთად მითამაშია, ასე რომ ეს სერიოზული გამოწვევა იქნება".

მარია შარაპოვა: "წყვილებში თამაში - ჩემი ძლიერი მხარე არ არის, თუმცა რამდენიმე ტურნირი მოგებული მაქვს. მოკლედ, წყვილები არ იქნება ოლიმპიადაზე ჩემი პრიორიტეტი. შესაძლოა, თუ რომელიმე ჩემს თანაგუნდელთან თამაში მთხოვეს, დავფიქრდე ამ წინადადებაზე. ნამდვილად არ ვითამაშებ მიქსტში".

პეტრა კვიტოვა: "რა თქმა უნდა, ერთეულთა თანრიგში გამოვალ, აგრეთვე წყვილებში რადეკ შტეპანეკთან ერთად".

სამანტა სტოსური: "გონებაში მაქვს მოქმედების გარკვეული სქემა, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენი ნაკრების კაპიტანსა და სხვა მოთამაშეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრების საბოლოო შემადგენლობის მიუხედავად, დიდ სიამოვნებას მივიღებთ ლონდონში გამოსვლისგან".

კაროლინ ვოზნიაცკი: "აუცილებლად ვითამაშებ ერთეულთა თანრიგში. შესაძლოა, წყვილებში ვითამაშო ფრედერიკ ნილსენთან ერთად. უაილ-ქარდს უნდა დაველოდოთ. მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა".

ნა ლი: "არ მგონია, რომ წყვილებში კარგად ვთამაშობ. ჩემს ქვეყანაში ამ მხრივ უფრო ნიჭიერი მოთამაშეები არიან. ამიტომაც კონცენტრაციას ერთეულთა თანრიგზე გავაკეთებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"