31 მარტს საქართველოს A ნაკრები ბრიტანულ ტურნეში მესამე მატჩს გამართავს
საქართველოს A ნაკრები დღეს ბრიტანულ ტურნეში ბოლო, მესამე შეხვედრას გამართავს, ჩვენი გუნდის მეტოქე ამჯერად ჩრდილოეთ უელსის ნაკრები იქნება. ქართველმა მორაგბეებმა აქამდე გამართული ორი შეხვედრიდან ორივეში გაიმარჯვეს.

პირველ მატჩში საქართველოს A ნაკრებმა ინგლისური პრემიერშიფის გუნდი "ეშერი" დაამარცხა 25:8. მერე კი გაცილებით ძლიერ მეტოქეს, უელსის კლუბების ნაკრებს მოუგო - 36:32.

აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში ჩვენმა მორაგბეებმა ხუთ-ხუთი ლელო გაიტანეს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ამსთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ სინბინის გარდა ერთ მორაგბეს, მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენეს. ის ექვსკვირიანი დსიკვალიფიკაციით დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებთან ერთად, რომლის მთავრი მწვრთნელიც ლევან მაისაშვილია, ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი იმყოფებიან.

საქართველო A

პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).

#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).

#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).

#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).

21 მარტი

საქართველო A-ეიშერი 25:8

27 მარტი

საქართველო A-უელსი XV 36:32

31 მარტი

საქართველო A-ჩრ.უელსი XV

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა