მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში გაიფორმა კარიერაში დავიდ ფერერზე მერვე გამარჯვება
მამაკაცთა ორი მეოთხედფინალი ნაკლებად საინტერესო იყო, ვიდრე წინა დღეს გამართული მატჩები. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში გაიფორმა კარიერაში დავიდ ფერერზე მერვე გამარჯვება.

ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა მათ ორი თვის წინანდელ დაპირისპირებას ავსტრალიის ღია პირველობაზე. პირველ სეტში ჯოკოვიჩი ჯაბნიდა თავის მეტოქეს უკანა ხაზზე თამაშში და საკმაოდ სწრაფად მოიგო პარტია - 6:2.

მეორე სეტი იმით დაიწყო, რომ ნოვაკმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ამით ბრძოლა არ შეწყვეტილა. ფერერმა მკვეთრად გააუმჯობესა თამაში, დარტყმების სიზუსტე გამოასწორა და ძალიან შეავიწროვა ჯოკოვიჩი, რომელსაც დაცვაში გადასვლა მოუწია.

ფერერმა სწრაფად გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ როცა ჩოგბურთელებმა მეცხრე გეიმამდე მიაღწიეს, დავიდის დამაჯერებლი თამაშისგან აღარაფერი დარჩა. მისმა უზუსტობებმა ნოვაკს ბრეიკის აღებისა და 5:4 დაწინაურების საშუალება მისცა. და კვლავ, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ფერერმა ისევ მოუმატა და მეორედ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება.

კულმინაცია გახდა გათამაშება 30:30-ზე - დავიდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მატჩბოლი არ დაეშვა და მოიგო ეს ქულა, რადგან ჯოკოვიჩმა ვერ გაუძლო დაძაბულობას და 21-ე დარტყმაზე შეცდომა დაუშვა. ამის შემდეგ ესპანელმა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, საბოლოოდ კი გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა, რომელიც ნოვაკმა დამაჯერებლად ჩაატარა - 7:1.

ჯოკოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ხუან მონაკო გახდა, რომელმაც მოულოდნელად იოლად დაამარცხა მერდი ფიში. ამერიკელმა, რომლის მწვრთნელი ცოტა ხნის წინ წყვილთა რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი მარკ ნოულზი გახდა, ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, სუფთად მოგებული მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა.

ბუნებრივია, ფიშმა ვერ შეძლო თანაბარი ბრძოლის წარმართვა - 1:6, 3:6. შეგხსენებთ, რომ წინა ეტაპზე მონაკომ კიდევ ერთი ამერიკელი - ენდი როდიკი გამოთიშა ბრძოლას.

1/4 ფინალი

ხუან მონაკო (არგ, 21)-მერდი ფიში (აშშ, 10) 6:1, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 5) 6:2, 7:6(1).

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-მონაკო (21); მიურეი (4)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"