კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
უკვე მეორედ ამ სეზონში ლოს ანჯელესის "სტეიპლს ცენტრის" პუბლიკას ფეხზე მდგომი უწევს ოვაციის გამართვა. პირველად მაყურებელი ფეხზე წამოაყენა ლამარ ოდომმა, რომელიც კალიფორნიაში თავისი ახალი კლუბით დაბრუნდა.

ახლა სიტუაცია განმეორდა - "ოკლაჰომა" სტუმრად ეთამაშებოდა "ლეიკერსს" და საყვარელ ქალაქს ეწვია "თანდერის" ახალწვეული დერეკ ფიშერი. და თუ ოდომის "დალასის" დამარცხება მასპინძლებმა მოახერხეს, ფიშერი და მისი ახალი გუნდი კარგ ხასიათზე გაუშვეს კალიფორნიიდან.

მხოლოდ მატჩის ეკვატორამდე მიდიოდა თანაბარი თამაში - "ლეიკერსი" ლიდერის როლშიც კი იყო. მესამე მეოთხედი კი სტუმრებმა სასტიკი სხვაობით მოიგეს - 34:19, ხოლო უესტბურკის გიჟურმა ტყორცნამ (მცველმა ორ წამში შეძლო თავისი ნახევრიდან დაწყებული შეტევის დასრულება) "ოკლაჰომას" უპირატესობა ორნიშნა გახადა.

ბოლო მეოთხედის მსვლელობისას სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა. ბოლო წუთებზე "თანდერის" ოდნავ მოდუნებამაც ვერ უშველა კალიფორნიულ კლუბს. მაქსიმუმი, რაც მან მოახერხა საფინალო სირენამდე სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება იყო. მასპინძლებს ეს ბოლო იმედი უესტბრუკის ორქულიანმა ჩაუქრო. რაც შეეხება ფიშერს, მან ყოფილ თანაგუნდელებს შვიდი ქულა ჩაუგდო. საინტერესოა, რომ ვეტერანმა პლეიმეიკერმა ყველა ქულა მეორე მეოთხედში ორი წუთის განმავლობაში ჩააგდო.

სამარცხვინოდ გამოიყურებოდა მოქმედი ჩემპიონი "დალასი" შარშანდელი ფინალის რიმეიქში. "მაიამიმ" ტექსასელ სტუმრებს მხოლოდ პირველ ნახევარში მისცა ბრძოლის საშუალება, უფრო სწორედ, "ჰიტის" 11:4 გაქცევამდე, რომელიც დიდ შესვენებამდე შედგა. მანამდე კი "მაიამის" აწუხებდა კარტერი, რომელმაც თავისი 11 ქულიდან ცხრა სადებიუტო მეოთხედში დააგროვა. დამაჯერებლად დაბრუნდა დელონტე უესტი.

გუნდიდან მოკვეთილ მცველს 15 თებერვლიდან მოყოლებული არ ჰქონდა არც ერთი მატჩი ჩატარებული და თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, პირდაპირ ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ მოუწია თამაში. დაბრუნება ეფექტური გამოვიდა - მცველმა მაშინვე სამქულიანი ჩააგდო. იმ მომენტში ოდომის ორი გარბენისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ ეს შეცდომები კარგად ახასიათებდა თამაშის იმ სცენარს, რომელიც მაყურებელმა მეორე ტაიმში იხილა.

საბოლოოდ, ნოვიცკიმ და კომპანიამ პრაქტიკულად ყველა სტატისტიკური მონაცემით წააგეს შეხვედრა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო "მაიამის" უპირატესობა მოხსნებში - 44:29. მესამე მეოთხედში 15:6 და მეოთხეში 11:0 გაქცევებმა "ჰიტს" იოლი გამარჯვება მოუტანეს.

ინდიანა-ვაშინგტონი 93:89

30:26, 22:23, 29:20, 21:20

ი: გრეინჯერი (25+7 მოხსნა), უესტი (14+8 მოხსნა), ჰილი (14).

ვ: კროუფორდი (20), ნენე (16+13 მოხსნა), უოლი (13), მარტინი (10+5 მოხსნა), ბუკერი (6+11 მოხსნა).

პორტლენდი-ნიუ ორლეანი 99:93

28:27, 23:27, 25:16, 23:23

პ: ოლდრიჯი (25+12 მოხსნა+5 პასი), მეტიუზი (18), ბებიტი (16), ბატუმი (14), ჰიქსონი (12+6 მოხსნა), ფელტონი (12+10 პასი+3 ჩაჭრა).

ნ-ო: ბელინელი (27), ლენდრი (24+7 მოხსნა), ვასკესი (14+7 პასი), სმიტი (13+9 მოხსნა).

მაიამი-დალასი 106:85

24:29, 36:24,20:19, 26:13

მ: ჯეიმსი (19+9 მოხსნა+5 პასი), ბოში (19+9 მოხსნა), უეიდი (16+5 პასი), ჰასლემი (16), ჩელმერსი (12+5 პასი+4 ჩაჭრა), კოული (10).

დ: ნოვიცკი (25+6 მოხსნა), ოდომი (12), კარტერი (11), რაიტი (11).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 93:102

30:18, 19:26, 19:34, 25:24

ლ: ბინუმი (25+13 მოხსნა+4 დაფარება), ბრაიანტი (23+9 მოხსნა), გასოლი (13+6 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (36+6 პასი), დურანტი (21+11 მოხსნა+5 პასი), პერკინსი (12+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად