საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩში უკრაინელი თანატოლები 1:0 დაამარცხა
ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი

საქართველო-უკრაინა 1:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 მზევაშვილი (6)

გაფრთხილება: ბურდა (9) ნ.ჭანტურია (14) ხარატინი (47), დარციმელია (57), სამხარაძე (67).

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ნ.ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი, 60), ახვლედიანი (დარციმელია, 41), ცინცაძე (აბურჯანია, 70), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, პოლეგენკო, სობოლი, ხარატინი, ლაზაროვიჩი, ტანკოვსკი (გაბელოკი, 51), ბილონოგი, ტიშჩენკო (რადჩენკო. 54), ვეტროვი (მირანიანი, 60).

მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი

მსაჯი: მარუს ჰამეტერი (ავსტრია)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 31 მარტს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩები ციკლის ელიტრაუნდის ბოლო მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ამ წარმატებით ქართველმა ჭაბუკებმა "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის 2012 წლის ჩემპოინატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი უკვე მეექვსე წუთზე ალეკო მზევაშვილმა მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა, რომელმაც მარცხენა ფრთიდან ვანო წილოსანის ბრწყინვალე დრიბლინგი დააგვირგვინა.

შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. უკრაინელებს, რომლებსაც ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ ჰქონდათ, მინიმუმ, საპასუხო გოლის გატანა აუცილებლად მართებდათ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და თან, არც ვასილ მაისურაძის შეგირდები უთმობდნენ იოლად რამეს.

უფრო მეტიც, თამაში გოლის შემდეგაც ქართველი ჭაბუკების უპირატესობით წარიმართა და ის, რომ ანგარიში აღარ შეცვლილა, მხოლოდ ბოლო ეპიზოდში ჩვენი ბიჭების უზუსტობებს უნდა მივაწეროთ.

ძნელია ასეთ თამაშში ვინმე გამოარჩიო, ქებას და მადლობას მთელი გუნდი იმსახურებს, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დავით ჯიქიას, ალეკო მზევაშვილის, დათო დარციმელიას და ოთარ კაკაბაძის ერთობ შთამბეჭდავი თამაში. რიგ ეპიზოდებში მათი გარჯის შემხედვარე ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ მოედანზე 17-წლამდელები თამაშობდნენ.

ამრიგად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიაში მესამედ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, რომელსაც 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს.

რაც შეეხება პარალელურად, "ეროვნულ" სტადიონზე მიმდინარე შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ჩვენი ჯგუფის დანარჩენი ორი გუნდი დაუპირისპირდა, ესპანელებმა ინგლისელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, მაგრამ ამით ჯგუფში მხოლოდ მეორე ადგილს გამორჩნენ.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპოინატის ელიტრაუნდი. III ჯგუფი

საბოლოო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 3 2 1 0 3-1 7

2. ესპანეთი 3 1 2 0 7-3 5

3. ინგლისი 3 1 0 2 1-5 3

4. უკრაინა 3 0 1 2 2-4 1

messsimania
საგოლ რა ხო პატარებიი არიან მაგრამ ამხელაზე გაუხარეს ხალხს გულები გენაცვალეთ რა ძალიან მაგარი ბავშვები არიან ძალიან მომეწონა ჯიქია და დარციმელია არა ყველა მაგრბი არიან ვერცერტს ვერ გამოყოფ დაბალანსებული გუნდია სანდო მეკარე კაი დაცვა და უძლიერესი წინა ხაზი და რაც მთავარია ქართულ ფეხბურტს თამაშობენ ლაღს და შემტევს
Jigaro
Nაკრებს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და საუკეთესო სურვილები....სხვა რა...მაგრები რა... ყოჩაღ რა... გენაცვალეთ რა და რა რა რა,,, ქართული ისწავლეთ რა... რა არ მოგიშალოთ ღმერთმა რა,,, რა გითხრათ რა,,, ეხ რა...
ia
ვბ bn
ia
ტქვენ გენაცვალეტ
aa
გთხოვთ თავში არ აგივარდეთ ყველაფერი წინ გაქვთ მოუმატეთ და მოუმატეთ ბიჭებო!!! გენაცვალეთ!!!
Давид
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო, სულ ასე გახარებულები მენახეთ, დგეს სამსახუში სულ ამას ვეუბნებოდი რუსებს რომ ჩვენ გავალთ მეთქი ფინალში, სულ დიდ, დიდ წარმატებებს გისურვებთ კველას საქართველოს გაუმარჯოს!!!
willy
ვინ თქვა ქართველები ფეხბურთში უნიჭოები არიანოო, აი პასუხიიიც!!!! გილოცავთ ბიჭებო!
Mamuka
ყოჩაღ რა,იმედია სლოვენიაშიც გვასახელებთ და ახლო მომავალში ეროვნულ ნაკრებში!
Tornike
გილოცავთ ბიჭებო! ძალიან მაგრები ხართ, ასე გააგრძელეთ. ამ თამაშებით უზარმაზარ გამოცდილებას იძენთ. ეხლა ნახეთ, რამდენი შემოთავაზება გექნებათ ევროპის საუკეთესო კლუბებიდან!
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა